zvikileaks
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 6
წევრი No.: 129418
რეგისტრ.: 30-March 11
|
#24733552 · 31 Mar 2011, 19:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენ რომ, მაპატიო... 21.03.2011 ღია ფანჯრებიდან, ვხედავ გაზაფხული... ისევ მელოდება, მარტი კაპრიზებით.... ახლა ფიქრებში ვარ, ისე ჩახლართული... თითქოს, შენ სიყვარულს, სულ არ ვაპირებდე... ისე ჩაიხუთა ირგვლივ, ყველაფერი... ვდარდობ, მერამდენე წელი გაილია... მე მარტს ვერ გავუგე, მაინც ვერაფერი... ეს თვეც, უშენობით, უხმოდ დაილია... მესმის წვიმაა და დღეა მგლოვიარე... მე სხვა,არ მაწუხებს, მაინც არაფერი... თურმე, მერამდენე მარტი მოვიარე... წლებს კი, ვერაფერი, ვეღარ დავაკელი... წვიმა მეფერება, მარტის გაგიჟებით... დილას ჩაეძინა, მე რომ ვაღვიძებდი... ახლა მოხვიდოდე, სადღა გაგიშვებდი... მარტს და გაზაფხულსაც ერთად გაგიძლებდით... ფიქრებს შევატოვე ცა და დედამიწა... გულს კი, შენს დაკარგვას, დღემდე ვერ ვპატიობ... ვიცი, მერამდენე მარტი გადამიცდა.... და ღმერთს ვევედრები, შენ რომ მაპატიო... * * * იცი, ახლა რა მინდა? 10.11.2010
იცი, ახლა რა მინდა? თოვლი მინდა მათოვდეს… რომ, ხელახლა გაგიცნო ,და… შენი კოცნა მათბობდეს…
თოვდეს მინდა ფერები… ახლა, იცი რა მინდა? უცებ, დაგივიწყო და კვლავ, გაგიცნო თავიდან…
მინდა, წლებს შემატოვო კიდევ, იცი, რა მინდა? დღე, წარსულში დავტოვო… და ვიცხოვრო, ხვალიდან…
მინდა, გულს მინათებდეს მზე და… მერე გაწვიმდეს… ისე შეგიყვარო რომ… ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს…
ახლა, იცი, რა მინდა? სულ პატარა ცა მინდა… თოვლშიც, ქარშიც, წვიმაშიც… მომეფეროს ამინდმა…
ვიცი, ახლა ვოცნებობ… მზე კი, სადღაც ჩავიდა… მინდა, სულ მადარდებდე… და სხვაგვარად, არ მინდა...
იცი, ახლა რა მინდა? მე, პატარა ცა მინდა… მთელი ღამე მკოცნიდე და… დღეს, მჩუქნიდე თავიდან…
დღეს... 17.03.2011 დღეს, ყველა გზები შენთან მოდიან... გზაში, დაღლილი ფიქრები დამრჩა... ხედავ? ძვირფასო, ხეებს შორიდან... ისევ ჩაუცვამთ, ხავერდის ფარჩა... დღეს, მერამდენე გაზაფხულია... რაც გული, ისევ უშენოდ ფეთქავს... ხედავ? მდუმარე... დგას მაგნოლია... და თითქოს, დღემდე არავის ეთქვას... რომ, არის წამი, დროგადასული... და მონატრება, ასე ძლიერი... ხედავ? ქუჩაში მიდის წარსული... და უკან რჩება, კვალი მშიერი... დღეს, მოგონებით აივსო ზეცა... ნაცნობი ქუჩა, შენი ფერებით... გახსოვს? მე, მაშინ, ეგ გული მეცვა... ეგ გული, დამაქვს ახლაც ხელებით... დღეს ახლა, ისევ იმ დღეებს ვნატრობ... როს გადაკვრია აწმყოს ბინდივით... ხედავ? ქუჩაში დამტოვე, მარტო... მე კი, გარდასულ დღეებს მივტირი... ერთხელ მაკოცნინე... 