მანანა მანჯგალაძე - საქართველოს პრეზიდენტს ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება შეუძლია
12:45 05-04-2011
საქართველოს პრეზიდენტს ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება შეუძლია, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, შეიწყალოს არა მარტო ებრაელი ბიზნესმენები, არამედ ნებისმიერი მსჯავრდებული და ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, სხვა საკითხია, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი კონკრეტულად ორ დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენს.
"იმისათვის, რომ შედგეს ეს აქტი, შეწყალების თაობაზე მსჯავრდებულების მხრიდან, სულ მცირე, მომართვა, განაცხადი უნდა არსებობდეს, ასეთი მომართვა პრეზიდენტის სახელზე ადმინისტრაციაში ჯერ არ შემოსულა", _ განმარტა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სასამართლომ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება და ხელისუფლება ამ პროცესში გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ ჩარეულა.
"ქართული კანონმდებლობის წინაშე ყველა ადამიანი, წარმომავლობის, სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად, თანასწორია", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება იმას, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის, მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენების დაკავება არ არის სახელმწიფოთაშორისი საკითხი.
"გვჯერა, რომ ამგვარი კრიმინალური შემთხვევები ისეთ მტკიცე ურთიერთობებსა და კავშირს, როგორიც არსებობდა და არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის, ჩრდილს ვერ მიაყენებს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-sheudzlia.htmlმგონი შეიწყალებს....... რატომღაც მგონია პირველი მესიჯი ამ მიმართულებით....
ისე დღეს რომ ყოფილიყო ისრაელი-საქართველო ჯობდა...