ეგეთ პონტში ორჯერ მაქვს ნაყიდი აკუ და საბოლოოდ ვინანე

ერთხელ რო ვიყიდე 1 წლიანი გარანტია მომცა პროსტა გამაფრთხილა შემოწმებაზე თუ არ ივლი 3 თვეში ერთხელ გარანტია არ იმოქმედებსო, დავიკიდე არ მივსულვარ არცერთხელ მეთქი 1 წელში ახალ აკუს რა უნდა მოუვიდესთქო, 10 თვეში მოკვდა და ნუ არც მივსულვარ პრეტენზიით, წავედი სხვაგან ვიყიდე, იმას შემოწმებაზე არაფერი უთქვამს მაგრამ მე თვითონ ვკითხე, არაა აუცილებელიო, თეგეტა ხო არ ვართო და ამასთან მივდიოდი მაინც 3 თვეში ერთხელ, იმ აკუსაც 7-8 თვეში დაერხა, შეცვლაზე რო მივედი პირველი რაც მკითხა ტიპმა, შემოწმებაზე თუ დადიოდიო ისე ვერ შეგიცვლიო, ვანახე საგარანტიო და აუუ ძმაო ეს ბრენდი აღარ შემომაქვსო და ვერ შეგიცვლიო, ბოლოს რო მიხვდა რო კბილებს ჩამოვუღებდი გამომატანა სხვა ბრენდის. ხოდა მაგის გამო მეზარება ეგეთ ადგილას ყიდვა რა.
აგერ 2 წლის წინ თეგეტაში ნაყიდი მაკპაუერი დღემდე მუშაობს ერთ-ერთ მანქანაში, თან ტიპებს გარანტიაც ცოტა სხვანაირი აქვთ, არც შემოწმებაზე სიარული ჭირდებათ, 1 წლის განმავლობაში თუ გაფუჭდა თანხის 100% ანაზღაურებენ, 1დან 2 წლამდე პერიოდში თუ გაფუჭდა 50%.
დაველოდები შავ პარასკევს, მანამდე გაძლებს სავარაუდოთ, თუარადა მექანიკაა და დაგორებით დავქოქავ