me vs meსაკეისრო კვეთით გაჩენილი ბავშვების დედებთანაც გაქვთ ინტერვიუ ტუ არა?
მაინც მოგიყვებით-2 შვილი მყავს და ორივე საკეისროთი დაიბადა.
პირველი იმიტომ რომ ავიჩემე საკეისრო, პატარა ვიყავი, მულმა დამაშინა, საშინელი ისტორიებით ფეცმძიმობის დროს და ბლა..
და მეორე იმიტომ რომ პირველი იყო....
(თუმცა მეორეს გაჩენა მინდოდა ბუნებრივად.....დროც საკმაოდ დიდი იყო გასული...
მაგრამ მაინც საკეისრო გავიკეთე ბოლოს ექიმის რჩევით...)
მაგრამ მე მინდოდა მეთქვა ის, რომ მეორე შვილზე ფეხმძიმობისას უკვე იმ ასაკში ვიყავი ,
როდესაც კარგად აცნობიერებ ჯერ არ დაბადებული შვილის ყოლის მნიშვნელობას, სურვილს და სიყვარულსაც კი.
მე და ის მთელი ფეხმძიმობა ვსაუბრობდით...
ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ,რომელტანაც ვერთობოდი და ვუგებდი ყველაზე კარგად..
ვგრძნობდი რომ ტვითონაც იგივეს განიცდიდა, ამაში დარწმუნებული ვარ...
როდესაც მაგ. ვიჯექი ტრანსპორტში და ვინმე სასაცილო ან საინტერესო ადამიანს ვაკვირდებოდი,
გუნებაში ვუზიარებდი ჩემს შეხედულებებს....
ვუსვამდი კითხვებს...მესოდა პასუხებიც, რაღაც აუხსნელი ემოციის დონეზე...
აქვე არ შემიძლია არ მოვყვე ერთი ამბავი.
დაფეხმძიმებამდე , 2 ტვის განმავლობაში ვნახე 3 სიზმარი.
სამივე, სხვა და სხვა პატარა ბიჭის ისტორიაა.
3-ვე სიზმარში ვცდილობდი, წამეყვანა ისინი ჩემთან, რადგან ამას ითხოვდნენ...
კარგად მახსოვს ეს ბავშვები...
მაგრამ მეუღლე, რომელიც 3 -ივე სიზმარში გვერდით მყავდა არ დამეთნხმა პირველ 2 სიზმარში...
და არ დამეხმარა ბავშვების წამოყვანაში...( სიუჟეტის მიხედვით მისი დახმარების გარეშე არაფერი გამოდიოდა)
რაც ძალიან განვიცადე ორივე სიზმარში და მეწყინა საშინლად მისგან.
...აი მესამე სიზმარში კი როგორ იქნა მომეხმარა
...იმ ძველი მანქანის გაჩერებაში, რომელსაც არ ჰყავდა მძღოლი და არეკილი, ზიგ -ზაგებით პირადაპირ ჩვენზე მოდიოდა.
მანქანაში იყო ასე 2 წლის ბავშვი მარტო, ის ტიროდა გამწარებული და შეშინებული ფანჯარას ურტყავდა ხელებს, რომ გაჩერებულიყო მანქანა...
ის, მთელი ძალით ძლივს შევაჩერეთ ხელებით ....ჩემმა მეუღლემ ფანჯარა ჩატეხა (კარი არ იღებოდა) და ბავშვი გადმოვიყვანეთ.
მაგრად ჩავიხუტეთ და ეგრევე დაწყნარდა ....
მახსოვს გამეღვიძა ბედნიერს....
ამ სიზმრის მერე 2 კვირაში გავიგე რომ ფეხმძიმედ ვარ
და რაც მთვარია- ეს ბავშბი იყო ჩემი შვილი! მაგრამ უკვე დაბადებული და მართლაც 2 წლის ასაკში
ანუ ეგეთი იყო ზუსტად!

(ეხლა 14 წლისაა

)
ძალიან ვეცადე მოკლედ დამეწერა მაგრამ არ გამოვიდა....არა და კიდევ რამდენი არ ვთქვი
პ.ს.ხო, თავად მე დედის გულს ვხედავდი მუცლად ყოფნისას, და ეს ძალიან კარგად მახსოვს!თუმცა ამის თითქმის არავის სჯერა ...
მაგრამ არაუშავს, მე ხომ მახსოვს
This post has been edited by ARIEL on 6 May 2009, 04:33