ფართოდ გავრცელებული სახიარულო თემაა, რომ მიშა და სხვა ნაცებიც ბავშვობაში მიჩმორებული იყვნენ და ახლა გაიჯეჯილეს. მაგრამ სველცხვირა თურმე მარტო არ ყოფილა...
"...რუსი დიპლომატები კულუარებში იმასაც აღიარებენ, რომ ევროკავშირის მეთაური ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე და რეალობას შეურიგდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (1-13 აპრილი, 2011) სტატიაში სათაურით საფრანგეთი კა-გე-ბეს არქივებში / NATO-ს ფრანგი პრესმდივანი კა-გე-ბეს აგენტი იყო.
"ნებისმიერი ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური და ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი პიროვნული თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ფარული მიდრეკილებები და სხვ. სპეცსამსახურების შესწავლის ობიექტია. თუნდაც რუსეთის სპეცსამსახურები ავიღოთ - მათი სპეციალური პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ანალიზის დანაყოფები სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის - საქართველოს) პოლიტიკური მოღვაწეების ზუსტ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნიან... ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებში სხვა ქვეყნების ლიდერების ფსიქოპოლიტიკური პორტრეტების შედგენაზე არ მუშაობენ... ახლა კი კვლავ
ნიკოლა სარკოზის დავუბრუნდეთ... საკმაოდ მძიმე ბავშვობამ, უმამობამ და არაფრანგულმა წარმოშობამ მომავალ პრეზიდენტში არასრულფასოვნების კომპლექსი წარმოშვა ("გოლიათური აღნაგობის" გარდა, ამ მიზეზის გამოც, ის ძალიან ჰგავს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს), რასაც თავად სარკოზიც არ მალავს... საგარეო საფრთხეებთან შედარებით პრიორიტეტულად შიდაპოლიტიკური ბრძოლის აღიარება საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის ტრადიციაა. 60-იან წლებში გენერალი შარლ დე გოლი საფრანგეთის სპეცსამსახურებს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნაში აცლიდა სიქას, ამ დროს კი მთელ ქვეყანაში გალაღებულად მოქმედებდნენ კა-გე-ბე და გე-ერ-უ", - აღნიშნავს გამოცემა და განაგრძობს:
...ირკვევა, რომ 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგ საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში რუსეთის ინტერესებს ლობირებდნენ. "ვიკილიქსმა" 2008 წლის ნოემბერში სტოკჰოლმში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელ რობერტ სილვერმენსა და შვედ დიპლომატ იოჰან ფრისელს შორის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. შვედი დიპლომატის თქმით: "საფრანგეთმა შვედეთი და პოლონეთი დაარწმუნა, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხში პოზიციები შეემსუბუქებინათ. საფრანგეთი "აღმოსავლური პარტნიორობის" პროგრამის გაყინვით იმუქრებოდა, თუ შვედეთი და სხვა ქვეყნები რუსეთ-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლებას შეაფერხებდნენ და დაჟინებით მოითხოვდა, მოსკოვთან საქმე ისე დაეჭირათ, თითქოს არაფერი მომხდარა". ამ საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაშინ, როცა აშშ და დიდი ბრიტანეთი დაჟინებით აყენებდნენ საკითხს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და რუსული არმია იქიდან უნდა გავიდეს, საფრანგეთი, გერმანია და იტალია უკვე 2008 წლის შემოდგომაზე ფარულად რუსეთის ინტერესებს იცავდნენ", - ამგვარ დასკვნას აკეთებს სტატიის ავტორი.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...2-05042011.htmlგამოდის, სადაც სააკაშვილს გავუკვეხებთ, იქ სარკოზისა და ვოვანსაც უნდა გავუკვეხოთ.
აქვე გაახლებთ კოტე ყუბანეშვილის ერთ ქმნილებას, რომელსაც ავტორის უნებართვოთ რეაქტიული რუბაიების ჟანრს მივაკუთვნებ.
ლექსითხილის გული რაღა გასაყოფია
მეცინება წრფელი გულით ცხრა ძმაზე
აქ რომ ირგვლივ ყველა ავადმყოფია
ხომ ეტყობა მთელ ნაციას ჩაცმაზე
ყველაფერში დამნაშავე ხალხია
რადგან რასაც იმსახურებს ეზღვება
განა ასე რთული დასანახია
რომ იმარჯვებს დასმენა და ბეზღება
ძაღლის თავიც სწორედ აქვე მარხია
წყალიც სწორედ ამ წისქვილზე ესხმება
და ის ვისაც ბავშვობაში მიაჯვეს
ცხოვრებაში ბოღმისაგან იმარჯვებს
ეს ცხოვრება უნდა გითხრათ სიმართლე
ამ ბოლო დროს ცოტა უკვე მომბეზრდა
ვერც სიბნელეს ვერ მოვფინე სინათლე
ვერც ქაჯობის გადავახტი ღობეს და
ვეღარც ხალხთან თავი ვეღარ ვიმართლე
ვეღარც მტრებმა ვერაგულად მომკლეს და
ვერც რაიმე ჩემ გარშემო შევცვალე
და ვატყობ რომ დავყლევდები მეც მალე.
© კოტე ყუბანეიშვილი


This post has been edited by Geronti on 5 Apr 2011, 14:27