მე უკვე მერვე თვეში გადავგორდი, სულ რაღაც 2 დღეა და უკვე აქტიურად ვიწყებ იმაზე ზრუნვას თუ რა და რა რაოდენობით დაჭირდება ბაიას გამოყვანის დღიდან...
ამ მომენტში მხოლოდ საწოლი გვაქვს ნაყიდი...
დანარჩენი კი წინაა..
მათ ვინც უკვე დედიკოა მომავალ დედიკოებს გვირჩიეთ რა ვიყიდოთ და საშუალოდ რა რაოდენობით?
როგორც მსმენია პირველ ხანებში ბევრი ტანსაცმლის ყიდვას აზრი არ აქვს, ეგრევე უპატარავდება და ზოგჯერ ჩაუცმელიც რჩებათ ბაიებს.
ეს ყველაფერი უფრო მარტივი აღსაქმელი რომ გახდეს შეიძლება დაიყოს კატეგორიებად...
ჰიგიენა...
ჯანმრთელობა...
ტანსაცმელი...
ჰიგიენა...
1. სველი სალფეტკები
2.ყურის ჩხირები
3.ბამბა
4.კრემი ან ზეთი. (სახისა და ტანის შესაბამისად)
5.მაკრატელი
6. სავარცხელი
7. ბავშვის აბაზანა
8. ღრუბელი (ნუ პირველივე ხანებში თუ არა მერე მაინც დაჭირდება)
9.საპონი
ნუ ეს რაც გამახსენდა დაამატეთ თქვენც და ის ფირმებიც მიაწერეთ რომელის პროდუქციასაც ხმარობთ.
ჯანმრტელობა
1. ელექტრო თერმომეტრი
2. გაზგამყვანი.
3.ოყნა
4. შესაბამისი მედიკამენტები რაც ბავშვს დაჭირდება. ( მე ყველა არ ვიცი ზუსტად)
ნუ დანარჩენის აზრზე არ ვარ

)
ტანსაცმელი
1. ბოდეები (მოკლე, გრძელი, სეზონის შესაბამისი)
2. ე.წ. პილიონკები ბავშვის გასამშრალებლად.
3. ნასკები
4. ქუდი ან აბადოკი

5. ხელთათმანები. (ნუ როგორც ქვია

დანარჩენი გემოვნების მიხედვით

))
მოკლედ, რაც გამახსენდა ესაა, დანარჩენი მიამატეთ

ხო პამპერსი რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს

)
სარეცხი ფხვნილი??