ნახეთ ეს კაცი და მერე სამშობლოსი თუ არ შეგრცხვებათეს ლინკი მერაბ მამუკიშვილზე მიძღვნილი თემისაა.
ვისაც არ გადაუკითხავს აღნიშნული თემა, მათთვის ორიოდე სიტყვით ზოგადად:
მერაბი აფხაზეთი ომში ორჯერ ნაღმზე აფეთქდა, პირველად აფეთქების შემდეგ მრავლობითი ჭრილობებით მოხვდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც იმ დროს სამხედრო ჰოსპიტლის ფუნქციას ასრულებდა.
გამოჯანმრთელებამდე გაიქცა ჰოსპიტლიდან ისევ აფხაზეთში და 1993 წელს მეორედ აფეთქდა ნაღმზე.
ამჯერად შედეგი გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დღესაც ნაღმის ნამსხვრები აქვს, დაკარგა მარჯვენა კიდურები. დღეს მას მარჯვენა ხელის და ფეხის ნაცვლად პროთეზები აქვს.
მკურნალობის ხარჯებმა შეიწირეს საცხოვრებელი სახლი, შედეგად დაკარგა ოჯახიც.
1994 წელს ბოლოს ნახა ცოლი (სახელი და გვარი უცნობია. ვიცით რომ გათხოვდა) და 2 წლის ქალიშვილი - მაია მამუკიშვილი. მას შემდეგ რამდენიმე ცდა, ენახა შვილი, უშედეგოდ დამთავრდა.
ცოლის ძმებმა უარი უთხრეს.
ორი სიტყვა ცოლის მხარეზე.
როგორც საუბარში მერაბმა თქვა, კასპის რაიონში არის სოფელი ფერმა. ეს სოფელი ოკამთან ახლოს ყოფილა, (თუ სწორად მახსოვს).
ცოლის ოჯახი აზერბაიჯანული წარმოშობისაა. მერაბის ქალიშვილი, მაია მერაბის გვარს ატარებს.
უფრო წინა ისტორიების დაწვრილებით გაგების დრო ჯერ არ მოხერხდა, ზერელედ ის ვიცით, რომ 1981 წელს დაეღუპა მამა და ინტერნატის ტიპის სკოლაში აღიზარდა.
ჰყავდა 1 ძმა და 1 და.
ძმა გარდაიცვალა, მისი ოჯახი ამჯერად ცხოვრობს სამტრედიაში და მათთან კონტაქტი არ აქვს.
და ცხოვრობს თბილისში, მეუღლესთან და სამ შვლთან ერთად.
ეტყობა მეუღლის დედაც მათთან ცხოვრობს (ან ცხოვრობდა), რადგან სწორედ სიძის დედის გამო მთელი ოჯახი გამხდარა იაღოვას მოწმეთა მიმდევარი.
ამ უკანასკნელი მიზეზით მერაბისთვის დას მოუთხოვია მათსავე სარწმუნოებრივ კვალზე გადასვლა და შემდეგ დაჰპირებია მზრუნველობას და თავშესაფარს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მარტოობა და მიუსაფრობა.
მერაბს მეორე აურჩევია.
ამ ცალხელა და ცალფეხა კაცს ცხოვრებამ სასტიკი გამოცდა მოუწყო.
2006 წელს შეუწყვიტეს სამხედრო პენსია.
იმ პერიოდში მთელი დღე ლუკმა-პურის საშოვნელად დღისით თავშეყრის ადგილებზე მოწყალებას ითხოვდა, საღამოს კიდევ ნაცნობ მძღოლებს სთხოვდა საგურამოს მიმართულებით თან გაეყოლათ.
იქ, ტყეში ერთი ორმო ამოთხარა, ჯერ ცეცლს ანთებდა და თბებოდა, მერე თავის საძილე ტომარაში გახვეული იძინებდა.
შემდეგ ვაკეში, 52 სკოლის მესვეურებმა შეიფარეს და სადარაჯო დაუთმეს.
პენსია 2009 წელს თანამებრძოლების დახმარებით აღიდგინა.
დღევანდელი სიტუაცია შემდეგია:
აწუხებს საშინელი ტკივილები ამინდის ცვლილებისას.
გადატანილი აქვს გულის ინფარქტი
ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემა ნამდვილად სახეზეა, მაგრამ სრულყოფილად იმის თქმა, თუ რა დონეზე მძიმე სიტუაციაა, გამოკვლევამდე ძნელი სათქმელია.
სახეზე აქვს წითელი გამონაყარი, რომელსაც თვითონ ცხრა აპრილს მოწამვლის შედეგად მიიჩნევს.
სტატიის წაკითხვისას (რომელიც კვირის პალიტრაშ დაიბეჭდა), პიროვნების მთელი დადებითი სული ჩანს.
ერთერტ სტატიაში ჩანს, თუ როგორ სცემეს ნარკომანებმა, რომლებთანაც შელაპარაკება იმიომ მოუვიდა, რომ გამოყენებული შპრიცების დაყრას უშლიდა მათ ეზოში.
საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი ადამიანი, რომელიც ცოცხალ-მკვდარი გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან და ხელის და ფეხის ამპუტაციით "გადარჩა", დღეს ყველასგან მიტოვებული და იუსაფარია.
ერთერთი სკოლის სადარაჯოში აქვს მიცემული ბინა და არავინ იცის რა მოხდება ხვალ, თუ სკოლის ადმინისტრაცია შეიცვალა.
პირველი თემა გაიხსნა ამ პიროვნების მიმართ სოლიდარობის ნიშნად და იყო თხოვნა შეკრებიულიყო საინიციატივო ჯგუფი.
ჯგუფში გაწევრიანება ნებაყოფილობითი იყო და ნებისმიერი მსურველისთვის იყო კარები ღია.
ჯგუფის წევრები: omerta; ზარაზა; ToreXx, იუნონა, Grigali.
გვქონდა რამოდენიმე შეხვედრა. ბევრი გამოხმაურებები და მოთხოვნა, დაგვედო ანგარიშის ნომერი.
ანგარიშის ნომერი ადგილზეა და გაწვდით სამივე ვალუტაში (ლარის, დოლარის და ევროს).
დოლარზე და ლარზე რეკვიზიტებში მითითებულია შესაბამისი შუამავალი ბანკების დასახელებებიც, რაც უცხოეთიდან გადმორიცხვის მსურველებს გაუადვილებს საქმეს.
ანგარიშის ნომრები:
http://up.jeje.ge//download.php?id=0BCF8DE927აქ თემა, რომელშიც რეკვიზიტები მოცემულია ფურცელზე.
ის არ ითხოვს დახმარებას, მაგრამ ესაჭიროება This post has been edited by omerta on 22 Nov 2010, 20:18