მოკლედ, ვერსად ვნახე ტიბერიუმის საგისადმი მიძღვნილი თემა და თუ რამე წესს ვარღვევ, ან არის ეს თემა უკვე, გთხოვთ ეგრევე ნუ დამვორნავთ. გამაფრთხილეთ და მე თვითონ დავკეტავ.
მოდით ამ თემაში ვისაუბროთ თამაშების ამ პოპულარულ საგაზე-ამ ერთ-ერთ უძლიერეს სტრატეგიებზე. ტიბერიუმის მზე და ტიბერიუმის ომები უკვე განვლილი ეტაპია. თუმცა ეს უკანასკნელი შთამბეჭდავია, რბილად რომ ითქვას. მაგრამ როგორც ჩანს, იეი გეიმსი ამით არ კმაყოფილდება და მართლაც რომ სიურპრიზს გვთავაზობს. საგის დამაგვირგვინებელი ნაწილი იქნება ახალი თამაში-ტიბერიუმის ბინდი, ანუ C&C 4 Tiberian Twilight. თამაშს ველოდებით 16 მარტს. იქამდე კი ნახეთ მისი ცხელ-ცხელი თრეილერი:
ვინც არ იცის თამაშების ეს სერია, შევეცდები მოკლედ ავხსნა:
1995 წელს ერთმა იტალიელმა ფიზიკოსმა მდ. ტიბრის პირას შეამჩნია აქამდე უცნობი მწვარე ფერის მინერალები კრისტალების სახით, რომელთაც სახელად ტიბერიუმი უწოდა მდინარის სახელის მიხედვით. (ძირითადად ტიბერიუმი მწვანეა, თუმცა იშვიათად გვხვდება უფრო მაღალენერგეტიკული ლურჯი ტიბერიუმიც.) დაიწყო დაკვირვებები და ექსპერიმენტები ამ მინერალზე. აღმოჩნდა რომ ამ მინერალს გააჩნდა ძალიან დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტი და იყო უბადლო ენერგორესურსი. მასთან შედარებით ურანი საბავშვო სათამაშოდ გამოიყურებოდა. მაგრამ დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტიბერიუმი ანადგურებს ყოველივე ცოცხალ ორგანიზმს. მას მისი პირველაღმომჩენიც შეეწირა.
ამასობაში კი ტიბერიუმი დედამიწაზე ელვისსისწრაფით გავრცელდა. იგი ახალ და ახალ ტერიტორიებს იპყრობს. ერთმანეთის მიყოლებით იხოცება ხალხი, სახელმწიფოები ეცემა. იქ სადაც ტიბერიუმია, წყვდიადი და სიცივე მეფობს და ბობოქრობენ მძლავრი იონური ქარიშხალი, რადგან ამ მინერალს აქვს ძალა თვით კლიმატიც კი შეცვალოს. დედამიწა განადგურების საფრთხის წინაშე დგას და ამ დროს ასპარეზზე გამოდის ე. წ. გთი-გლობალური თავდაცვის ინიციატივა. (ინგლისურ ორიგინალში GDI-Global Defense Initiative). ეს არის მსოფლიოს გაერთიანებული არმია, რომელსაც გრძელი ისტორია აქვს.
1945 წელს გაეროს დაარსების შემდეგ მისი დამაარსებელი წევრ-სახელმწიფოები საიდუმლოდ შეთანხმდნენ ერთიანი თავდაცვითი სისტემის სესახებ, რომელსაც სხვადასხვა ელიტური საბრძოლო დავალებების შესრულება ევალებოდა. ერთ-ერთი მათ შორის იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა ერაყში 2001 წელს. ეს ჯგუფი იყო საიდუმლო და პატარა, მაგრამ ნელ-ნელა საკმაოდ დიდ სტრუქტურაში გადაიზარდა და მისი საიდუმლოდ შენახვაც გაჭირდა. ბოლოსდაბოლოს, გაერო იძულებული გახდა, გაემხილა მისი არსებობა 90-იანების დასაწყისში აწ უკვე როგორც მსოფლიოს ერთიანი თავდაცვითი ინიციატივის-UNGDI, United nations global defense initiative-ს, შემოკლებით GDI-ს, გთი-ს სახით.
მეოცე-ოცდამეერეთე საუკუნეების მიჯნაზე გთი-მ სამხედროსთან ერთად ნელ-ნელა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ფუნქციები შეიძინა-ვინაიდან ტიბერიუმმა ყველა სახელმწიფო გაანადგურა. გუშინდელი მსოფლიო წარსულს ჩაბარდა. აღარ არსებობს გაერო, აღარ არსებობს აშშ, აღარ არსებობს რუსეთი. გთი ცდილობს მომაკვდავი პლანეტა გადაარჩინოს. მსოფლიო სამ ზონადაა დაყოფილი. ე. წ. წითელი ზონა, სადაც სიცოცხლის არსებობა შეუძლებელია, რადგან ტიბერიუმი ყველაფერზეა მოდებული; ყვითელი ზონა, სადაც კაცობრიობის 80% ცხოვრობს, აქ ტიბერიუმის კონცენტრაცია დიდია. ტიბერიუმით მოუწამლავი წყალი და საჭმელი ოქროდ ფასობს, დახეტიალობენ მუტანტები-ადამიანები, რომლებსაც ტიბერიუმთან კავშირმა ათასგვარი მუტაცია განაცდევინათ. ერთი სიტყვით, აქ სრული ჯოჯოხეთია და ლურჯი ზონა, სადაც დანარჩენი 20% ცხოვრობს მაღალტექნოლოგიურ ქალქებში კომფორტულად, ტიბერიუმს გულმოდგინედ ინახავენ სპეციალურ საცავებში და აქაურობას გთი-ს ძალები გულმოდგინედ იცავენ.
