ერთი რა მინდა გკითხოთ(პათეტიკურად ესეც

) ტურა ხროვაში და ტურა ხროვის მიღმა არის თუ არა ტურა?
ჰოდა შეიყარნენ ტურები ისევ და წითელი ფერი შეცვალეს ლურჯით.სახელიც გადაირქვეს თან."მოქალაქეთა კავშირი" დაირქვეს.გავიდა დრო,მოსუქდნენ ერთ დროს პატარა ტურები.მაგრამ ბელადი დაბერდა...რა თქმა უნდა დადგა საკითხი ბელადის შეცვლის.ძველ ბებერ ბელადს ეგონა,რომ ჯერ კბილები უბარგოდა,მაგრამ...შეცდა

ამასობაში ხროვა დაიშალა მცირე ხროვებად და თითოეულს თავისი ბელადი გაუჩნდა.ერთი პერიოდი გადაწყვიტეს მშვიდობისა და წინსვლისათვის ეარსებათ ერთ ტერიტორიაზე.მაგრამ გავიდა დრო და უცებ ერთი ბელადი გაურკვეველ ვითრებაში დაიღუპა...მისი ხროვის წევრების ნაწილი სხვა,უფრო პერსპექტიულ ხროვას შეუერთდა და ბელადთან ახლოსაც მოკალათდა.მაგრამ ბელადი აღმოჩნდა საკმაოდ წინდახედული და რად უნდოდა გვერდზე სახიფათო ტურები?რომლებსაც ექნებოდათ ჯერ ნანადირევის თუ ნაპოვნი ლეშის განაწილების პრეტენზია და მერე შეიძლება ბელადობაც მონდომებოდათ.ამიტომ დროზე მოიშრო თავიდან სახიფათოები.ასე გაჩნდნენ ახალი ხროვები(გრეჩოები,ბურჯუები,ალასები,ოქრუებინოღები და ა.შ. ახალი ხროვები).მთელი სანადირო ველი დარჩა ნაცხროვის თათებში

ახლა კი "თამაშ გარე" და სანადირო სივრცის გარეთ დარჩენილი ტურები გარედან კივიან ვითომ მათი დამჩაგრავი ნაცხროვის გასადევნად.მაგრამ სულ იმის ფიქრში არიან,იქნებ მათი კივილი გაიოგონონ მგლებმა და გაყარონ ეს საძულველი ხროვა აქედან.ჰოდა ნაცხროვამ იცის რომ ამ კივილს ვერ გაიგონებენ მაინც მგლები და არც უშლიან კივილს.იკივლონ მერე

მთავარია ვინმემ ხმის ამოღება ვერ გაბედოს?ლაპარაკი,მაღტალი სიტყვა არ გაისმას სადმე!თორე აკივლდებიან ყველა ხროვა ერთბაშად,რომ ჩაახშონ ეს ხმა.ან დაკბენენ...მათია ქვეყანა და ასე უბრალოდ დათმობენ?მხოლოდ ტურის კივილია დაშვებული.ან ხმადაბლა ჩურჩული სადღაც ბუჩქებში...ჰოდა თუ ლომი არაა იქ სადმე,მაშინ ტურაც ლომია და მითუმეტეს თუ ხროვის ბეალადია

მშიერი რომ არ ამოხდეს სული ვინმეს,მიუგდებენ სამადლოდ რამე ნამცეცს.მთავარია არ ჩავძარლდეთ(არ ჩავტურდეთ უფრო ზუსტად) მშივრები.ჯანდაბას,ვუწოდოთ ტურებს "ქვეყანათა მპყრობელი ლომები და მათ ბელადს კი ფაფარ აშლილი ხვადი ლომი,რომლის შიშით ქარსაც ვერ უქროლია"!ბევრი ცილობს თავადაც ტურას დაემსგავსოს.ტურობააა დღეს მოდაში.ზოგს ტურის გარდა არაეფრი უნახავს და ეს გონია მართლაც ლომი.ზოგს ეშინია იმის აღიარება,რომ ტურა არაა...