ქართული სპორტის ქომაგთა კავშირის წევრების გუშინდელი შეკრება მართლაც რომ გამორჩეული იყო ყველა წინამორბედისაგან და დიდი იმედიც ჩაგვისახა იმისა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ. ოღონდ ამისთვის დაგვჭირდება დიდი ენთუზიაზმი (რომელიც ახლა ნამდვილად არ გვაკლია), თავდაუზოგავი, დაუღალავი შრომა და ერთად დგომა!
შეკრება როგორც დაგეგმილი იყო 13:00 საათზე დაიწყო ეროვნული სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან, თუმცა სიცხისა და ხმაურის გამო ნახევარ საათში მუშტაიდის ბაღში გადავინაცვლეთ, ხოლო 2 საათიანი ბჭობა–თათბირის შემდეგ ეროვნული სტადიონისკენ ავიღეთ გეზი, "დინამო" – "სამტრედიის" მატჩის საყურებლად და სარეპეტიციოდ. თუმცა მივყვეთ მოვლენებს დეტალურად.
შეკრებაზე დაახლოებით 55-60 კაცი იქნებოდა, ასაკი კვლავინდებურად 14-50 წელი. გამოითქვა მრავალი საინტერესო მოსაზრება და იდეა. თუმცა იდეებთან ერთად, დაისახა უკვე კონკრეტული გეგმები და ამოცანები. უპირველესი გეგმა ეს არის მაისურებისა და ბანერის დასამზადებელი თანხების შეგროვება. გადაწყდა, რომ მაისურებს ვბეჭდავთ კომპანია "სტამბა–ქომში", სადაც ერთეული მაისურის ფასი 7 ლარია. ხოლო ბანერს ვაბეჭდინებთ კომპანია "ვესტაში", რაც დაახლოებით 110$ დაგვიჯდება. ამ ყველაფრისათვის გადავწყვიტეთ, რომ თითოეულმა კაცმა დავდოთ მინიმუმ 15 ლარი, საიდანაც 7 ლარი მოხმარდება მაისურების ბეჭდვას, ხოლო 8 ლარი ბანერის დაბეჭდვასა და დოლების შეძენას. თანხის დასადებად თითოეული ჩვენგანი უნდა მივიდეს პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში არაუგვიანეს (!!!) ოთხშაბათი დღისა (22 სექტემბერი, 17:00 საათი) და ბატონ ირაკლის (ჩვენი ადმინის) ანგარიშზე უნდა შეიტანოს აღნიშნული თანხა. ანგარიშის რეკვიზიტები არის შემდეგი:
მიმღები ირაკლი ჟღენტი
ანგარიშის ნომერი: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი – ვაგზლის განყოფილება
ბანკის კოდი: 220101922
ანგარიში დოლარში:
Customer name : Jgenti Irakli
Account number and currency: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 USD
Account type : Current
Bank code (SWIFT- code) : MIBGGE22
Bank name: ProCredit Bank Georgia
Bank address : 0112 Tbilisi. Aghmashenebelis ave. 154
ანგარიში ევროში:
Customer name : Jgenti Irakli
Account number and currency: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 EUR

ანგარიშზე თანხის შეტანის შემდეგ ბატონ ირაკლის ი–მეილზე (admin@worldsport.ge) უნდა მიწეროთ, რომ თანხა უკვე შეიტანეთ. ბატონი ირაკლი ინტერნეტ–ბანკის მეშვეობით შეამოწმებს, დაჯდა თუ არა თანხა ანგარიშზე და მოგწერთ პასუხს. ასევე, აუცილებლად შეინახეთ ის ჩეკი (თუ ქვითარი), რომელსაც ბანკში თანხის შეტანის დროს მოგცემენ. ამ ჩეკს მოიტანთ მაისურების წაღების დროს ბატონ ირაკლისთან. რაც შეეხებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, თქვენ შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ უფროს მეგობარს ან ოჯახის წევრს (რომელსაც პირადობის მოწმობა აქვს) სთხოვოთ ამ ანგარიშზე თანხის შეტანა და ბატონ ირაკლის მიწერთ, რომ თქვენს სახელზე თანხის შემომტანი იქნება ესა და ეს ადამიანი.
ოთხშაბათს საღამოს დაითვლება, თუ რამდენ ადამიანს ექნება შემოტანილი თანხა ანგარიშზე და ამის მიხედვით მივცემთ მაისურების შეკვეთას. იმედი მაქვს, რომ ხუთშაბათს დილით, 100 ცალზე ნაკლების შეკვეთა არ მოგვიწევს...
