#24644176 · 25 Mar 2011, 20:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა ხალხო ხვალ ფიზიკაში ტესტები მაქვს საატესტატო და დამეხმარეთ რა დღეს უეჯველი ეხლა დავწერ რა საკითხებია, და გთხოვთ დაწვრილებით დავწეროთ როგორ იხსნება
1. ჰორიზონტალურად გასროლილი სხეული მოძრაობს ა) წრფეზე ბ) ჰიპერბოლაზე გ) პარაბოლაზე
2. რა ძალით იზიდავს დედამიწა 40 კგ. მასის სხეულს ა) 40 ნ. ბ) 400ნ. გ) 20 ნ.
3. როგორია იზოქორულ პროცესის გრაფიკი?
4. ერთი ქანქარა 0,5 წთ.– ში ასრულებს 15 რხევას, მეორე 10 რხევას. შეადარეთ მათი რხევის პერიოდები და სიხშირეები 5. რა მოსდის სხეულის შინაგან ენერგიას დნობის დროს? ა) იზრდება ბ) მცირდება გ) არ იცვლება
6. თუ ორ პარალელურ გამტარში გამავალი დენები ერთი მიმართულებისაა, მაშინ დენიანი გამტარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (აქ სიტყვა უნდა ჩავწეროთ)
7. ლორენცის ძალით ურთიერთქმედებს ა) მაგნიტური ველი და დამუხტული ნაწილაკი. ბ) მაგნიტური ველი და დენიანი გამტარი. გ) მაგნიტური ველი და გრიგალური ველი.
8. შემოსახეთ სწორი გამოთქმა ა) ამპერის ძალას ვიგებთ მარცხენა ხელის წესით. ბ) ამპერის ძალას ვიგებთ მარჯვენა ხელის წესით. გ) ლორენცის ძალა მუშაობას არ ასრულებს დ)ლორენცის ძალა მუშაობას ასრულებს. ა.გ. 2.ბ.გ.ა. 3. დ.გ.ბ. 4. ა.ბ.გ.დ.
9. სინათლის ტალღის ინტერფერენციაა ა) ტალღის შეკრება, ზედდება, ბ) ტალღის მიერ დაბრკოლების გარშემოვლა გ) ტალღის დაშლა. 10. რა არის უძრავ გამტარში ინდუქციის ე.მ.ძ.–ის აღძვრის მიზეზი? ა) ამპერის ძალა ბ) გრიგალური ელექტრული ველი. გ) ელექტროსტატიკური ველი. 11. ფერადი კინო , ფერადი ფოტოგრაფია , ფერადი ტელევიზია , ფერადი ბეჭვდა – რომელი ძირითადი ფერების ზედდებაზეა დაფუძნებული ა) წითელი, მწვანე, ლურჯი. ბ) ყვითელი, ლურჯი, წითელი. გ) ნარინჯისფერი, მწვანე, ყვითელი.
|