#24792972 · 4 Apr 2011, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
plebe მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება 1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი არ საჩივრდება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. 2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. 3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
--------------------
When one door of happiness closes, another opens; but often we look so long at the closed door that we do not see the one which has opened for us
|