ვეძებ მაგ მიზეზს და ვერ მიპოვია

ხშირად გავხსნი პროგრამას რაშიც მუსიკას ვწერ ავიღებ კლავიშს ვაერთებ კომპში იდეა მაქვს თავში რა უნდა დავწერო ანუ მესმის შიგნიდან მაგრამ 10 წუთის მერე ვანებებ თავს ვერ გადამაქვს მუსიკა რეალობაში.
წერა საერთოდ მაღიზიანებს
არადა ადრე წერას ვყავდი ატანილი
რამოდენიმე ფსიქოლოგს რომ წავაკითხე ჩემი ნაწერები მითხრეს რაღაცნაირი სამყარო გაქვსო რომელსაც ვერ გაუგეს
ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა შენგან ან ძალიან კარგი მწერალი გამოვაო ან კიდევ არ გაღიარებენ იმიტომ რომ ძაან შენია ეგ ყველაფერიო
არადა მე რომ ვკითხულობ ჩემს ძველ ნაწერებს ჩვეულებრივია რავი უცნაურს ვერ ვამჩნევ თუმცა როგორც მითხრა იმ ფსიქოლოგმა ეგ მთლიანად შენ გეკუთვნის რასაც წერო
ქსელი त्रिपिटक Лишь некоторые детали жизни можно независимо проверить,
и трудно определить, где заканчивается история и начинается миф
ვეებერთელა მინდორზე დგახარ.... პეპლების ფრთები გჭრიან თვალებს... ჭაღარა თმიანი კაცი გიახლოვდება ხელს გკიდებს საყელოში გარყევს და გეუბნება ... - სადაა ჩემი ცხოვრება სადაააა ...გეშინია ხმას ვერ იღებ გაშეშებული დგეხარ და კანკალებ . . . თვალებს ხუჭავ გეშინია... თითქოს საყელოზე ხელს გიშვებენ... ახელ თვალებს და შენს წინ პატარა ბავშვი დგას რომელიც შეშინებული ხმით გეუბნება . . . - სადაა დედაჩემი სააად ჰა სადაა... როდემდე უნდა ველოდოოო .... ველოსიპედის ბორბალი მიგორავს ფერდობზე მარტო დგახარ და შესცქერი თუ როგორ მიეფარება ფერდობის კიდეს... - ბაკუურ ბაკუუურ ჩამო შეჩემა ბოლო ზახოდიღა დარჩა ... მალე ქენი თორე შევუშვებ ახლა ... ირგვლივ არავინ არაა ... - შენხელა რომ ვიყავი შავი ტეტე მედო ქამარში .... გესმის ხმა და შენს წინ ანაფორაში გამოწყობილი მორჩილი დგას რომელსაც კბილები ისე აქვს ჩაქექვილი იტყვი პირში ვარძია აქვსო . . . ნახატს ხატავს ვიღაც.. პერიოდულად გამოგხედავს და ფუნჯს გიქნევს - ნახე ნახე ეხლა რა ნახატი გამოვაცხოოოოო ...... ყურებზე ხელს იჭერ გეშინია .... - მეთორმეტე მეთორმეტე ყვირის ვიღაცა ... რესპუბლიკურის ერთ ერთ ბნელ კუთხეში ლიფტი ჩამოდგა რომელის მომცრო ზომის ილუმინატორიდან მელოტი მოხუცი შემოგცქერის . . . космос космос я Радугa... შორიდან გესმის დამახინჯებული ხმა ... სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რუსი ჯარისკაცი ნიჩაბს გიქნევს . . . მეგობრებო მოგიწოდებთ არ დავიშალოთ .... მოყვითალო ფერის შუქები ელავენ ... ალექსანდროვის ბაღისაკენ გარბიხარ .... ყველაფერი გტკივა, თვალები გეწვის ... ერთერთ სკამთან ეცემი . . . სკამზე ბასრი საგნით ამოჩორკნილია სახელები ANKA + LEVANIKO . . . ერთერთი ღამის კლუბის შესასვლელთან დგახარ . . . night office .. ციმციმებს წარწერა ... წვერებიანი ტიპი გიახლოვდება და გიყვირის - აუ ეხლა დროზე თუ არ შევედი და ცეკვა არ დავიწყე აქ გამეხსნება ბოზიშვილი ვიყოოო .... ხელზე პატარა ბავშვი გექაჩება.... დამეხმარე რა ბიძია დამეხმარეე... დიდუბეში რამდენად გამიყვან ? ... ტაქსში ზიხარ ... მძღოლი გარდაცვლილი შვილის ამბავს გიყვება თან მაგნიტოფონი აქვს ჩართული ... ქალი გულის გამაწვრილებლად მღერის " არწახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვაა" ... გააჩერე ეუბნები და დაკუჭულ ფულს აძლევ ... ვიღაცეები სპილენძის ნაჭრებს მოათრევენ ... გეცნობა მუშტაიდში რომ დევები დგას იმას ეკრა ეს სპილენძი ეტყობა გაატყავეს.. . ფიქრობ შენთვის... თვალები გეწვის ... მანქანაში ხელებზე ბორკილ დადებულ ბიჭს სვამენ ... - ქამარში ტეტე ედო ამ ნაბოზვარს ამას... ამბობს ღიპ დადებული მილიციელი, რომელსაც იარაღის კაბურაში ცოლის მიერ დილით გამოტანებული მჭადი და ყველი უდევს... - აჰა ეს აბი დალიე და მერე დაგაზე კლუბში მაგარი გაგისწორდება . . . წვერებიანი ტიპი აბს ყლაპავს და იჯღანება ჭიქაში ჯარისკაცს ხედავს რომელიც ნიჩაბს იქნევს . . . აეროპორტში თვითმფრინავი ეშვება რომელმაც ლონდონიდან სულ ახლახანს DJ ჩამოიყვანა . . . რესპუბლიკური საავადმყოფოს მეთორმეტე სართულზე ახალგაზრდა ბიჭი სიცოცხლეს ებრძოლება . . . - გივი სლუშაი ბაკურა არ გინახია... 09 მარკის ავტომანქანიდან კითხულობს სასაცილო იერის ახალგაზრდა ... ტელევიზორიდან ჭაღარა თმიანი მოხუცი პენსიონერის სახე ჩანს რომელიც საყელოს ისწორებს და ჩახრენწილი ხმით ამბობს - სადაა ჩემი ცხოვრება სადაააა . . . შენს წინ მკვდარი პეპელა გდია ჩუსტით მიასრისე კედელზე . . . თვალები გეწვის . . . წავალ დავიძინებ ამბობ და სინათლეს აქრობ . . . სიზმარს ხედავ... ვეებერთელა მინდორზე დგახარ . . .