16.03.2011 ვნატრობ, გადავიქცე წვიმად... ღრუბლებს, ავედევნო გზაში... მინდა მოგეპარო, ფრთხილად... და., სულ დაგასველო, წამში... მინდა, დამათენო დილა... და მზე, უსაშველოდ მწვავდეს... ღრუბელს, გამოვექცე წვიმად... და შენს ბაგეებთან დავდნე... მე მზე, გამიღვიძებს დილას... ტუჩებს დაგიკოცნი, ნამით... მოვალ, მონატრებულ წვიმად... და თმებს დაგისველებ, წამით... გნატრობ, მენატრები, ახლა... დილას შევაგებე წვიმა... ვიცი... შენ, უდროოდ წახვალ... მე კი... შემატოვებ დილას... მღერის, მონატრება სულში... ჩემს გულს, უშენობით, ცივა... მე მზე.... მივატოვე გუშინ... ტანზე შემოვისხი წვიმა... ვიცი, დაგაბრუნებს ბოლოს... გული, არ დაიშლის წადილს... ერთხელ მაკოცნინე მხოლოდ... მერე მიმატოვე, წადი... ვერ მოვედი გაზაფხულად... 10.03.2011 ხომ არ ბრაზობ? ვერ მოვედი გაზაფხულად... ვერ მოვყევი: წვიმას, წვეთად... თოვლს, ფანტელად... დროში ჩავრჩი... მონატრების ნაკადულად... სიყვარული რომ დაარქვი, შენ სახელად... ვერ მოვყევი, დილის ნამად, ვარდს და იას... მიწის სუნთქვას, ვერ ვუსმინე მოთმინებით... თითქოს მსჯიან, ვიცი, უკვე, არის გვიან... უშენობა მადევს... გულზე ბორკილებად... ქარს ავყევი... მოვიარე მთა და ბარი... გამიტაცა ოცნებებმა, ჩქარმა ქროლვამ... ვერ ვიპოვე, შენისთანა მეგობარი... და ვინ იცის... ჩემთან ისევ, როდის მოხვალ... ვხვდები, მორჩა... სიყვარულის ისტორია... ვიცი, ბრაზობ... და მე, აღარ მეკარები... შენ იქნები, მუდამ ჩემი ვიქტორია... მიყვარხარ და მარად, ასე მეყვარები... ხომ არ ბრაზობ? ვერ მოვედი გაზაფხულად... მაინც, გავები და... 9.03.2011 პირი დაუღია, ისევ მარტოობას... ფიქრი მანადგურებს, დღეა, საშინელი... ვერ ვხსნი, მერამდენედ... მარტივ განტოლებას... ისევ მენტარება, ის დრო, მაშინდელი... ცეცხლი მოსდებია, ფიქრებს ნაავადარს... გულში ხანძარია, და ცაც, ალისფერი... ირგვლივ ყველაფერი, ისე დაავადდა... ვერ ვგრძნობ, დილა თუ... მზეა ნაცრისფერი... ისევ გელოდება, გული, წარსულიდან... ძველი მოგონება, სევდამორეული... ვიცი, ყველაფერი... უკვე წარსულია... უკვე ნანახი და ასე შორეული... ვიცი, მეფერები... უცხო თვალებიდან... ჩემი სიყვარული, გზაში მიატოვე... ვხვდები, მერამდენედ... მაინც, გავები და... ისევ მელოდება... მაინც, სიმარტოვე... გინატრო... 7.03.2011 მახსოვს, დილა... შევატოვეთ ალიონს... და დღე, ასე, სიყვარულში გავლიეთ... მე ხომ, შენთან ერთად ყოფნა ვინატრე... ყოველ ღამე, წუთებს ვითვლი დილამდე... მინდა დილას, გაღვიძება მიყვარდეს... ახალი დღე, წარსულს, ისე ჩრდილავდეს... გულში შენმა ფეთქვამ, უფრო იმატოს... მე კი, ისევ... ძველებურად გინატრო... დღე და ღამე, მზე მჩუქნიდეს სინათლეს... ამაზე მეტს, აბა. რაღას ვინატრებ... თავს არასდროს, არაფერში ვიმართლებ... ხან, არადა... ხან, უზომოდ მიმართლებს... მინდა ისევ, გეალერსო დილამდე... ისევ ისე... ძველებურად მიყვარდე... ყველაფერში ვეძებ, მხოლოდ სიმართლეს... წინ მივდივარ, დრო კი, უკან მიმათრევს... ახლაც, დილა... შევატოვე ალიონს... და უზომოდ მენატრები, ძალიან... მაოცებ... 4.03.2011
