მედერატორებს ვთხოვ თუ შეგიძლიათ ეს თემა რაც შეიძლება ზემოთ დააყენეთ. იქნებ აამით მაინც გადავარჩინოდ მეტი ქართველი!!!
გთხოვთ ყურადღებით წაიკით ეს თემა და უყურეთ კრაშტესტის ვიდეოს რომლის ლინკიც ბოლოში იქნება, და დამეხმარეთ რაც შეიძლება ბევრს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ისედაც ცოტა დავრჩით ქართველები!!!
ეს თემა წამოვიწყე აქ იმიტომ რომ, უკვე რამდენი ხანია ვაანალიზებ ავარიებს რაც საქართველოში ხდება და რეზულტატები უბრალოდ მაშოკირებელია. 90% ავარიების რომელშიც ხალხი დაიღუპა არ დამთავრდებოდა ფატალურად, იმ ხალხს უსაფრთხოების ღვედები რომ ეხმარად. 90% იმიტომ რომ დანარჩენ ავარიებში, უბრალოდ გადარჩენის შანსი არ იყო.
80-იანი წლების დასაწყისიდან მანქანის ძარის სტრუქტურა გათვლილია ისე რომ, წინა ნაწილმა მაქსიმალურად აიღოს თავის თავზე დარტყმის ძალა, დაიჭეჭყოს დაპროგრამებული კუთხით, დაიცვას სალონის სტრუკტურა, და დატოვოს მაქსიმალურად სასიცოცხლოდ შესაძლებელი ადგილი სალონში მყოფთათვის.
მანქანის შექმნის დროს ინჟინრები დებენ მომავალ მანქანაში უსაფრთხოების პასიურ და აქტიურ ელემენტებს. პასიური ელემენტებში შედის!!! - წინა ნაწილის დაპროგრამებული დაჭეჭყვის ელემენტები("ლანჟერონი, ჩაშკა, კაპოტი, ტელესკოპური საჭის მექანიზმი, კარებებში დამონტაჟებული რკინის გამალიერებლები, .....) და რა თქმა უნდა ღვედები და სავარძლები სალონში. აქტიურ დაცვის ელემენტებში შედის!!! -აირბეგები და ღვედების ავტომატური დამჭიმები!!!
დარტყმის დროს, წინა ნაწილი იღებს მთელ დარტყმის ძალას თავის თავზე იღუნება და იჭეჭყება მაქსიმალურად, და იცავს სალონის სტრუქტურას დარღვევისაგან რომ დარჩეს საარსებო მინიმუმი ადგილი იქ მჯდომებისთვის. ამავ დროულად იკეცება საჭის ტელესკოპური მექანიზმი როგოც სახლის რადიოს ანტენა, და ამით არ უშვებს საჭეს ადამიანის მკერდისკენ.
მაგრამ ამას არაფერს არ აქვს აზრი, თუ ადამიანი დაბმული არ არის!!! იმიტომ რომ ადამიანი თვითონ ეჯახება საჭეს მკერდით ძალიან დიდი აჩქარებით და წონით, ამ შემთხვევაში წონა სიჩქარის პროპორციულად იზრდება. ინჟინერული ანალიზით და მანეკენებზე ცდებით დამტკიცდა რომ, საშუალო წონის ადამიანი (75კილო), 60 კმ/ს მოძრაობით დარტყმის დროს ქაჩავს უსაფრთხოების ღვედის სამაგრს - 2 ტონის ძალით, და თუ ღვედი არ უკეთია ბუნებრივია რომ ადამიანი ეჯახება საჭეს, ტორპედოს, საქარე მინას..... 2 ტონის წონა/ძალით. ანუ იგივეა რომ მწოლიარე ადამიანს მკერდზე ვიგაცამ 2 ტონიანი რკინის ფილა დაადოს, ან მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მკერდით ასვალტზე დავარდეს. გადარჩენის შანსი არის ნოლი. არ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი ხდება 60 კმ/ს.