ასეთია საქართველო ჩემი თვალით დანახული და დავიჯერო ეს ასე სულ მარტო მე ვხედავ ?
* * *
META # უჯრედი ტვინის უჯრედში გეღვიძება. . . ძალიან ცივა .. უფრო სწორედ შენ გცივა..
იმ უჯრედს ეძებ რომელიც ტვინს აიძულებს გადააფიქრებინოს სიცივის შეგრძნება...
დიდხანს ეძებ . . . ბოლოს როგორც იქნა დაათბე ორგანიზმი.... ახლა რა ვაკეთო ?? ხო ისა მართლა რომელიღაცა უჯრედი მინდოდა მეპოვა და რომელი ზუსტად აღარ მახსოვს დამავიწყდა .... მოიცა მოიცაა იქნებ იმ უჯრედს მივაგნო რომელიც გამახსენებს თუ რა უჯრედს ვეძებ .... აუუუ რა რთული კონსტრუქცია ჰქონია ტვინს!!! ... მოდი აბა ძველ უჯრედებში შევიხედები რა ხდება....
ჰეეჰ რა უჯრედი გავაძრეეეე სკოლაში რომ ვსწავლობდი და შატალოზე რომ წავედით იმ დღის უჯრედია ... აი ჩემი კლასის ფოტო ვაა რა მაგარიაა ... მოიცა აბა იქით რა ხდება იმ უჯრედებში. . . უიი რა გახუნებული უჯრედებია და რაღაც ცარიელია არაფერი არ არის შიგნით ვააა ნეტა რა იყო ადრე ? ... ალბათ მეტადონმა შთანთქა ეგ უჯრედი.
ეს რააა?? რა უჯრედი მოძრაობს ვერ შევდივარ აქეთ იქით დადის ... ეტყობა მომავლის უჯრედია ... უნდა შევაღწიო როგორმე და მომავალს დავინახავ.... მოდი იქნებ ის უჯრედი ვიპოვო რომელიც მომატყუებინებს ამ მოძრავ უჯრედს ... თუმცა ეგეთი უჯრედი ალბათ არ ექნება ადამიანს... არა მაინც დავიჭერ იმ უჯრედს და შევაღწევ შიგნით ... აი მეგონი უკვე მაგ უჯრედში ვარ ... რა ხდება ??? ვერ გავიგე რააა აქ რაააააააააა?
მილიონობით სპირალი ბრუნავს აქეთ იქით თავბრუ გეხვევა .... რაღაც უცნობი ხმები ენაცვლებიან ერთმანეთს ......
ანესთეზია უნდა .... ანესთეზია უნდა ... ანეს ...ანეს .... ანეს.... უნდა ....უნდა ...უნდდდდდდდდდდაააააააააააააა ...... ################################################################
ენცეფალოგრამას გიკეთებენ... ექიმი გაღიმებული სახით გეუბნებათ - საოცარია მაგრამ თქვენ აღარცერთი მეტასტაზი აღარ გაქვთ ტვინის ქერქი მთლიანად აღდგენილია! სასწაულია პირდაპირ ასეთი რამ არასოდეს მინახავს. თუ უფლებას მომცემთ ფოტოებს გადაგიღებთ ასეთი ნიმუში ჯერ არ ახსოვს მსოფლიო სამედიცინო ლაბორატორიებს.
საავადმყოფოდან გაღიმებული გამოდიხარ. კიბეებთან ჩერდები და პატარა აბრას უყურებ "სიგარეტს კიბის უჯრედზე ნუ მოსწევთ" გეცინება უჯრედებზე..... შენ სიკვდილი მოატყუე სულ ახლახანს.... თუმცა ეგ უჯრედი მაინც განაგრძობს სიცოცხლეს შენში , ჩვენში და ყველაში...... გრძნოობ როგორ ირხევიან უჯრედები ??? ............. ერთერთ უჯრედში ახლა ეს ისტორია ინახება....................... ##################################
This post has been edited by electri_chka on 21 Mar 2011, 16:09