#24625346 · 24 Mar 2011, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 15 მაისს ქალაქ შტუტგარტში გაიმართება პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია გერმანიის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს რვა მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (ხუთი მოედანზე, სამი სათადარიგო). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ. 10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი. შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს დაახლოებით 95 ევროს. ეს თანხა განკუთვნილია საორგანიზაციო ხარჯების დასაფარავად (დარბაზისა და მსაჯების გადასახადი, თასის შეძენა) და დამოკიდებულია მონაწილე გუნდების რაოდენობაზე. ტურნირის ორგანიზებისათვის საჭირო დანარჩენ თანხას გერმანიის ქართული სათვისტომო გაიღებს. გულშემატკივართა დასწრება უფასოა. დასაწყისი 14:00 საათზე. ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შევსებული ანკეტა (დევს www.satvistomo.net) 2011 წლის 15 აპრილამდე შემდეგ მისამართზე iverieli@satvistomo.de.
--------------------
Today is the first day of the rest of your life. Enjoy it!
|