კიდევ როგორ შეიძლება ქულების გამოყენება?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქულების გამოყენების ერთადერთი გზა გამოწერა არ არის, არსებობს მათი გამოყენების კიდევ 2 გზა:
1. აუქციონში დახარჯვა
2. Shop -ში გამოყენება
განვიხილოთ თითოეული მათგანი
1. აუქციონში დახარჯვა:
ლოკერზი აუქციონებს ატარებს პრიზებზე რომელთა მოგება ქულებითაა შესაძლებელი, აუქციონები 24 საათი გრძელდება და ყოველ 1 საათში ახალი აუქციონი იწყება.
აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად შედით ლოკერზის ექაუნთში და დააჭირეთ Bid -ს:

შემდეგ გამოსული პროდუქტებიდან აარჩიეთ რომელი გინდათ, მოდით ერთერთი პროდუქტის აუქციონი განვიხილოთ:

1. აუქციონის დამთავრებამდე დარჩენილი დრო
2. ფასი რომლითაც დაიწყო აუქციონი
3. მიმდინარე ფასი
4. ის ფასი რომელიც გახდება თქვენი დაბიდვის შემდეგ
5. ბიდის გაკეთება
6. პროდუქტის სურათი
7. პროდუქტის დასახელება
იმისათვის რომ ბიდი გააკეთოთ, სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ დააჭირეთ BID -ს.
გამოვა ფანჯარა სადაც უსაფრთხოების კოდი უნდა შეიყვანოთ:

უსაფრთხოების კოდის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ BID -ს და თქვენ დაბიდავთ მოცემულ ნივთზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ყოველი ბიდის შემდეგ დაარეფრეშოთ გვერდი, ანუ დააჭიროთ F5 -ს წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბიდი მიღებული არ იქნებაგადავიდეთ ქულების დახარჯვის შემდეგ მეთოდზე:
2. ქულების დახარჯვა შეგიძლიათ ლოკერზის მაღაზიაში (Shop -ში). ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ მოიპოვოთ 1%-100% -მდე ფასდაკლება სხვადასხვა პროდუქტზე.
იმისათვის რომ შეისყიდოთ ესა თუ ის პრდუქტი, შედით Shop -ში:

აირჩიეთ კატეგორია, ვთქვათ გინდათ შეიძინოთ თამაში PlayStation 3 -სთვის, მაში გადადიხართ PlayStation 3 -ის განყოფილებაში:

აქ დაინახავთ თამაშებს, აქსესუარებს და სხვა ნივთებთ PLayStation 3 -სთვის, განვიხილოთ ერთერთი მათგანი:
1. პროდუქტის სურათი
2. პროდუქტის დასახელება
3. ორიგინალი ფასი
4. ის ფასი რომელიც თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ თქვენი ყველა ქულის გამოყენების შემთხვევაში.
5. თუ ფასდაკლებით არ მოიპოვებთ პრიზებს ანუ დახარჯავთ 0 ქულას, მაშინ საჩუქრად გადმოგეცემათ დამატებითი ქულები (ამ შემთხვევაში 1200 ქულა)
იმისათვის რომ შეიძინოთ ეს პროდუქტი დააჭირეთ Buy Now -ს.
გახსნილ ფანჯარაში, პროდუქტის სურათის ქვემოთ მოთავსებულია ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
DETAILS კატეგორიაში.
განვიხილოთ პტზ სლაიდერი:

1. ორიგინალი ფასი
2. მოპოვებული ფასდაკლება
3. ახალი ფასი (ფასდაკლების შედეგად მიღებული ფასი)
4. იმ ქულების რაოდენობა რომელის გამოიყენეთ მოცემული ფასდაკლების მოსაპოვებლად
5. იმ ქულების რაოდენობა რომელიც დაგერიცხებათ მოცემული პროდუქტის ამ ფასად შეძენის შემთხვევაში.
მწვანედ შემოხაზული ობიექტის გაწევის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია შეიცვლება.
თუ მე მინდა რომ შევისყიდო ეს პროდუქტი 25% ფასდაკლებით, მაშინ პტზ სლაიდერს ასე დავაყენებ:

