ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ფორუმელის მიმართვა ამ ორი ადამიანისადმი.
გვინდა პრესაშიც დაიწეროს, ამისთვის მეტი ხალხია საჭირო, ხოდა თუ ეთანხმებით მას, გთხოვთ მიაწეროთ თქვენ გვარ-სახელები
მადლობა

ზუსტად არავინ იცის რა, რატომ და როგორ მოხდა თქვენს შორის. ფეხბურთისა და მითუმეტეს სამშობლოს ჭეშმარიტ ქომაგს ეს არც აინტერესებს. დარწმუნებული ვარ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, ერთიც და მეორეც ხალხს იმიტომ უყვარხართ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ხართ ანუ იმის რაც გვიყვარს, რაც ჩვენთვის ძვირფასია და ყველაფერზე მაღლა დგას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იგივე ცნებაა რაც სამშობლო – ის ხალხს, თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვეკუთვნით მას და ვალდებულები ვართ ყველაფერი დავთმოთ და გავიღოთ მის სანაცვლოდ!
საქართველოში არსებობს ერთი სულელური გამოთქმა : "მე პირველ რიგში კაცი ვარ და მერე..."; მერე კი საკუთარ პროფესიას ასახელებენ (მაგალითად პოლიციელს). არსებობს პროფესიები, რომელიც ისეთ გარდაუვალ ვალდებულებას აკისრებს ადამიანს, რომლის შესრულების დროსაც ის საკუთარ თავს საერთოდ აღარ ეკუთვნის: სასულიერო პირი, ექიმი, მესაფლავე, ჯარისკაცი, მოსამართლე, პოლიციელი...ასეთ პროფესიათა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ სპორტსმენიც, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, სწორედ რომ ღირსებას!
აბა წარმოიდგინეთ ჯარისკაცი, რომელიც შუა ომიდან იმის გამო გაიქცევა, მეთაურმა მაგინაო ან მოსამართლე, რომელიც უდანაშაულო კაცს პირადი შეურაცხყოფის გამო დასჯის, ექიმი რომელიც მომაკვდავ პაციენტს იგივე მიზეზით არ უმკურნალებს და ა.შ.
ძალიან გვიყვარხართ ორივე და ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ თქვენზე მეტად ეროვნული ნაკრები გვიყვარს. მას კი ორივე სჭირდებით. გადადეთ გვერდზე პირადი წყენა და ემსახურეთ სამშობლოს! თუ შერიგდებით ხომ ძალიან გაგვახარებთ, არადა, ძმაკაცობას და ჩახუტებას არავინ გთხოვთ, ემსახურეთ სამშობლოს!
ირაკლი ჯაფარიძე,
-----------------------
-----------------------
-----------------------
ვინც ამ მიმართვას ეთანხმებით, შეგიძლიათ თქვენი სახელი და გვარი მიაწეროთ. თხოვნა მექნება თქვენთანაც და ჟურნალისტებთანაც, ეგებ ეს მიმართვა დავხვეწოთ, თუ რამე ჩასასწორებელია ჩავასწოროთ, ელექტრონული ვერსია მაინც გავავრცელოთ ინტერნეტით, ელექტრონულივე ხელმოწერები შევაგროვოთ, გამოვაქვეყნოთ ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება (აქაც ჟურნალისტების იმედი მაქვს) და მივაღწიოთ იმას, რათა ნაკრებში საუკეთესოებმა ითამაშონ. ჩვენ არ ვართ ბრაზილია ან იტალია და არ გვაქვს იმის ფუფუნება თითო პოზიციაზე ლამის ათი თანაბარი ძალის ფეხბურთელი გვყავდეს.
1. ირაკლი ჯაფარიძე
2. ამირან ბარნაბიშვილი
3. ირაკლი სურმავა
4. კახა შალამბერიძე
5. თემო მთიბელაშვილი
6. დათო თანიაშვილი
7. ამირან მამალაძე
8. რეზი შავლაძე
9. კონსტანტინე ქვარცხავა
10. უჩა ბოჭორიშვილი
11. ირაკლი გიორგაძე
12. ლევან ცხაკაია
13. ლევან დანელია
14. ლევან კეჭაყმაძე
15. მაგდა კლდიაშვილი
16. დიმა ნებიერიძე
17. მიშო ახობაძე
18. ირაკლი ლორთქიფანიძე
19. რამაზ უკლება
20. დაჩი ჯაიანი
21. ირაკლი ცანავა
22. ბექა ნოზაძე
23. საბა ნიკოლაშვილი
24. გიო კავილაძე
25. ლუკა კაპანაძე
26. დათო ციქურიშვილი
27. გიორგი ასათიანი
28. სანდრო ტყემალაძე
29. ამიკო კაკულია
30. გიორგი გრიგალაშვილი
31. მამუკა როსტიაშვილი
32. შააკსონ კუბლაშვილი
33. მიხეილ კოტეტიშვილი
34. გიორგი ქარქაშაძე
35. ბექა ფიცხელაური
36. გიორგი გობეჩია
37. ზურაბ კოჭლამაზაშვილი
38. თორნიკე გვენცაძე
39. ირაკლი თომაშვილი
40. ანრი ბენაშვილი
41. ირაკლი გელაშვილი
42. გიორგი ხუციშვილი
43. დავით ხუციშვილი
44. ზვიად კეჭაყმაძე
45. ნიკა ქოჩორაძე
46. კობა ხატისაშვილი
47. გეგე გალიაშვილი
48. ავთო ასათიანი
49.გიორგი ჭოლოკავა
50.ირაკლი ჯაფარიძე
51.ზურა ლომიძე
52. ლაშა ჯაფარიძე
53. რატი ლოლაშვილი
54. გოგა ქართველიშვილი
55. ირაკლი გუჯაბიძე
56. თორნიკე ტიკარაძე
57. ლევან ბერულავა
58. თენგო მუსტაევი
59. ჯემალ ბეჟანიძე
60. ბეჟან ფხოველი
61. ჯანო (უგვარო?)
62. გიორგი ჯმუხაძე
63. ნიკოლოზ მაისურაძე
64. იოსებ სალაყაია
65. თემურ ჯალიაშვილი
66. ემზარ ფალავანდიშვილი
67. ნიკა ანთელავა
68. ზურა უბერი
69. რატი ლებანიძე
70. სერგი ჭოხონელიძე
71. ბექა კოკაია
72. გიორგი მოისწრაფიშვილი
73. -------------
74. დავით გელიაშვილი
75. გიორგი კუპრავა
76. თორნიკე ტაბატაძე
77. დავით ჯიშკარიანი
78. არჩილ მენთეშაშვილი
79. ლევან ჯღამაძე
80. ნიკა რამიშვილი
81. გიორგი (ჟორა) მამისთვალოვი
82. ლევან ბიბილაშვილი
83.
This post has been edited by დავიდ ვილია on 28 Dec 2021, 21:03