#18408445 · 10 Mar 2010, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე თავიდან რამოდენიმეს დავდებ 1.ფორსირება [< ფრანგ. forcer გაძლიერება] – 1. რისამე დაჩქარება; რისამე ტემპის გაძლიერება. 2. (სამხ.). რაიმე ბუნებრივი დაბრკოლების (მაგ., მდინარის) ბრძოლით გადალახვა. 2.კონსტატაცია [ფრანგ. constatation] და კონსტატირება - რისამე დადგენა, რისამე არსებობის დადასტურება. 3.კოლაბორაციონიზმ-ი [< ფრანგ. collaboration თანამშრომლობა, ერთობლივი მოქმედება] - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში: სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა ფაშისტური ოკუპაციის დროს. 4.კონკორდატ-ი [ლათ. concordatum < concordo თანახმა ვარ] - რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასა და რომის პაპს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას ამ სახელმწიფოში.
--------------------
www.gegegio.wordpress.com
|