რაც კი იმას ნიშნავს რომ მე შევისყიდი 59.99$ -იან პროდუქტს 44.99$ -ად, ე.ი. მივიღებ 25% -იან ფასდაკლებას რომლისთვისაც დავხარჯავ 18347 ქულას და ავიღებ 900 ქულას.
ყურადღება გაამახვილეთ მწვანედ შემოხაზულ ტექსტზე, მასში წერია რომ ეს პროდუქტი ჩემს
ამერიკულ (usa2georgia -ს მისამართზე) მისამართამდე მივა 5-7 დღეში.
პროცედურის გასაგრძელებლად დავაჭიროთ ADD TO CART.
ამის შემდეგ მარჯვენა ზედა კუთხეში ამოვა პატარა ტექსტი, რომელიც შეგვატყობინებს რომ ეს პროდუქტი დაემატა კალათაში:

იმისათვის რომ შევისყიდოთ ეს პროდუქტი დავაჭიროთ Go to Check out -ს ან PTZ -ების რაოდენობასთან მდებარე კალათას:

ამის შემდეგ გადავალთ გვერდზე სადაც ჩასაწერი იქნება ჩვენი მისამართი, როგორც წესი იგი ავტომატურად ივსება ხოლმე თუ არ შეივსო იგივენაირად შეავსეთ როგორც ინფორმაციის შევსების დროს რეგისტრაციის შემდეგ.
ინფორმაციის შევსების შემდეგ ვაჭერთ PAY NOW -ს.
ამის შემდეგ გადავალთ თანხის გადახდის გვერდზე, თანხის გადასახდელად უნდა გქონდეთ ფეიფალის ანგარიში

სწორედ ასე ხდება მაღაზიიდან პროდუქტის შეძენა
ტუტორიალებს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ.
* * *
რა არის FWB?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
FWB (Friends With Benefits), არის სოციალური ქსელი რომელიც ლოკერზის შექმნილია, FWB არ არის ისეთი განვითარებული როგორიც სხვა სოციალური ქსელები (Facebook, Twitter და სხვები) თუმცა იმედი გვაქვს რომ უფრო განვითარდება.
FWB შექმნილია იმისათვის რომ მომხმარებლებმა ერთმანეთს დაეხმარონ PTZ ების მოპოვებაში.
პირველ რიგში თქვენ უნდა დაამატოთ მეგობრები FWB -ში, ამისათვის დააჭირეთ CONNECTIONS -ს მარჯვენა მენიუში, მოძებნეთ იმეილის ჩასაწერი, ჩაწერეთ თქვენი მეგობრის იმეილი გაითვალისწინეთ რომ თქვენი მეგობარი უკვე დარეგისტრირებული უნდა იყოს ლოკერზზე,
იმეილის ჩასაწერი ასე გამოიყურება:

ჩაწერეთ იმეილი და დააწექით SEND -ს.
ამის შემდეგ თქვენს მეგობარს მიუვა თქვენი მოწვევა, თუ ის დაეთანხმება მაშინ თქვენს მეგობრებში დაემატება.
თუ თქვენმა მეგობარმა თქვენ გამოგიგზავნათ მოწვევა და თქვენ გინდათ რომ დაეთანხმოთ, მაშინ დააჭირეთ CONNECTION -ს, შემდეგ Friend Request, შემდეგ აირჩიეთ ის მეგობარი რომლის დამატებაც გსურთ და დააჭირეთ Accept -ს.
თუ თქვენ გსუთ რომ წაშალოთ რომელიმე წევრი თქვენი მეგობრებიდან, მაშინ დააჭირეთ CoNNECTION -ს, შემდეგ აირჩიეთ ის მეგობარი რომლის წაშლაც გსურთ და დააჭირეთ Remove As Friend.
როგორ დამეხმარება ჩემი მეგობარი ქულების გამომუშავებაში?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა ტუტორიალში დავწერე რომ FWB შექმნილია იმისათვის რომ მეგობრებმა ერთმანეთს დაეხმარონ PTZ -ების მოპოვებაში, ამ ტუტორიალში კი აგიხსნით როგორ მუშაობს ეს სისტემა.
იმისათვის რომ მეგობარს დაეხმაროთ, საჭიროა Decalz -ების ქონა.
არსებობს 2 სახის Decalz -ი:
1. Shop -ის
2. Play -ის
1) Shop -ის Decalz -ი:
Shop -ის Decalz -ი ფასიანია და რეგულარული ფასი 1$ -ია, თუმცა ხანდახან ტარდება სპეციალური აქციები როდესაც მათი ფასი 0.5$ -მდე იწევს.
თუ თქვენმა მეგობარმა თქვენს Shop -ის Decalz -ს დააკლიკა მაშინ თქვენ გეძლევათ 1 -დან 4 -მდე ქულა (გააჩნია თქვენს სტატუსს, Z-lister -ობას და ა.შ.), ხოლო მეგობარს ეძლევა 1 -დან 6-მდე ქულა (გააჩნია მეგობრის სტატუსს, Z-lister -ობას და ა.შ.).
ასევე გაცილებით მეტი ქულა გეძლევათ თქვენ როდესაც თქვენი მეგობარი ყიდულობს პროდუქტს -ს თქვენი დეკალზიდან, ანუ თქვენს დეკალზს აჭერს და ისე თუ ყიდულობს.
იმისათვის რომ შეისყიდოთ Shop -ის Decalz -ი, შედიხართ Shop -ის განყოფილებაში და ირჩევთ Decalz -ს:

ამის შემდეგ ირჩევთ იმ პროდუქტის Decalz -ს რომლის შესყიდვაც გსურთ და აჭერთ ADD DECAL, შემდეგ Check Out:

ამის შემდეგ კი Paypal -ის ლოგოს:

და იხდით ჩვეულებრივად ფეიფალის გამოყენებით.
იმისათვის რომ თქვენ დააკლიკოთ თქვენი მეგობრის Decalz -ზე, პირველ რიგში თქვენი მეგობარი უნდა მოძებნოთ თქვენს FWB მეგობრებში, ამისათვის დააჭირეთ CONNECTION -ს, შემდეგ აირჩიეთ მეგობარი და დააჭირეთ VIEW LOCKER. ამის შემდეგ გამოვა Decalz -ების სია რომლებზეც შეგიძლიათ დააკლიკოთ, დაუკლიკავი (ანუ ისეთი Decalz -ი რომლითაც ჯერ ქულა არ აგიღიათ) DECALZ ასე გამოიყურება:

და მასზე დაკლიკებით თქვენ აიღებთ ქულას, ხოლო თუ დეკალზი ასე გამოიყურება:

ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ მასს უკვე დააკლიკეთ და კიდევ ერთხელ დაკლიკებით ქულას ვეღარ აიღებთ
ეხლა რაც შეეხება მეორე სახის Decalz -ს - Play Decalz:
Play -ის დეკალზი უფასოა!
იმისათვის რომ იგი გაიჩინოთ, უნდა უყუროთ ვიდეოს! ეს არის და ეს.
თუმცა იმისათვის რომ თქვენ და თქვენმა მეგობარმა PLay Decalz -ით ქულები გამოიმუშაოთ, თქვენმა მეგობარმა თქვენს დეკალზზს უნდა უყუროს და ვიდეოს ბოლოში Captcha ჩაწეროს, ამით თქვენ მიიღებთ 1-4 ქულას გააჩნია სტატუსს, ხოლო თქვენი მეგობარი 1-6 ქულას, გააჩნია სტატუსს.
იმისათვის რომ თქვენი მეგობრის Decalz -ს უყუროთ, დააჭირეთ CONNECTION -ს, შემდეგ აირჩიეთ მეგობარი, დააჭირეთ View Lockerz, მარცხენა მენიუში აირჩიეთ Play, ამის შემდეგ დაინახავთ დეკალზების სიას.

მაგალითად ამ ორ დეკალზში პირველ არ მაქვს ნაყურები, მეორე მაქვს.
სულ ეს იყო FWB და მისი დეკალზები