გთხოვე და... მაკოცე... იცი, რომ მაოცებ... ღმერთისგან დალოცვილს, ცრემლებიც გიხდება... მე, ჩემი ოცნებით... გაგიქრობ ნაოჭებს... და მერე, სიცოცხლეც... სულერთი იქნება... გთხოვე და... მაჩუქე... და ახლაც მაწუხებს... ეგ კოცნა, ტუჩებზე მადნება წარსულად... მე შენთვის ვილოცებ, დავითვლი ამ წუთებს... წუთები, რომელიც, უშენოდ წასულა... მე დილა მაოცებს... მზე, ისევ მაკოცებს... უშენოდ, სიყვარულს დავეძებ ამაოდ... შეშლილი წარსული, დრო და დრო, მაოსებს... -შეჩერდი, მომძახის ცხოვრება... -კმარაო... მინდოდა, გაკოცე... გთხოვე და... მაკოცე... ეგ კოცნა, სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება... დრო გადის, არადა... სულ უფრო მაოცებ... სულ, შენზე ვფიქრობ და სულ, შენთან მინდება... გიღალატე... 10.02.2011
გაიღვიძა, დარდმა გულში... ამერია ფეხი, ნასვამს... თურმე, გიღალატე გუშინ... მე კი, არაფერი მახსოვს... დავდევ, ბნელ ოთახში დარდებს... გინდა, დამიშანთო გული... ახლაც მიყვარხარო, დამდევ... მე კი, მოგონებებს ვუვლი... სადღაც... მელოდება, წამი... ისევ დამიბერა, ქარმა წლებმა, ამიხილა თვალი... მე კი, გიღალატე მთვრალმა... ხელი შემოვხვიე, ღამეს... კოცნით, ამოვუშრე ცრემლი... მთვრალი ავედევნე, წამებს... ახლა, უშენობას ვწყევლი... ახლა, მეფერება დილა... და ცა, მოღალატე, მრუში... მახსოვს, წვიმა თოვდა წვრილად... და მე, გიღალატე გუშინ... ღმერთო, რა ლამაზია... 14.01.2011
მთელი ღამე უძილო, მზე... დამნათის მაღლიდან... დილა შემოპარვია, ცას... ფიქრებით გადაღლილს... მთვარე ჩამოვარდნილა, ზეციური აკვნიდან... და დილამდე ეძინა, თურმე, საბან გადახდილს...
ვიღაც მეჩურჩულება, მზე... მიღიმის ფანჯრიდან... და საბანში გახვეულს, ტანზე... დილა მაცვია... ისე დამათენდა, რომ... ვერ გითხარი, რა მჭირდა... დილამ, შენი ოცნება... ისევ შემომაჩვია...
ვიცი მომენატრება, მზე... მთვარე და ეს დილა... შენი შავი თმები და სიფრიფანა ტუჩები... სიყვარული, რომელიც გულში გამოკეტილა... და სიცოცხლე, უშენოდ... დარდით განაყუჩები...
ღმერთო, რა ლამაზია, დილა... შენზე ფიქრები... თითქოს, ტანზე მასხია... მზე... შიშველი, უძირო... მე სიყვარულს გაჩუქებ... მხოლოდ შენი ვიქნები... რომ შენს მზერას, შენს თვალებს... სამუდამოდ ვუმზირო... შენთვის უცნობი... 5.01.2011 და მე, შორიდან მოსული ქარი... მკოცნის და ისევ, მეალერსება... ვით უცხო მზერა, საყვარელ ქალის... მე, ყოვე ღამე მოვალ, ლექსებად...
და ღამე, შენით ნაავადარი... გეძახი ისევ, შენი ხმა მესმის... ჩვენ რომ გვინდოდა, ისე, სად არის? ახლაც, უშენოდ დავწერე ლექსი...
რომ გნახო, ათას ტყუილს ვიგონებ... არადა, გული გელის უჭკნობი... მე შენ მოგიძღვნი, უკვდავ სტრიქონებს... დავრჩები ისევ, შენთვის უცნობი...
