#24679927 · 28 Mar 2011, 09:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იტალიელი ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში არის ელდარის ველი 300 მმ ნალექი მთელს წელიწადში - პრაქტიკულად ნამდვილი უდაბნოა.
ყველაზე წვიმიანი ადგილი კი მტირალას რაიონი, ქობულეთთან ახლოსაა, რომელზეც, როგორც აღვნიშნე 2.500-დან 4.500-მდე მმ ადის. თუმცაღა დასავლეთ საქართველო, აჭარის გამოკებით, ასეთი ნალექიანობით არ გამოირჩევა და ნალექი 1.600-1.700-მდე ადის. აღმოსავლეთ საქართველოში კი 1.500-მდე.
თუმცაღა ესეც დამოკიდებულია არა მუდმივობაზე, არამედ სხვადასხვა ციკლონების წარმოქმნასა და შემოჭრაზე, რამაც 1950 წელს ბათუმში ტემპერატურა -9 გრადუსამდე დასცა.
ზოგადად საქართველო სუბტროპიკულ სარტყელშია მოქცეული, თუმცაღა ჩრდილოეთი ნაწილი, ანუ წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ მხარე ზომიერ სარტყელშია მოქცეული, სადაც ნალექის რაოდენობა სუბტროპიკულზე ბევრად მაღალია, ზამთარი - ცივი, ზაცხული - გრილი.
|