* * *
როგორ გამოვიწერო პრიზი გამოწერის დროს?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა ტუტორიალებში აგიხსენით თუ რა იყოს გამოწერა, ეხლა კი იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ უნდა გამოვიწეროთ.
გამოწერა ამ საიტზე არის ხოლმე:
http://ptzplace.lockerz.com გამოწერის დროს ეს საიტი იხსენბა და ლოკერზის იმეილისა და პაროლის შეტანას გთხოვთ.
არსებობს სიმულატორები რომლებიც გეხმარებათ გამოწერაში ორიენტაციისთვის, ამ სიმულატორებში ყველაფერი ისეა როგორც გამოწერის დროს იმის გარდა რომ სინამდვილეში კი არ იწერთ - ვარჯიშობთ.
ერთერთი ასეთი სიმულატორია Gelockerz -ის სიმულატორი, ვარჯიშის დასაწყებად შედით
http://gelockerz.com/simulator/new/index.php < ამ გვერდზე.
ამის შემდეგ გადახვალთ გვერდზე რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება როგორც გამოწერის მთავარი გვერდი - მონაცემების შეტანის გვერდი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ Gelockerz -ის სიმულატორი არ არის ფიშერი, ანუ არ ინახავს თქვენი ექაუნთის მონაცემებს და გაძლევთ 100% -იან გარანტიას იმისა რომ თქვენი ექაუნთის პაროლი არ იქნება შენახული, გამოყენებული ან შეცვლილი! მთლიანი გამოწერის ეტაპებია:
1. ავტორიზაცია (იმეილისა და პაროლის შეტანა შეტანა).
2. კატეგორიის არჩევა
3. პრიზის არჩევა
4. მათემატიკური უსაფრთხოების კოდის გამოანგარიშება და დამახსოვრება
5. მისამართის მითითება და სხვა მონაცემების შევსება.
6. ქულების ჩამოჭრა.
განვიხილოთ თითოეული მათგანი სიმულატორზე:
1) ავტორიზაცია:
ავტორიზაცია არის იგივე იმეილის და პაროლის შეტანა. ავტორიზაციის გვერდი პირდაპირ <noindex><a rel="nofollow" href="http://gelockerz.com/go/?http://ptzplace.lockerz.com" target="_blank">[/url]</noindex> -ზე იხსნება.
პირველ ველში წერთ თქვენი ლოკერზის ექაუნთის იმეილს, მეორეში პაროლს მესამეში კი უსაფრთხოების კოდს:

ამ ინფორმაციის შეტანის შემდეგ დააწექით Enter -ს თქვენს კლავიატურაზე ან Sign in -ს ვებ გვერდზე.
ამ პროცედურის გავლის შემდეგ ავტომატურად გადახვალთ კატეგორიის არჩევის გვერდზე:
[img]http://b.pix.ge/g/vbhsh.png
[/img]
ამ ორიდან რომელიმე კატეგორია უნდა აირჩიოთ, პირველ კატეგორიაში (BRANDS WE LOVE) არის ბრენდული ნაწარმი, მათ შორის ვაუჩერები (Gift Card -ები), Paypal -ის ფული, და მსგავსი პროდუქტები. ხოლო მეორეში (ELECTRONICS) არის ელექტრონული ხელსაწყოები მათ შორის Macbook -ები, Ipad -ები, Ipod -ები, Background -ები და ა.შ.
მაგალითისთვის ავირჩიოთ
BRANDS WE LOVE -ის კატეგორია, თუმცა რასაც შემდგომში ვიზამთ ზუსტად იგივე მოხდება მეორე კატეგორიაზეც.
კატეგორიის არჩევის შემდეგ გამოჩნდება პროდუქტების სია, აქედან ზოგიერთი უკვე გამოწერილია სხვების მიერ და გათავებული ზოგიერთი კი ისევ სტოკშია და შეგიძლიათ გამოწერა მაგალითად:

ამ სურათზე გამოსახულია 2 პროდუქტი, მათგან პირველი (ლურჯად შეფერილი) აღარ არის სტოკში, მეორეს გამოწერა კი შესაძლებელია
სურათზე გამოსახული ციფრებით აღნიშნულია:
1. შესაძლებელია თუ არა პროდუქტის გამოწერა (Fresh out ნიშნავს არა ხოლო Redeem now ნიშნავს რომ შეიძლება გამოწერა)
2. ქულების რაოდენობა რომელიც საჭიროა პრიზის გამოსაწერად.
3. პროდუქტის დეტალები (ამ შემთხვევაში რაოდენობა)
4. პროდუქტის სურათი
5. პროდუქტის დასახელება.
იმისათვის რომ გამოიწეროთ პროდუქტი დააჭირეთ მას.
გამოსულ ფანჯარაში გაითვალისწინეთ 2 რამ:

Redeem now -ს ღილაკის ქვემოთ არის არითმეტიკული გამოსახულება რომელიც უნდა ამოხსნათ, ამ შემთხვევაში პასუხი 12 -ია რადგან 6*2=12 დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი და გადადით მონაცემების შევსების გვერდზე, ამისათვის დააკლიკეთ Redeem Now -ზე.
ამ გვერდზე უკვე ის მონაცემები უნდა შეავსოთ რომელიც ლოკერზის პროფილში გაქვთ (იგივე usa2georgia -ის თქვენი მისამართი რომელიც შეგიძლიათ ნახოთ usa2georgia -ს საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ (იხილეთ პირველი ტუტორიალი)), მონაცემების შევსების შემდეგ უნდა შეავსეოთ 2 კაპტჩა, პირველი ჩვეულებრივად, სურათზე გამოსახული ტექსტით ხოლო მეორე კი დამახსოვრებული რიცხვით (რომელიც წინა გვერდზე დაიმახსოვრეთ) რომელიც უნდა ჩაწეროთ ANSWER MATHS PROBLEM ბლოკში:
ამ ინფორმაციის შევსების შემდეგ გადავალთ ბოლო პროცედურაზე რომელიც ავტომატურად შესრულდება - ქულების ჩამოჭრაზე, ამისათვის დააკლიკეთ
REDEEM NOW ღილაკს.
ამის შემდეგ თუ პრიზი ისევ სტოკშია მაშინ ჩამოგეჭრებათ ქულები და ნივთიც გამოწერილად ჩაგეთვლებათ.
შემდეგ ტუტორიალში კი სწრაფად გამოწერის ხერხებზე ვისაუბრებთ.
არსებობს რაიმე გზა იმისათვის რომ უფრო მეტი ქულები გამოვიმუშაო?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიახ, არსებობს.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Ultimate Wallpaper -ი და გაცილებით უფრო მეტი ქულა გამოიმუშაოთ.
არსებობს 4 სახის Ultimate Wallpaper -ი (ამის შემდეგ UW -ს დავუძახებ ხოლმე):
1) ვერცხლისფერი UW არა Z-lister -ებისთვის - 4.99$
2) ოქროსფერი UW არა Z-lister -ებისთვის - 7.99$
3) ვერცხლისფერი UW Z-lister -ებისთვის - 3.99$
4) ოქროსფერი UW Z-lister -ებისთვის - 6.99$
თითოეული სხვადასხვა რაოდენობის ქულებს მოგიპოვებთ, მაგალითად:
Shop -ში ყოველ 1$ შენაძენზე:
1) ჩვეულებრივი არა Z-list -ერი - 5 PTZ
2) ჩვეულებრივი Z-lister -ი - 10 PTZ
3) ვერცხლისფერი UW არა Z-lister -ებისთვის - 10 PTZ
4) ოქროსფერი UW არა Z-lister -ებისთვის - 15 PTZ
5) ვერცხლისფერი UW Z-lister -ებისთვის - 15 PTZ
6) ოქროსფერი UW Z-lister -ებისთვის - 20 PTZ
იმისათვის რომ შეიძინოთ UW, დააჭირეთ Ultimate Wallpaper -ს ლოკერზზე, თქვენს ექაუნთში შესვლის შემდეგ:

გამოსული ფანჯარა ქვემოთ ჩამოწიეთ და დაინახავთ PTZ -ების შედარების ცხრილს, სადაც შეძლებთ განსაზღვროთ ამა თუ იმ საქმიანობაში რამდენ PTZ -ს აიღებთ.
UW -ის შესასყიდათ, გადაწყვიტეთ რა სახის UW -ს იყიდით (Z-lister -ები, არა Z-lister -ების UW -ს ვერ იყიდიან და პირიქით), მაგალითისთვის, ვთქვათ თქვენ გინდათ Z-lister -ების UW ოქროსფერი იყიდოთ, ამისათვის, პოულობთ ამ სახის UW -ს და მაუსი მიგაქვთ BUY -ზე, შემდეგ კი აირჩიეთ გადახდის სისტემა, პირველი ფეიფალის ანგარიშია, მეორე კი Amazon -ის გადახდის სისტემა რომელშიც შეგიძლიათ ნებისმიერი სახის პლასტიკური ბარათით გადახდა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, UW -ს აქვს ვადა, ვადა კი 30 დღიანია, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ნაყიდი UW 30 დღის შემდეგ გაგიუქმდებათ და ახლის ყიდვა მოგიწევთ (ან თუ არ გინდათ არ იყიდით).
არსებობს რაიმე პროგრამა რომელიც მონაცემებს ავტომატურად შეავსებს გამოწერის დროს?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიახ, არსებობს, ასეთ პროგრამებს აუტოფილერები ქვია (Autofiller).
ისინი აბსოლიტურად ყველა მონაცემს (იმეილი, პაროლი და მისამართი) თვითონ ავსებს თქვენს მაგივრად და ამის საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ რამოდენიმე წამში.
ასევე არსებობს Alerter -ები რომლებიც შეგატყობინებენ რომ გამოწერა დაიწყო, გამოწერის დაწყებისთანავე და ანუ არ დაგჭირდებათ ყოველწამს გამოწერის გვერდის შემოწმება.
კიდევ არსებობს Pre-Alerter -ები რომლებიც გამოწერის დაწყებამდე შეგატყობინებთ რომ რამოდენიმე წამში გამოწერა დაიწყება.
არსებობს ფასიანი და უფასო პროგრამები, ყველაზე ძლიერი ამ პროგრამებს შორის არის LRC PRO (Live Redemption Checker Pro), მისი ორი ვერსია არსებობს - ფასიანი და უფასო.
უფასო ვერსია მხოლოდ Alert -ერია, ანუ გატყობინებთ გამოწერის დაწყებას (როდესაც დაიწყება მაშინ და არა მანამდე), მას ასევე შეუძლია ლოკერზის უახლესი სიახლეები გაჩვენოთ (პირდაპირ მთავარ გვერდზე გამოქვეყნებისას). ამ პროგრამის გადმოწერა ამ ლინკიდან შეგიძლიათ:
http://enesce.com/lockerz/lrc/lrc_latest.zipმეტი ინფორმაცია მის შესახებ კი აქ შეგიძლიათ მოიძიოთ:
http://talkprizes.com/lockerz_tools/33840-...l_one_free.htmlეხლა რაც შეეხება LRC PRO -ს, LRC PRO არის ყველაზე დახვეწილი Autofiller -ი, Alerter -ი და Pre-Alerter -ი, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მისი ფასი 6.99$ -ია.
მას ასევე აქვს თავისი ბრაუზერი.
მეორე, არანაკლებ პოპულალრული პროგრამაა ER (Extreme Reedemer), ისიც უფასო და ფასიანი ვერსიიის სახითაა მაგრამ LRC -სგან განსხვავებით ER -ის უფასო ვერსიას აქვს აუტოფილერი.
მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
http://extreme-redeemer.com/download/Extre...edeemer_Win.###გადმოწერის შემდეგ, პროგრამა ჩვეულებრივად დააინსტალირეთ.
პროგრამა გახსენით (Windwos 7 -ის მომხმარებლებმა გახსენით როგორც ადმინისტრატორმა ანუ დააკლიკეთ მეორე კნოპკას და აირჩიეთ Run As Administrator) და შედით ამ ვებ გვერდზე:
http://extreme-redeemer.com/newversion/register_free.php , გაიარეთ რეგისტრაცია, შემდეგ დაბრუნდით პროგრამაში და ჩაწერეთ ის Username და Password -ი რომლებიც წეღან, რეგისტრაციისას გამოიყენეთ.
ამის შემდეგ
FireFox -ით -ით შედით ამ გვერდზე:
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/greasemonkey/ და დააჭირეთ Add to Firefox -ს შემდეგ გამოსულ ფანჯარაში install -ს, ამის შემდეგ Greasemonkey დაყენდება და მოგთხოვთ რომ დაარესტარტოთ Firefox -ი, დააჭირეთ Restart Firefox -ს გამოსულ ფანჯარაში, ამის შემდეგ ფაირფოქსზე Greasemonkey დაყენდება, ახლა კი Greasemonkey -ის საშუალებით დავაყენოთ ER -ის აუტოფილერი, ამისათვის გახსენით ER, დააჭირეთ Configuration -ს, შემდეგ მონიშნეთ Automatically open ptzplace, შემდეგ დააჭირეთ Install/Configure -ს, შემდეგ შეიყვანეთ თქვენი usa2georgia -ს მისამართი და ლოკერზის იმეილი და პაროლი და დააჭირეთ Submit -ს, გამოსულ ფანჯარაში კი OK, ამის შემდეგ გაიხსნება ფოლდერი სადაც იქნება ერთი ფაილი, ამ ფაილზე, მაუსის მარჯვენა კნოპკით დააჭირეთ შემდეგ Open with და აირჩიეთ Firefox, ამის შემდეგ გაიხსნება Firefox -ის ფანჯარა და მოგთხოვთ რომ დააყენოთ ეს სკრიპტი, თქვენ რათქმაუნდა Install -ს დააჭერთ, და სკრიპტიც დაყენებული იქნება.
ახლა შეგიძლიათ დატესტოთ თქვენი ER სიმულატორზე
http://sim.extreme-redeemer.com < მხოლოდ ამაზე!
არსებობს რაიმე პროგრამა რომელიც დამეხმარება ქულების უფრო სწრაფად დაგროვებაში?» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიახ არსებობს, მას LPA (Lockerz Play Accelerated) ქვია და დაგეხმარებათ ლოკერზის Play სექციაში მყოფი ვიდეოების ყურებაში.
პირველ რიგში დაგჭირდებათ Google Chrome, რომლის გადმოწერასაც ამ ლინკიდან შეძლებთ:
http://www.google.com/chrome/eula.htmlამის შემდეგ უნდა დააინსტალიროთ Extension -ი ქრომისთვის სახელწოდებით LPA. მისი დაყენება ამ ლინკიდან შეგიძლიათ (ეს ლინკი ქრომით გახსენით):
https://chrome.google.com/extensions/detail...mineggpbeahgohjშედით მოცემულ ლინკზე და დააკლიკეთ Install -ზე.
ამოსულ ფანჯარაში ისევ Install.
თუ ამ პროცედურის შემდეგ არ ამოვიდა LPA -ს Options -ები, მაშინ:

ამის შემდეგ LPA -ს განყოფილებაში დააჭირეთ Options -ს.
აქ კი თქვენით უნდა მიუთითოთ ის ოპციები რომლებიც გაკმაყოფილებთ.
ჩვენ გირჩევთ ასე დააკონფიგუროთ:
1. Appearance -ში მონიშნეთ მხოლოდ მეოთხე მოსანიშნი, View method -ში აირჩიეთ Titles only.
2. Alerts -ში ორივე მოსანიშნი მონიშნეთ, Custom Sound კი ცარიელი დატოვეთ.
3. General -ში ყველა ის მოსანიშნი მონიშნეთ რომლის მონიშვნის უფლებასაც გაძლევთ პროგრამა, Email -ში ჩაწერეთ ის იმეილი რომელსაც ლოკერზზე ხმარობთ, Password -ში კი თქვენი ლოკერზის პაროლი.
Stopped Videos დააყენეთ Reload -ზე.
დანარჩენები დატოვეთ ისე, როგორც არის.
თუ თქვენ გაქვთ Bypasscaptcha -ს API კოდი მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ამ შემთხვევაში კაპტჩას შეყვანა ავტომატურად მოხდება, თქვენი ჩარევის გარეშე, მისი ფასი 14$ -ია 2000 კაპტჩა. თუმცა ამის გაკეთება სავალდებულო არ არის, თქვენს კომფორტზეა დამოკიდებული.
ამის შემდეგ გადადით ლოკერზზე, Play განყოფილებაში, თქვენ დაინახავთ ვიდეოების სიას, დააკლიკეთ პირველ ვიდეოზე და რამოდენიმე წამში ის ვიდეო ჩაირთვება სიის ზემოთ, ვიდეოს დასრულების შემდეგ კი მარჯვენა ქვედა კუთხიდან ამოვარდება პატარა ფანჯარასადაც ეწერება Captcha და ქვემოთ შეტანის ფორმა იქნება, ჩაწერეთ ეს კაპტჩა და დააწექით Enter -ს თქვენს კლავიატურაზე. ამ პროცედურის გავლის შემდეგ კაპტჩა შეტანილი იქნება ვიდეოში, ახალი ვიდეო კი ავტომატურად ჩაირთვება, იგივე გამეორდება ყოველი ვიდეოს შემდეგ.
ასეთი ხერხით, თქვენ ძალიან სწრაფად შეძლებთ ქულების ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვებას.
ყურადღება!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ტუტორიალები არის სპეციალურად Gelockerz -ისთვის დაწერილი ტუტორიალები რომელთა ავტორი პირადად მე გახლავართ, გთხოვთ ნუ გადააკოპირებთ სხვა საიტებზე საავტორო უფლებების დაცვის გარეშე!