წყარო:
http://www.president.gov.ge/index.php?lang...85&info_id=6224ალბათ ბევრი გაეცანიტ საქართველოს პრეზიდენტის ამ ინტერვიუს....
არ ვიცი, შესაზლოა სათანადო ტემაც იყო აქ გახსნილი.... მე დღეს წავიკითხე

საინტერესო დაბოლოება აქვს ინტერვიუს... გადაავლეთ თვალი.... შეაფასეთ...
მიუნჰაუზენის საზღაპრო კითხვებთან ერთად ბელადს გამჭოლი კითხვებიც დაუსვეს და ზუსტად ესაა ამ ინტერვიუს ქვაკუთხედი

ამონარიდი ინტერვიუდან:
ჩარლი როუზი:
ნანობთ თუ არა რამეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა? ისწავლეთ თუ არა რაიმე ახალი?
საქართველოს პრეზიდენტი:
მე ყოველთვის ვსწავლობ და ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ.
ის, რომ არ დავნებდით, სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ არ ჩავიქნიეთ ხელი ჩვენს ოცნებაზე, გავმხდარიყავით სრულფასოვანი წარმატებული დემოკრატია. იდეა გადარჩა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შეცდომები, როგორც ყველა დემოკრატიას ჩვენც მუდმივად გვაკრიტიკებენ, რადგან სრულყოფილებისგან ჯერ ისევ შორს ვართ და ყოველთვის იქნება რაღაცები, რაც პირადად მე, სინანულის გრძნობას გამიჩენს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩვენი ძირითადი იდეა კვლავ ცოცხალია და მის ხორცშესხმას გავაგრძელებთ.
ჩარლი როუზი:
მიუხედავად თქვენი დაძაბული ურთიერთობისა რუსეთთან, ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ პუტინის მიბაძვას აპირებთ და როდესაც თქვენი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებთ და ხელისფლებაში დარჩენა გსურთ.
საქართველოს პრეზიდენტი:
მე ახლა პუტინი არა ვარ და ვერც მომავალში ვიქნები - ეს შეუძლებელია, რადგან
მე დემოკრატიულ გარემოში ვცხოვრობ, სადაც ისნტიტუტები პერსონალიებზე მაღლა დგას. მე ჯერ კიდევ, თითქმის, 3 წელი მაქვს დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ჩემთვის პირად მდგომარეობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია თუ სად იქნება ჩემი ქვეყანა და არა მე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ვატარებთ გასაოცარ რეფორმებს და ჩემი პირადი კარიერა ყველაზე უმნიშვნელო თემაა.
ჩარლი როუზი:
ახლა რასაც ამბობთ არის ის, რომ ამას არ გამორიცხავთ?
საქართველოს პრეზიდენტი:
როდესაც კონსტიტუციას ვიღებდით, ბევრი ექსპერტი, მათ შორის, ევროპელებიც გვეუბნებოდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი გაგვეუქმებინა. თუმცა მე ვიყავი ის, ვინც დაჟინებით მოითხოვდა ქვეყანაში ძლიერი პრეზიდენტი ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით, მე საკუთარი არგუმენტები მქონდა და ამაში მხარიც დამიჭირეს. ასე რომ, საქართველოში ძლიერი პრეზიდენტი იქნება. ა. არ იქნება უბრალოდ ლიდერი და ბ. ძირითადი პროგრამები უახლოეს 2-3 წელიწადზეა გათვლილი, ამიტომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში დაინტერესებული ვარ. არასდროს არ გამოვაცხადებ ისეთ რამეს, რაც ვადის ამოწურვის გამო მთელს ჩვენს დღის წესრიგს საფრთხის ქვეშ დააყენებს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ხართ ტონი ბლერი ან ჯორჯ ბუში, ქვეყანაში, სადაც ძლიერი ინსტიტუტებია, ეს ფაქტორი მუშაობს, თუმცა პრობლემები იქაც არის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა, მაგრამ დიდი მიზნებისთვის მებრძოლი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაიჟინებს ამას? თქვენადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამგვარი საკითხების განხილვა აქ, ჩემი ქვეყნის მომავალს ხელს ვერ შეუწყობს. ვფიქრობ, ეს იქნება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი, რომელსაც ინსტიტუტებისა და დემოკრატიის გასავითარებლად დანარჩენი დემოკრატიული სამყარო დაუჭერს მხარს.
მიშაააა რომელ დემოკრატიაზე საუბრობ.... რომელ პროფესიონალიზმზე და რომელ ინსტიტუციებზე? დაასახელი პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა სხვა რომელიმე, რომელიც შენი ხელქვეითების ფეხქვეშ არ იტელება

მიშა სიხარულო...... არ დავნებდითო რომ ამბობ.... იარაღი რომ დააყრევინე ჩვენ ჯარებს და შემოუშვი ეს რუსები საპარპაშოდ.... კოდორის ხეობა და სამაჩაბლო რომ ჩააბარე ამას რა ქვია..... არ დანებება თუ არ ჩამოშლა.... ალბათ ჩარლზ როუზისთვის აღ ჩამოშლა უნდა გეთქვა, თორე არ დანებება სხვა რამეა

P.ს. რა გინდათ ხალხო აჰა..... ეკითხება რჩები თუ მიდიხარო ვადის ამოწურვის მერე... და მიშიკო ჟიუტად უხვევს პირდაპირი პასუხისგან

არსად წამსვლელი ეგ არაა

მიშა სტალინი არ ხარ, რომ სიკვდილამდე იმეფო.... იმას არცერთი ომი არ წაუგია... შენ ყველგან ჩაისვარე..... წადი რააა ..... წადიიიიი
This post has been edited by maxo999 on 18 Mar 2011, 23:22