ყველას გვახსოვს რამდენიმე დღის წინ კვირის პალიტრაში დაბეჭდილი წერილი ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შესახებ.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/30325-saa...bith.html?add=1 დამეთანხმებით ინფორმაცია მართლაც არასასიამოვნო იყო, თუმცა ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა ტრადიციულ უაზრო გამოხტომებისთვის მიემართა და წინამდებარე სტატია ქართული შოვინიზმისთვის დაებრალებინა. კიდევ ერთხელ მოეოხებინა გული იმის ძახილით თუ როგორი საზიზღარი ხალხი ვართ ქართველები და როგორი კომპლექსები გვაწუხებს. (აქვე უნდა ითქვას რომ პოსტის ავტორი შეიძლება ითქვას საერთოდ არ იცნობს ქართულ სამზარეულოს, რასაც მისი მოყვანილი კერძები მოწმობს, რომლებსაც მისი თქმით ქართველები ქართულად ვასაღებთ. არადა ყველა ჩახედული ადამიანისთვის ცხადია რომ ასე არაა.
http://liberali.ge/node/4641 თუმცა საკითხის სიმწვავე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ჩვენი სომეხი „მოძმეების“ ფანტაზია და სულელური გამოხტომები უკვე ყველა საზღვარს სცდება და ისეთი ინფორმაციები წავიკითხე დღეს რომ თავიდან არც კი ვიჯერებდი.
ყველა ნორმალურმა ადამიანმა ვინც კი ცოტათი მაინც იცნობს ქართული ღვინის ისტორიას კარგად იცის რომ საქართველო უძველესი კულტურული ვაზის ჯიშების ქვეყანაა. ხაზს ვუსვამ კულტურული, თრემ ველური ჯიშებიდან გამოწურული წვენი სხვაგანაც გვხვდება. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ჯერ ჯერობით უძველესი კულტურული ვაზის ჯიშიდან მიღებული ღვნის არტიფაქტია აღმოჩენილი. დიახ მეგობრებო, თუ ვინმემ არ იცის კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ სწორედ საქართველოშია ჯერჯერობით უძველესი დასტური, ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 6 000 (ექვსი ათასი!!!) წლის წინანდელი კულტურული ვაზის წიპწა აღმოჩენილი
http://vinoge.com/mevenaxeoba/Rvinis-klubS...STebze-isaubres თითქოს ყველაფერი კარგადაა, ექსპერტების დასკვნა გვაქვს, მაგრამ ჰოი საოცრებავ, თურმე ნუ იტყვი და ჩვენი სომეხი „ძმები“ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე არიან გამოსულები თავიანთი ტყუილების გუდით. აქამდე მეგონა რომ ისინი თავის ზვიადი ამბებით მხოლოდ თავიანთ თავს აბოლებდნენ, მხოლოდ მათ სჯეროდათ დედამიწის ზურგზე რომ მეფე არტური სომეხი იყო, რომ სომხები საერთოდაც უძველესი ერია რომელიც ყველა სხვა ცივილიზაციაზე ადრე განვითარდნენ და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ სისულელეს იგონებენ თავის თავზე >>>
http://www.youtube.com/watch?v=THPGD5FZK4o...player_embeddedსაქმე ისაა, რომ აქამდე მეგონა ასეთი ამბების მხოლოდ მათ სჯერათ მეთქი, ახლა კი ვიგებ, რომ მათ არამარტო თავის თავი არამედ უკვე ნეშენალ ჯეოგრაფიკი და ვაშინგტონ პოსტიც კი დააბოლეს. გაგეცინათ არა? ალბათ კი, რადგან მეც სიცილით მოვეკიდე თავიდან ამას. დიახ მეგობრებო, სწორედაც რომ მათმა ძლიერმა ლობმა იმ დონეს მიაღწია რომ თავიანთი ტყუილებით ეს ორი ეგზომ პოპულარული და ავტორიტეტული მედიასაშუალება გააბრუეს.
არ გჯერათ ხომ? აგერ ფაქტი >>>
http://www.ksee24.com/news/video/Winery-113324739.html აჰ, იქნებ ვინმეს კიდევ არ ჯერა? გგონიათ რაღაც შეგეშალათ, ინგლისურის ცოდნამ გიმტყუნათ და მოსაუბრე დიქტორისგან რაიმე სიტყვა კარგად ვერ გაიგეთ? სამწუხაროდ ცდებით და თუ მაინც ეჭვი გღრღნით რომ რაღაც ისე არაა ვაშინგტონ პოსტის ეს სტატია დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში>>>>
http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...1011100044.html