დედამიწაზე ახალი მომაკვდინებელი ვირუსი "SFTSV" გაჩნდა, თუმცა საქართველოში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ცნობილია, რომ ვირუსის გადამტანი ტკიპაა და ის საფრთხეს ძირითადათ ფერმერებს და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს უქმნის.
აღნიშნული ვირუსი ყველა სასიცოცხლო ორგანოს ერთდროულად აზიანებს და ლეტალური შედეგით სრულდება. ცნობილია, რომ ვირუსი ჩინეთიდან შემოვიდა. ბოლო მონაცემებით, ამ ვირუსს დედამიწის ექვს სხვადასხვა ადგილზე სულ 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნული ვირუსი განსაკუთრებით საშიშ ვირუსთა სიაში შედის. ქართველი მედიკოსების თქმით, საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში აღნიშნული ვირუსი გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა იყო შემთხვევა, რომ ამ ვირუსით ერთი ადამიანი დაავადდა...
http://geonews.ge/health/10432-axali-virisi.html This post has been edited by hendry on 23 Mar 2011, 11:35
მიმაგრებული სურათი