ის რომ ფეხბურთი თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული თამაშია პელეს და მარადონას დამსახურება კი არ არის არამედ ვიღაც ჩვეულებრივი ინგლისელი ტიპისა (მისი სახელი და გვარი მე არ ვიცი, თუ მეტყვით მადლობელი ვიქნები) ვინც თამაშგარის წესი მოიგონა.
ამან საშუალება მისცა ფეხბურთს გაქცეოდა გრძელ ჩაწოდებებს კარის მიმართულების სადაც ბურთისთვის ვირივით ჯანიანი ფეხბურთელები იბრძოლებნენ და ფეხბურთი გადაიქცა ინტელექტუალურ სპორტად სადაც ტვინის განძრევას და მოედნის ხედვას არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სისწრაფეს, ჯანს ან გამძლეობას.
ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ევროპის შუაგულში ჭკვიანმა ტაქტიკოსებმა 70-იანი წლების ბოლოს ჯერ ხელოვნური თამაშგარე არ გამოიგონეს მერე კი 4 ერთხაზზე პრინციპი არ გავრცელდა. ამას დაემატა განვითარებული თანამედროვე ტექნოლოგიები, მრავალრაკურსიანი გადაღებები და ბოლოს გრაფიკული გამოსახულებები. ეხლა ნებისმერი გოლი უკვე საეჭვოა. გადაუღებენ სურათს ავლებენ ხაზებს და მერე მიდის წლობით ბჭობა იყო აფსაიდი თუ არა. თავი ქონდა გაყოფილი, მე დავინახე Yლე გაყო, არა Yლე კი გაყო მაგრამ ყვერები უკან ქონდა და მსგავსი მარაზმები. არადა ამ წესისი პრინციპი მხოლოდ ის არის რომ მცველებზე წინ არ უნდა დადგეს თავდასხმელი.
მცველებმაც დაცვა ისე უნდა ააწყონ რომ ხალხი პატიოსნად აიყვანონ და არა მილიმეტრებს სდიონ. ფოტოფინიშის და სანტიმეტრის დედაც ვატირე ფეხბურთში.
ეზოში ფეხბურთი ხო ყველას გვითამაშია.
იყო იქ სანტიმეტრების ზომვა თამაშგარეზე?
აბა აქ რა მოგვივიდა ესაც ხო თამაშია ოღონდ შემსრულებელი უკეთესები არიან.
მაგრამ ჩვენ მისი პრინციპი გვავიწყდება, ის კი გვახსოვს რომ ფლეისთეშანი მილიმეტრის სიზუსტით აფიქსირებს აფსაიდებს.
არადა ნამდვილი ფეხბურთი ეზოში უფროა ვიდრე ფლეითეიშენში.
არ დაგვავიწყდეს ეს და ვისიამოვნოთ ამ სპორტით. ჟურნალების და გაზეთები მიხედავენ თავს როგორღაც. მონახავენ ახალ ხერხს რომ უკეთ გაიყიდონ.
სურათი თვალსაჩინოებისთვის
This post has been edited by babaiaro on 3 Apr 2011, 14:53
მიმაგრებული სურათი