კვირას 22–ში
/// BMW–ს ფესტივალი 2013 –ის ფარგლებში ჩატარდება
დრიფტის საქართველოს ჩემპიონატის მე3 ეტაპი და დრაგის რიგგარეშე შეჯიბრი...
დრიფტი დაიწყება ზუსტად 11:00 საათზე... ადგილზე უნდა იყოთ 10:00 საათისთვის...
ჯერ კვალიფიკაცია და მე2 რაუნდში უკვე დუელები...
ჩატარდება ქვედა S–ებზე...
ცვლილება რეგლამენტში:10:15–ზე დაიწყება ბრიფინგი და
სავალდებულოა ყველა მონაწილის დასწრება!
ჟიურის ახლოს ნებისმიერი მრბოლელის გულშამატკივარის მისვლისას მრბოლელი
მოიხსნება ამ და 2014 წლის საქ. ჩემპიონატებზე.
მსაჯთა კოლეგიასთან მისვლის უფლება აქვს მხოლოდ მრბოლელს!

დრაგი დაიწყება ზუსტად 14:30–ზე... ადგილზე უნდა იყოთ 13:00–თვის
ხრენომეტრაჟის სისტემის ყოფნა–არყოფნა ავტოდრომზეა დამოკიდებული...
იქნება 2 მაღალი კლასი – AWD Absolute (კვადროს აბსოლუტი) და MWD Absolute (მონოპრივოდის აბსოლუტი)
რაოდენობა შეზღუდულია ორივე კლასში 24–ზე...
ცვლილება რეგლამენტში:დაიდგმება დაფა სადაც იქნება გამომსვლელი მონაწილეების თანმიმდევრობა
დაძახებიდან გამოსვლაზე დრო მცირდება 1 წუთამდე და სტარტზე არ გამოცხადებისას
ჩვენ არ გაგიწევთ ანგარიშს და დასაჩუქრდებით დისკვალიფიკაციით! რადგან მთლიანი ფესტივალის ბედი იქნება წუთებზე დამოკიდებული!


დრაგზეც და დრიფტზეც
რეგისტრაცია იქნება სააკაძეზე, შაბათს! 3–დან 4 საათამდე.რეგისტრაციის ფასი შაბათს იქნება 50 ლარი და კვირას ადგილზე 70 ლარი
OFFTOPIC:ამ სარეგისტრაციო თანხის ნაწილს ჩვენც დავამატებთ და ღონისძიების მე2 ან მე3 დღეს ავალთ რომელიმე ბავშვთა სახლში საჩუქრების ასატანად და ცოტა გასახარებლად... ასე რომ ავტოსპორტის მიღმა ვინმეს თუ კეთილი საქმე მოგინდებათ – შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ერთად გავახაროთ მშობელ მოკლებული პატარები! |
დრიფტის და დრაგის 2-ვე კლასის გამარჯვებულები LUKOIL–ისგან დაჯილდოვდებიან
200, 100 და 50 ლიტრის ბენზინით (სუპერი)
რეგლამენტი ორივე შეჯიბრზე რჩება იგივე (გარდა ზემოთ-ნახსენები ცვლილებებისა) და შეგიძლიათ იხილოთ წინა თემებში ან წაიკითხოთ ადგილზე...
რაც გაინტერესებთ გვკითხეთ და გიპასუხებთ!პ.ს. ვიტეკს კოეფიციენტი არ აქვს!