მეგობრებო,
ინტერნეტით კონტაქტი მაქვს არგენტინელ მღვდელთან, რომელიც ჩვენს საპატრიარქოს უკურთხებია არგენტინაში "მისიის" დასაწყებად. ოღონდ მასთან კონტაქტი ამ კურთხევით შემოიფარგლა. ჩავიდა ეხლა ეს კაცი იქ და უნდა, რომ დარეგისტრირდეს, როგორც საქართველოს საპატრიარქოს მისია, მარა არც ოფიციალური წერილი გაატანეს, არც არანაირი შეღავათი არ მისცეს. პლიუს, ცხრაასი დოლარია საჭიროო და ამაზე საპატრიარქოს უთქვამს, ვერ გამოგიგზავნითო

. მოკლედ ზის ეს კაცი და ხმის გამცემი არა ჰყავს და შემომჩივლა, იქნებ ვინმეს ხმა მიაწვდინოო.
თვითონაც ცოტა ტყემალზე ზის საწყალი და იქიდანაც არავინ ეხმარება. საპატრიარქოში თუ იცნობთ ვისმეს, იქნებ გაუკეთონ ოფიციალური საბუთები რომ დარეგისტრირდეს. ან რამე პენსია მაინც დაუნიშნონ. ერთი კაცი არა ჰყავს მრევლად. ან რას აკურთხებდნენ, ან იქ დაეტოვებინათ სადმე დღნორისაში, სად უშვებდნენ. საგონებელშია კაცი ჩავარდნილი.
ფეისბუქშია ქვია Ortodoxia Argentina.
კარგი იქნებოდა, თუ საპატრიარქო მიმართავს ჩვენს საგარეოს და გაუკეთებენ ოფიციალურ წერილს, რითაც შეუძლია მივიდეს იქ სამინისტროებში. და გადაურიცხონ ის ფული, რა იქნება. ზამორსკი მისიის გახსნა ისურვეს და 1000 დოლარის დადება არ უნდათ? ასეთი უპასუხისმგებლობა აღმაშფოთებელია. ეს კაცი კიდე ცოდოა, მარტო მიგდებული.