სარეკლამო კომპანია "ედნეთ" არის ახლად დაარსებული ფირმა, რომელიც ერთის მხრივ სარეკლამო მომსახურებას გაუწევს საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომპანიებს, ხოლო მეორეს მხრივ შესთავაზებს ვებ გვერდზე დარეგისტრირებულ ადამიანებს სხვა და სხვა სახის ფასდაკლებებსა თუ აქციებს.
კომპანიის მუშაობის პრინციპი შემდეგია: ჩვენი პარტნიორი კომპანიები აფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებებს, რომელთა თანახმადაც ისინი მზად არიან სხვა და სხვა აქციები შესთავაზონ ჩვენს მომხმარებლებს. ამ აქციების შესახებ მომხმარებლები შეიტყობენ მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საიტზე დარეგისტრირება და სიახლეების გამოწერა არის სრულიად უფასო.
ამ თანამშრომლობის შედეგად, კომპანიები მოიზიდავენ ახალ მომხმარებლებს და შეინარჩუნებენ არსებულ კლიენტებსაც. მომხმარებლები კი, რა თქმა უნდა, მოახერხებენ თანხების დაზოგვას, ან სხვა და სხვა საჩუქრების მიღებას.
ჩვენი პოტენციური პარტნიორების საქმიანობა არ არის შეზღუდული და ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ ჩვენს საიტზე დარეგისტრირებულ მომხარებლებს.
სამომავლოდ იგეგმება თავად "ედნეთ"-ის მხრიდან წამახალისებელი საჩუქრების გადაცემა მომხმარებლებისთვის.
საიტი უკვე გახსნილია, გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდეთ და ასევე დააკონკრეტოთ, თუ რომელი მაღაზიებისგან ისურვებდით ფასდაკლებებს.
2 დღეში დაიწყება პარტნიორი კომპანიების შემოთავაზებების განთავსება გვერდზე, სამომავლო პარტნიორობისთვის კი აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს ინტერნეტ გვერდზე.
Adnet