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, ამ ყველაფერთან ერთად ბატონ ირაკლის მიწეროთ თქვენი მაისურის ზომა (M, L, XL, XXL) და ასევე თუ ჯერ არ მიგიწერიათ თქვენი პირადი მონაცმები, ისიც გაუგზავნეთ, რომ შევქმნათ ჩვენი კავშირის წევრების ერთიანი სრულყოფილი ბაზა. პირად მონაცემებში უნდა იყოს თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომრები (მობილი, სახლი), Skype-ისა და Facebook-ის მისამართები.
ეს რაც შეეხებოდა თანხის შეგროვების საკითხს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, დაგეგმილი გვაქვს ამ დღეებში, რომ შევქმნათ ჩვენი კავშირისთვის ლოგოს, მაისურებისა და ბანერის დიზაინების რამოდენიმე ესკიზი, რომელთაგანაც მერე ერთ–ერთს ავირჩევთ. დიზაინების შექმნის საკითხს თქვენი მონა მორჩილი იღებს საკუთარ თავზე (თანამშრომელს ვაკეთებინებ). თუმცა, თუ ვინმეს გყავთ ასევე საახლობლოში დიზაინერი, რომელსაც შეგიძლიათ ამ ესკიზების გაკეთება თხოვოთ, ურიგო არ იქნებოდა ნამდვილად. რაც მეტი ვარიანტი გვექნება ასარჩევად, მით უკეთესი!
რაც შეეხება, ჩვენი გუშინდელი შეკრების მეორე ნაწილს, რომელმაც უკვე ეროვნულ სტადიონზე, "დინამო" – "სამტრედიის" მატჩის ყურებაში და ჩვენს მინი რეპეტიციაში ჩაიარა, უნდა აღინიშნოს, რომ რეპეტიცია ნამდვილად შედგა და თან არცთუ ურიგოდ! პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობარ ზურა ორაგველიძეს, რომლმაც საკმაოდ კარგი შეძახილები და პატარ–პატარა სიმღერები მოგვიტანა დაწერილი (რომელიც ყველამ იოლად ავითვისეთ და სტადიონზე ავაგუგუნეთ!) მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე სულ რაღაც 37 კაცი ვიყავით (რამდენიმე ჩვენმა მეგობარმა ვერ მოახერხა თამაშზე დარჩენა და მუშტაიდში თათბირის შემდეგ დაგვტოვა), ჩვენი ხმა სტადიონზე (გადაუმეტებლად შეიძლება ითქვას) ჭექდა! და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, მინიმუმ 100 კაცი მაინც თუ ვიქნებით, დოლებით, საყვირებით, დახვეწილი სიმღერებითა და შეძახილებით, რა მაგარი იქნება ეს ყველაფერი!!! ასე რომ, პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს ბიჭებო და თან არცთუ მცირე!!!
გუშინ ასევე გადაწყდა, რომ 8 ოქტომბრის თამაშამდე, ჩვენ კიდევ მინიმუმ 2 რეპეტიცია უნდა გავიაროთ (სავარაუდოდ უქმე დღეებში), რათა ჩვენმა ორგანიზებულმა სიმღერებმა და შეძახილებმა მთელი საზოგადოება გააოცოს... გამომდინარე იქედან, რომ მომავალ უქმეებზე ეროვნულ სტადიონზე არ არის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი, მოგვიწევს ვთხოვოთ სტადიონის ადმინისტრაციას, რომ 13:00 საათით შეგვიშვან ტრიბუნებზე და ცარიელ სტადიონზე მაინც გავიაროთ ჩვენი რეპეტიცია. თუკი ეროვნული სტადიონის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა, მაშინ მოგვიწევს სხვა რაიმე ალტერნატიული ვარიანტების მოძიება. ამის შესახებ კი უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ თითოეულ თქვენგანს.
დასასრულს კი მინდა, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის, ჩვენი გვერდში დგომისთვის და იმ ენთუზიაზმისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ და რომელიც გვაძლევს ძალას, ვაკეთოთ ესოდენ საშური საქმე! ჩვენი ძალა ერთობაშია და ერთად ყველანი ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ!!!

თქვენი მონა მორჩილი
http://www.myvideo.ge/?video_id=1075085 ჩვენი ვიდეო. ნახეთ როგორრ ვქომაგობთ.
http://www.myvideo.ge/?video_id=1075111 ესეც...
ელფის კულინარიის ენციკლოპედია.