ვისაც ინგლისური კარგად გესმით, ვიდეო ნახეთ, ვისაც არა, დაბლა აღვწერ რა ხდება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ, გადაცემის პირველ ნაწილში ნაჩვენებია ადამიანი, რომელიც ღმერთის ხელდასმულია, მას ყავს პირადი დაცვა და ერთ სოფელში ჩავა, რომ სასწაულები მოახდინოს
ის ჯერ ბანკნოტს გააჩენს, მერე ნაკურთ წყალს დაარიგებს ხალხში და შემდეგ კიდევ დამატებით გააჩენს ნაკურთხ წყალს, რომელსაც ასევე ჩამოარიგებს, ამას ყველაფერს სოფლელები ენთუზიაზმით ითვისებენ.
შემდგომ, მასთან მშობლებს მიყავთ ეშმაკით შეპყრობილი პატარა გოგონა და მის განკურნებას სთხოვენ, მესიაც მისგან განდევნის ბოროტ სულს და მას ქოქოსის კაკალში გადაიყვანს, ქოქოსის ნაყოფს დააგორებს და ის მოძრაობს, აქეთ იქეთ დაგორავს, ეს სერვისი ფული ღირს ამიტომ მშობლები მესიას ფულს უხდიან
მოგვიანებით სხვა ქოქოსს ალს გაუჩენს შელოცვით და ავ სულს დაწვავს, შემდეგ ქოქოს ტეხავს და მასში სისხლია.
ამ დროს კი უცხო ადამიანი ხალხისგან გამოხტება, მოძრავ ქოქოს აიღებს და ხალხს უჩვენებს, რომ მასში თაგვია და ის ამიტომ დაგორავდა და არა იმიტომ რომ მასში "ავი სული ჩასახლდა"
ის ასევე უხსნის ხალხს, რომ იმ ჭურჭელში, სადაც ვითომდა დამატებითი "ნაკურთხი წყალი" გაჩნდა, უბრალოდ - საიდუმლო კედლებია ჩატანებული, ხოლო ქოქოსში ნივთიერება პოტასიუმი ჩადეს, რომელიც წყლის დასხმისას რეაქციაში შედის და ალდება.
ყველა, "მესიაც", ეს "მამხილებელი" კაციც, მშობლებიც გოგონათი - არიან ერთი ჯგუფის წევრები, რომლებიც ინდოეთში სოფელ-სოფელ დადიან და ხალხს ანათლებენ, ამ სპექტაკლს დგამენ და მერე უხსნიან, რომ გაუნათლებელი ხალხი არ გახდეს შარლატანობის მსხვერპლი.