ebay არ ვიცი, ალბათ იგივე იქნება და amazon-დან ჩამოტანა არის უმარტივესი
1. აიღეთ რაიმე ბარათი, მაგალითად TBC Visa Electron, რომელსაც ინტერნეტის ფუნქცია გააქტიურებული აქვს, შეგიძლიათ Visa Classic ან უფრო მაღალი დონის ბარათიც იყოს, ასევე TBC არ არის აბეზალოვკა, სხვა ბანკიც იმუშავებს.
2. აირჩიეთ რომელიმე გადამზიდავი, მე www.usa2georgia.com-ს ვიყენებ, თუმცა შეგიძლიათ ვინმე სხვა გამოიყენოთ.
ამის შედეგათ გექნებათ საკუთარი ამერიკული ვირტუალური მისამართი
3. შემდეგ amazon-ზე არჩევთ რაც გინდათ, ყურადღება მიაქციეთ ზომა-წონას, რადგან სერიოზულ თანხაში არ გადავარდეთ ჩამოტანისას, ასევე იმას, რომ პროდუქცია 300 ლარზე მეტი არ იყოს. ყიდულობთ თქვენი საკრედიტო ბარათის მითითებით და უშვებთ ამერიკულ ვირტუალურ მისამართზე.
4. ეს ყველაფერი მოდის მერე თბილისში 2-3 კვირაში. აქ იხდით ტრანსპორტების თანხას და მიგაქვთ სახლში

იმდენად მარტივია ეგ ყველაფერი, რომ არ მესმის აქ რატო უნდა გადაიხადო გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტში 2-3-ჯერ მეტი.
ონლაინ შოფინგიაი აქ იპოვით პასუხს ყველა კითხვაზე.