და ღამე, ისევ უშენოდ მიტევს... მინდოდა, შენთვის ღამე მეთია... მე ლექსებს დავწერ, გეტყვი იმ სიტყვებს... რომელიც, გულში არ დამეტია... მენატრები ძალიან... 28.12.2010 მატარებლის კუპეში... ღამე იყო, მდუმარე... მთვარის მკრთალი შუქები... შენს ბაგეზე ცვიოდა... ღამე, გარეთ წიოდა... მობუზული ჩიტივით... შენს ფეხებთან ვიჯექი, და საშინლად მციოდა... რული თვალზე მეკიდა... ღამე იყო, დუმილის... შენ, საყვარლად გეძინა... მახსოვს, თითებს გითბობდი... არც არაფერს ვითხოვდი... შენს ფეხებთან, ვიჯექი... მხოლოდ დაგცქეროდი და თავს, დუმილით ვირთობდი... მთვარეს კოცნა ვუმალე... მთელი ღამე, ვიყუჩე... მისი მკრთალი შუქი კი... შენს ბაგეზე ცვიოდა... შენი კოცნა მშიოდა... მატარებელს მოსდევდა შემოდგომის ნიავი... და ქარივით კიოდა... მატარებლის კუპეში... დამათენდა, დუმილი... დილა გამოვაღვიძე, შევეგებე ალიონს... ვიცი, ჩემი ბრალია... დრო რომ, მალე გავლიე... ახლაც, იმ ღამესავით... მენატრება ძალიან... ერთი ნატვრა... 20.12.2010 ერთი ნატვრა, ავიჩემე გუშინ... მთელი ღამე, გამეტებით წვიმდა... დილაა და მზეს ამოსვლას ვუშლი... შენს მკლავებში, გავიღვიძო მინდა... ეგ ტუჩები, მიგიჟებდეს დილას... მინდა ცაზე, ვარსკვლავები ენთოს... ისევ, ტუჩებს დავეკონო ფრთხილად... და შენს სახელს, ვლოცულობდე, ღმერთო... ოცნებები, გავატანო ნიავს... მთელი დილა, შენს მკლავებში გავთბე... მერე, უცებ გავიღვიძო, გვიან... მთელი ღამე, შენი ცქერით დავტკბე... აგერ დილაც, მეგებება მრუში... თვალებს ნაბავს, მზე და, მაინც მცივა.. გულში, ისევ აყვავილდა ნუში... და მაღლიდან მეფერება წვიმა... ხედავ? სევდაც, ავამღერე გულში... ვიცი, მოვა... სიყვარული წმინდა... ერთი ნატვრა, ავიჩემე გუშინ... შენს მკლავებში, გაღვიძება მინდა... თოვლისფერი დილა... 17.12.2010 ვიცი, ისევ მოვა თოვლი... მიყუჩდება გულში დარდი... მერე, ისევ გიპოვი და გეტყვი, როგორ შემიყვარდი... ვიცი, ისევ მოვა ფიქრი... წლები, შენს სიყვარულს მომთხოვს... სუსხი დამიბერავს. ვიცი... ისევ, გამეტებით მოთოვს... ვიცი, ისევ მოვალ, დაღლილს... ამოგიშრობ ცრემლებს კოცნით... თოვლს, სახეში შემოგაყრი... შენ იქნები, ისევ მორცხვი... ვიცი, ისევ დამდევს ლანდი... შენი მონატრების ფერი... მახსოვს, როგორ შემიყვარდა, შენთან ერთად ყველაფერი... ვიცი, უშენობას ახლა... ისევ, მონატრება ჰქვია... მოგონება გამიახლა... თავს, რითმები მომახვია... ვიცი, ისევ მოხვალ, მალე... და სიყვარულს, ისევ მომთხოვ... ერთად, გავიღვიძებთ ხვალე... და უჩვენოდ აღარ მოთოვს... და მაჩუქებ, ისევ ღიმილს... დღეს, რომ ასე მიმატოვა... დამავიწყებ, ვიცი, ტკივილს... სიყვარული მოვა, თოვად... ვიცი, ისევ მოვა თოვლი... და შენ მოხვალ, თოვლის გუნდად... მე ხომ, შენი შეხება და მხოლოდ შენი კოცნა მსურდა... ფიფქებს მაყრის დილა, უხვად... მინდა, მოგეფერო ფრთხილად... შენ ხარ, თეთრი თოვლის სუნთქვა... ჩემი თოვლისფერი დილა... მადამ მუზა... 9.12.2010 დამეწია წვიმა გზაში, თმებიც დამისველა, ხარბად... ტალღებს ვეფერები, ზღვაში... შენ რომ მიატოვე, ალბათ... ზღვას, რომ შემატოვე მარტო... გულში ჩავიკარი ტალღა, შენ სიყვარულს, ისევ ვნატრობ... და ვერ შემაჩერებს, დაღლა... მაღლა, ცაზე ღრუბელს სძინავს... ტალღებს ფიქრი შემოვაცვი,,, ახლა ღამეა და წვიმა... მაგიჟებს და ძალას მაცლის... ღრუბელი რომ ასე, მაწვიმს... უშენობა, ზღვას რომ ახლავს... მოვალ, და ჩემს გულს მოგაწვდი... ოღონდ, არ წახვიდე, ახლა... მინდა ისევ გამათბო და ზღვა დავლიო, როგორც ღვინო,,, ჯერ, სიცოცხლე დავკარგო და მერე, ისევ მაპოვნინო... შენ ხარ ჩემი... მადამ, მუზა... შენთვის ყველაფერი დავთმე... მინდა შენი, ვიყო ღუზა... მოგეფერო, შენით დავთბე... ისევ, დამეწია წვიმა... და მზეც, თითქოს არსად არ ჩანს... ჩემს მკლავებში, წარსულს სძინავს... მას, თვალები ღია დარჩა... მახსოვს ღამე, შენით მთვრალი... დამეწია წვიმა გზაში... ახლა, გავიღვიძებ მალე... და შენ, გაგიტაცებ ზღვაში... თითქოს ისევ თოვლია… 6.12.2010 თითქოს, ისევ ჩემი ხარ, თითქოს, ისევ მაწვალებ... მერამდენე ზამთარი, ველოდები გაზაფხულს... ყოველ დილას უშენოდ, მეღვიძება ნამთვრალებს... ყოველ ღამე ვამშვიდებ, ჩემს ოცნებებს დაზაფრულს...
