თქვენი დახმარების გარეშეც გავარკვიე ყველაფერი, ვოტ...
როგორც აღმოჩნდა ამ ბიზნესის დაწყება უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე წარმართვა, ანუ სახსრები ძირითადად საჭიროა საკერავი და ავერლოკის მანქანების და ასევე დამხმარე ინსტრუმენტების შესაძენად (ძაფი,ზმეიკა,მაკრატელი, უთო, მაგიდა და ა.შ.) ასევე ფართის დასაქირავებლად, ჰო მართლა კარგი იქნება თუ ინდმეწარმის საბუთიც გექნებათ და დაარეგისტრირებთ თქვენს საქმიანობას(ეს ცოტა გაურკვეველია და დამატებით ინფორმაციას ისევ ველი)
მთავარი პრობლემა მაინც რჩება -პროფესიონალი მკერავები, რომელიც თურმე თბილისში პრობლემაა, ან თუ არიან, უკვე დასაქმებულები არიან კარგ ატელიებში. ბევრი ამბობს მკერავი ვარო, მაგრამ თურმე ერთეულებია, ვისაც ესმის ეს საქმე. როგორც გავიგე ბურდიდან თარგის ამოღება თურმე ბევრი "თანამედროვე მკერავის" პროფესიონალიზმის მწვერვალი ყოფილა.