გთი-ს საზრუნავს ეკოლოგიაც დაემატა. იგი ცდილობს პლანეტის ტიბერიუმისგან განწმენდას. მაგრამ ტიბერიუმს მხოლოდ ბოროტება არ მოაქვს. ტიბერიუმი არის მაღალტექნოლოგიური საწვავი, რასაც ემყარება დედამიწის მთელი ეკონომიკა. მასზე სრული უარის თქმა შეუძლებელია. ამიტომ გთი ცდილობს ბალანსი დაიცვას.
ამ დროს საქმეში ერთვება მეორე ფრაქცია-ე.წ. ნოდის საძმო. ესაა გლობალური ტერორისტული ორგანიზაცია რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა. თვითონ ტერორისტები ამტკიცებენ, რომ მათი სექტა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დაარსდა. სექტა იმიტომ, რომ ნოდი ფაქტიურად ფანატიკოსების საკრებულოა, სადაც ტიბერიუმი ღმერთი ჰგონიათ და ამსთან ერთად მის მოციქულს, ქეინს-საძმოს ერთპიროვნულ დიქტატორს სცემენ თაყვანს. ქეინი თავის დროზე სტალინის საიდუმლო თანაშემწე იყო და მის შესახებ იმ დროს არავინ არაფერი იცოდა. ქეინს მოსკოვის ნოდის საძმოს დედაქალაქად გადაქცევაც უნდოდა. საძმო აკონტროლებს ყვითელ ზონას და აურაცხელ ომას მართავს გთი-სთან ხელისუფლების ჩაგდების მიზნით. ამ მიზნით ნოდის საძმომ გთის ორბიტალური სადგურიც კი გაანადგურა სარაევოდან, მისი ტაძრიდან გასროლილი თერმობირთვული რაკეტით და გთი-ს უმაღლესი მთავარსარდლობა შეიწირა. საპასუხოდ, გთიმ მოახერხა ძალების მობილიზება და ქვა-ქვაზე არ დატოვა ბოსნია-ჰერცოგოვინისგან. გთი ირწმუნება, რომ ქეინი მოკლეს, მაგრამ მისი გვამი არავის უნახავს. (როგორც თამაშიდან ჩანს, ქეინი მინიმუმ ორჯერ მოკვდა და ორივეჯერ მკვდრეთით აღსდგა. მისი დნმ-ს გაშიფვრა ვერავინ, მათ შორის ქვემოთხსნებულმა უცხოპლანეტელებმაც ვერ შესძლეს).
გთი ცდილობს ხელში ჩაიგდოს უნიკალური არტეფაქტი, ბროლის სფერო, სადაც ჩაშიფრულია ცნობები ტიბერიუმზე. ამ სფეროთი ისინი შესძლებენ ტიბერიუმის კონტროლს. მაგრამ იგივეს ესწრაფვის ნოდიც და მიდის მათ შორის ამაზე ბრძოლები, რაც ტიბერიუმისგან მომაკვდავ პლანეტას უფრო ანადგურებს. ამასობაში ბროლოს სფერო პლუტონის ორბიტიდან მის პატრონებს იძახებს და თამაშში მესამე ფრაქცია-სქრინები-უცხოპლანეტელები ერთვებიან, რომელთა მიზანი დედამიწის დაპყრობაა.
საქმე იმაშია, რომ ტიბერიუმი მათი გავრცელებულია, ისინი ახდენენ მისით უამრავი პლანეტის დასნებოვნებას, ასე ვთქვათ თესავენ და მერე იღებენ მოსავალს. თუ ტიბერიუმი დედამიწის ნახშირბადოვანი სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია, როგორც ჩანს სქრინებისთვის, ამ მწერისნაირებისთვის პირიქით. ასე რომ, სანამ გთი და ნოდი ერთმანეთით არიან გართულნი, სქრინები მეთოდურად ნელ-ნელა იპყრობენ პლანეტას. გთი-ს ძალა ელევა, ერთი მხრივ, შეშლილ ფანატიკოსებს, ხოლო მეორე მხრივ მაღალტექნოლოგიურ უბოროტეს მტრებს უნდა ებრძოლოს და ბოლოსდაბოლოს ქეინიც მიხვდება, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე სლეობების მეტი არაფერი უკეთებია, მიდის გთის შტაბბინაში, მანჩესტერში-ამ ქალაქ-მოჩვენებაში და გთი-ს სარდლობას ზავს სთავაზობს. დგას 2062 წელი. არტეფაქტი მას აქვს. ერთობლივი ძალებით იწმინდება პლანეტა. (ჯერ კიდევ 1995 წელსვე დადგინდა რომ ტიბერიუმის განადგურება შეიძლება კონცენტრირებული ულტრაბგერებით და ასე გაიწმინდა გერმანიის ქალაქი შტუტგარტი). სქრინებსაც ერთად აახვევინებენ პლანეტიდან. მაგრამ სანამდე გაგრძელდება მშვიდობა? ამას ტიბერიუმის ბინდში ვნახავთ. მე პირადად ძალიან მაინტერესებს
დედა, რამდენი ვწერე
This post has been edited by ქაფქიანა on 12 Jan 2010, 22:04