"ფრანკენშტაინის" შექმნამდე მერი შელის ყველა იცნობდა, როგორც პოეტის პერსი შელის ცოლს, თუმცა მან შეძლო საზოგადოება საკუთარი მწერლური ნიჭით გაეოცებინა.
მერი უოლსტონკრაფტ გოდვინი დაიბადა 1797 წლის 30აგვისტოს ლონდონში.
ფრანკენშტაინი მაშინ შეიქმნა როცა ის და პერსი ბაირონთან ერთად ჟენევაში ტბის პირას ისვენებდნენ.
სხვადასხვა თემის გარდა, ღამეული საუბრების ერთ ერთი თემა 18საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსისა და პოეტის ერაზმ დარვინის ექსპერიმენტებიც იყო. როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, ფილოსოფოსი მკვდარი სხეულის ან დანაწევრებული ნაწილების გაცოცხლებით იყო დაკავებული.
ბაირონის ვილაში ბუხრის წინ მოკალათებული კომპანია ასევე ერთობოდა გერმანული მოთხრობების კითხვით, მოჩვენებებზე. სწორედ ამან უბიძგა ბაირონს შეეთავაზებინა ყველასთვის იდეა, თოთოეულ მათგანს დაეწერა "ზებუნებრივი" მოთხრობა.
ასე შეიქმნა ნაწარმოები, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
This post has been edited by alexandra91 on 26 Dec 2012, 23:26