აქტიური დაცვის საშუალებები-აირბაგი, და ღვედის დამჭიმები არის შექმნილი როგორც დამატება ზემოთ ხსენებულის და არა შემცვლელი. ეს ყველაფერი იწყებს მუშაობას იმის შემდეგ რაც პასიური ელემენტები თავის საქმეს უკვე გააკეთებენ, და შექმნილიოა იმიტომ რომ ადამიანის პირდაპირი კონტაქტი საჭესთან მინიმუმამდე დაიყვანოს, და რბილი ფენა შექმნას საჭის და ადამიანის შორის.
მაგრამ!!!-ღვედის დაბვმის შემთხვევაში ადამიანი ეჯახება ბალიშს დაჩუტვის პროცესში და ამით მიიხწევა ბრეზენტისგან გაკეთებული ბალიშის სირბილე. თუ ღვედი არ უკეთია, მაშინ ადამიანი ეჯახება ბალიშს გაშლის პროცესში, რომელიც იშლება ძალიან დიდი სისწრაფით და ძალით შიგნით დამონტაჟებული ასაფეთქებლის მეშვეობით, და გაშლის პროცესში არანაირი სირბილე არ აქვს და არის ქვასავით მაგარი, ამიტომაც შეიძლება ადამიანს კისერიც კი მოტეხოს.
ამიტომაც აირბეგიან მანქანებზე ღვედის გამოყენება უფრო საჭიროა ორმაგათ.
საქართველოში უმეტესად ჩვენი ამპარტავნობის გამო, ჩვენ უარს ვიძახით ღვედის ხმარებაზე იმიტომ რომ ეს მიღებული არ არის, და არ ითვლება დონეთ :-)! ზოგს მოყავს სულელური არგუმენტი ვითომ იგი ნელა და ფრთხილად მოძრაობს და მას ავარია არ მოუვა.
პირველებს მინდა უთხრა რომ სირცხვილი არ არის თქვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, და დონეს რაც შეეხება ღვედებს მარტო განუვითარებელ ქვეყნებში არ ხმარობენ, და თუ ჩვენ არ გვინდა პაპუასებს დავემგვანოთ და ვიყოთ ევროპელები, მაშინ თქვენ ჩემზე კარგათ იცით რაც უნდა გავაკეთოდ.
რაც შეეხება მეორე ადამიანების ტიპს რომელიც დარწმუნებულია რომ მათ ავარია არასდროს მოუვათ- ბატონებო, და ქალბატონებო, დარწმუნებული ვარ რომ, ვერცერთი ავარიაში უკვე დაღუპული ადამიანი, ვერც დაუშვებდა იმ აზრს რომ ის როდესმე მოყვებოდა ისეთ ავარიაში სადაც დაიღუპებოდა. ამისგან არავინ არ არის დაზღვეული! თქვენ თუ კარგი მძღოლი ხართ და ნელა მოძრაობთ, ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვაც თქვენაირი გაწონაწორებულია. ადამიანმა რომ იცოდეს რომ იმას ავარია მოუვა , იმ დგეს სახში დარჩება და ტელევიზორს უყურებს.
ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება, და ერთადერთი რაც ჩვენ წინასწარ შეგვიძლია მართლა გავაკეთოდ, ეს არის ღვედების შეკრა, და ყურადღებით მოძრაობა.
გთხოვთ უყურეთ ამ უნიკალურ კრაშტესტს ბევრჯერ და გაანალიზეთ, გაანალიზეთ, გაანალიზეთ,..............!!!!
კრაშტესტის ვიდეო!!!
http://www.youtube.com/watch?v=ztH75GlhaGgP.S. მართალი გითხრათ მე ძალიან გამიჭირდა თავიდან მიჩვევა უსაფრთხოების ღვედზე. მაგრამ სულ რაგაც 2 კვირის შემდეგ მე აღარ შემეძლო ღვედის გარეშე მოძრაობა იმდენათ შევეჩვიე.
გაძელით სულ რაღაც 2 კვირა და დამიჟერეთ რომ მერე თქვეს ღვედის გარეშე ვერც იმოძრავებთ.