თითქოს, ისევ მზეა და თითქოს, დღეა მზიანი... ცა ღრუბლებში დაფრინავს... ბეღურების გუნდებად... მთელი წელი ვიარე, მაგრამ დავიგვიანე... ვიცი, დრო რომ წავიდა... უკან არ დაბრუნდება...
თითქოს, ისევ გელი და თითქოს, ისევ ჩემია... გაზაფხული ზამთარმა მომანატრა, მომინდა... ცივ ზამთარსაც გავათბობ... მეტი რა დამრჩენია, ოღონდ, მოგეფერო და ოღონდ, შენთან მოვიდე...
თითქოს, ისევ ერთად ვართ... შენს, ბაგეზე დავეცი შენი მონატრების და სიყვარულის კარავი... სიზმრად მაინც მოდი და ხმა მანამდე, გამეცი... სანამ, ზამთარია და არ მაფიქრებს არავინ...
თითქოს, ისევ თოვლია... მზე კი მათბობს, მამშვიდებს... ჩემი მოგონებები, ცაში თოკზე ჰკიდია.. სანამ წვიმა მოსულა, თოვლზე წაშლის ნაბიჯებს... სანამ ზამთარია და ეს დღეებიც მიდიან...
მზე სხივებად დაშლილი... გულს, მალამოდ მედება... ისევ გავილექსები, გაზაფხულის იმედად... თითქოს, ისევ ჩემი ხარ, თითქოს, გულიც ჩერდება... გაზაფხულზე იცოდე, მოვალ, ისევ წვიმებად... თოვლი ისევ მოსულა… 1.12.2010 ჩემი ფანტაზია ხარ, შენ ხარ ჩემი საყდარი... მთელი ღამე ლოცვაში, შენთვის მითენებია... შემოდგომა გეგონა, ქარს რომ შემოაყარე... ეგ ფოთლები კი არა, თოვლის ფანტელებია...
ჩემი საოცრება ხარ, შენ ხარ ჩემი სანთელი... დღემდე გზას რომ მინათებს. თეთრი მონასტრებია... შენ ზამთარი გიყვარდა... და ცისფერი ფანტელი... დღეს რომ, შენ თავს მახსენებს... და რომ მომნატრებია...
ჩემი ოაზისი ხარ, უჩვეულო წარსული... უდაბნოში დარჩენილს, გზად რომ მომლანდებია... ახლა დეკემბერია, შემოდგომა გასულა... ახლა თოვლის ფიფქები, ცივ ზამთარზე მღერიან...
ჩემი სიყვარული ხარ, ფანტაზიის ნაყოფი... მეფერება დილა და მზე ხის ძირას ორსულობს.. შენი ცქერით ვერ ვძღები, ან სადაა სამყოფი... ახლა დეკემბერია და თოვლი ისევ მოსულა...
