ხალხო, ეს რამოდენიმე დღეა ქართულ ვიკიპედიაზე დავამატე რამოდენიმე რელიგიური სტატია და თან შევეფეთე მარაზმებს...
ქართველებმა როდის უნდა ვისწავლოთ განსხვავება ენციკლიპედიასა და მართლმადიდებლურ საიტს შორის???
აი ავიღოთ ეფესოს კრება -
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%...%83%91%E1%83%90ნახეთ ფრაზები:
1. "ნესტორის (428-431)
ცრუსწავლების განსასჯელად"
2. "დაგმეს ნესტორის მწვალებლობა"
აი ეს კი სრული სიყალბე: "კრებას ესწრებოდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა."
არადა ქვევით დავუწერე, რომ - წმინდა კირილე არ დაელოდა ნესტორის მხარდამჭერთა დელეგაციას და უნდოდა უმცირესობაში მყოფი სწრაფად დაეგმო... აი ამის დაწერის გარეშე როგორ შეიძლება იმის დაწერა რომ ნესტორი კრებაზე არ გამოცხადდა????
აი აქ:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%91%E1%83%90თავიდან ეწერა: "ქრისტიანული სექტანტობა" და მე ჩავასწორე...
ან ეს:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%91%E1%83%901. "ერეტიკოს არიუსთან დავისათვის."
2. "აგნოსტიკმა არიუსმა" - მნიშვნელობაც არ იციან ამ სიტყვის...
აი ესეც:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...%83%91%E1%83%981. "ბიზანტიაში ჩასახული მონოფიზიტობა" - პირდაპირ ამბობს, რომ მონოფიზიტობა ქრისტესგან კი არა ბიზანტიაში იღებს სათავეს და არის ცრუსწავლება...
აი ესეც:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%...83%A5%E1%83%98)1. "
გაკერპებული მწვალებელი" - რა უბედურებაა ესეთი ნაწერი ენციკლოპედიაში???
2. "ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. " - აი ეს არის ბავშვური სიძულვილის გამოვლინება! ერეტიკოსად აქეთ ნათლავდნენ და სძულდათ ნესტორი და ნესტორი რა ცილისწამებას ავრცელებდა ერთი?
3. "ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა." - რომელი დევნა? ყველა ეპისკოპოსს იგივე ძალაუფლება ჰქონდა... აი ეს ასახავს იმას, რომ წმ. კირილეზე იგივეს არ წერენ როცა მას უფრო ეკუთვნის ეს ფრაზა ნესტორის წინააღმდეგ... ნესტორი გადაასახლეს ხალხო, სახელმწიფო დონეზე იდევნებოდა...
არაფერს ვამბობ კიდევ უბრალო ტყუილებზე რაც მანდ წერია...
აი რა ქვია ეხლა ამგვარ დამოკიდებულებას??? მერე იძახიან, რომ პატრიარქს პატივი ეცითო...
აი ნახეთ ჩემი შექმნილი სტატია -
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%...%83%9A%E1%83%98 თუ ნახავთ სადმე - "ეს მართალი იყო, ის ცდებოდა"-ს რა...
This post has been edited by OtherguyL on 27 Mar 2011, 08:04
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.