ქართველი მაყურებელი მუსიკალური და იუმორისტული გადაცემების დეფიციტს განიცდის. ამგვარი შედეგი მაუწყებლობის თაობაზე კომპანია BCG Research-ის მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა. კვლევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარდა.
მუსკალური გადაცემების დეფიციტს გამოკითხულთა 28,5%, იუმორისტული გადაცემების დეფიციტს კი 23,0% განიცდის. დეფიციტური გადაცემების პირველ სამეულში სპორტული გადაცემებიც შედის. ამ ჩამონავალში საინფორმაციო გადაცემები მე-8, ანალიტიკური გადაცემები კი მე-10 ადგილზეა.
საინფორმაციო გადაცემებზე გამოკითხვისა გამოიკვეთა, რომ მონაცემებით, მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაცია იყოს სანდო. ასევე მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მიუკერძოებლობა, სისრულე, გასაგები ენა, ოპერატიულობა და ტექნიკური სტანდარტები
კვლევის ფარგლებში, რესპოდენტებმა დასახელებული პარამეტრების მიხედვით ერთმანეთს შეადარეს სამი წამყვანი საინფორმაციო გადაცემა: "კურიერი", "ქრონიკა" და "მოამბე". ძირითად შემთხვევებში, "კურიერი" და "ქრონიკა" ყველა მახასიათებლის მიხედვით მსგავს პოზიციებს იკავებს. შედარებით განსხვავებულ საფეხურზე დგას "მოამბე".
კომპანია BCG Research-მა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით მაუწყებლობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2008-2010 წლებში ჩაატარა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-ganicdis.htmlრა კომენტარი უნდა გაუკეთდეს ნეტა ამ კვლევას ? უბრალოდ ტეხავს