ჩემი ფანტაზია ხარ და სიცოცხლის საკიდე... უდროო დროს საწოლში, სიმღერად რომ მოვსულვარ... შენს ფანჯრებთან წარსული, მოგონებად დავკიდე... ახლა დეკემბერია და მზეა თითქოს ორსულად... მოვალ წვეთებად… 25.11.2010
შემოდგომის წვიმა ისევ მასველებს… წვიმის წვეთი მეფერება, თავიდან… შემოდგომა შენ სიყვარულს მახსენებს… იმ დროს, შენ რომ მიყვარდი და… წავიდა…
შენზე ფიქრით დამათენდა, დილა და… წვიმის წვეთებს ვეალერსე, დილამდე… შენში, ჩემი სიყვარული მიყვარდა… და შენც… მინდა, წვიმასავით მიყვარდე…
ახლა, წვიმა ფრთებს უშენოდ მისველებს… ღამეს ისევ გაეღვიძა უბეში… გადაიღო წვიმამ, ახლა, ისვენებს… და ჭირდება ისევ, შენი ნუგეში…
მე, როგორმე გადავიტან ამ წვიმას… მტკივა, მაგრამ გაგეცლები ნატვრამდე… ყოველ დილას, შევაგროვებ ნაწვიმარს… ყოველ ღამე, შენს სახეს რომ ვხატავდე…
ყოველ ღამე, შენთან ჩამოვჯდები და… მინდა წვიმა გაგიშალო, ლექსებად… მერე, დილას მზეზე ავორთქლდები და… ყოველ ღამე, შენთან მოვალ წვეთებად… როცა მომენატრები... 21.11.2010 როცა მომენატრები… და თუ, გავა წლები და… დრო ყველაფერს წაიღებს, რაც კი წასაღებია… მე შიშველი ვერხვივით, გაძარცული დაგხვდები… ახლა პაემანზე რომ, შენ მაგივრად მხვდებიან…
როცა მომენატრები… მოვალ, ფიქრებს გაგიმხელ… შემოვისხამ ფოთლებს და ხელში, თეთრი ვარდებით… ღამით დაგესიზმრები და ვერსაით წამიხვალ… ქარის გამოქროლებაზე, შენში ავშრიალდები…
როცა მომენატრები… წავალ, ვივლი მანამდე… სანამ არ გიპოვი და გულს, შენამდე მოვიტან… სანამ, არ დაგპატიჟებ, თუნდაც, ჭიქა ყავაზე… სანამ, მე შენს თვალებში, თავს, ისევ არ მოვიკლავ…
როცა მომენატრები… და თუ, ვეღარ გიპოვე… ზამთარმა თუ მომისწრო, თეთრ ფერებში გამხვია… შენ სიყვარულს მე გულში, უფრო ღრმად ჩავიტოვებ… შენს სიყვარულს, უმზეოს, ჩემს გულში რომ მარხია…
როცა მომენატრები… წლები როცა გავა და თუ სიბერე სიცოცხლეს, უშენობით დააჭკნობს… მე ლექსებში დავრჩები… მერე სადღაც წავალ და… უკან აღარასოდეს დავბრუბდები, არასდროს… მე მაინც, დავეცი... 16.11.2010 აღარ ვარ ისეთი, ადრე რომ ვიყავი… ქუდად რომ მიმაჩნდა ზეცა და ყოველი… დღეები მიდიან, მე შენგან მრიყავენ… და მაინც, იმედით, გაზაფხულს მოველი…
აღარ ვარ ისეთი, მე დღემდე ვეცადე… და მიწას ქალამნად, დღემუდამ ვიცვამდი… მე მაინც დავეცი, ოცდაათ ვერცხლამდე… ოცნება გავყიდე, დღემდე რომ მიცავდნენ…
წვიმიან ამინდში, მასველებს წვეთები… და თითქოს, ფესვებიც გავიდგი მიწამდე… სად გაქრა ის წლები, ვერაფრით ვერ ვხვდები… სად გაქრა ფიქრები, მაშინ რომ ვიწამე…
თვალებში ჩამდგარი, ცრემლი და დარდი ვარ… სადღაა ოცნება, სადღაა ხალისი… მე ახლაც ეულად, უშენოდ დავდივარ… ცხოვრება მიმათრევს, უჩემოდ, თავისით…
მეძახის ზამთარი და თეთრი ნისლები… ვერცხლებად ნაყიდი, იუდას დუმილი… მე სახეს მიმშვენებს, შავ-თეთრი ნიღბები… უღმერთოდ დარჩენილს, დარდი და წუხილი…
დღეები მიდიან… და შენგან მრიყავენ… მტკივა და, უშენოდ დავეცი მიწამდე… აღარ ვარ ისეთი, ადრე რომ ვიყავი…. და ახლა, ჩემს ღმერთად, ლოდინი ვიწამე…
|