დე კირიკო, ანუ ავანგარდის ალტერნატივაზე ვისაუბროთ ამ თემაში ძირითადად.

1888 წელს დაიბადა ჯორჯო დე კირიკო. საგულისხმოა, რომ წარმოშობით იტალიელი იყო, მაგრამ დაიბადა და გაიზარდა საბერძნეთში, განათლებაც ათენში მიიღო, მამის გარდაცვალების შემდეგ(1905) საცხოვრებლად გადადის და სწავლეს აგრძელებს გერმანიაში-- მიუნხენში, სადაც ყველაზე დიდი გატაცება იწყება მის ცხოვრებაში-- ნიცშე და შოპენჰაუერით. სწორედ ამ სამი კულტურის თანხვედრა და სინთეზია მასში.
მისი ყველაზე საინტერესო პერიოდი(1910-17) სიურეალიზმის დასაბამი ხდება. თავად დე კირიკო მხატვრული მეტაფიზიკის წარმომადგენელი და დამფუძნებელია. ("მეტაფიზიკა" ასე უწოდა მის ნამუშევრებს გიიომ აპოლინერმა).
ავტორია ერთი სიურეალისტური რომანის: "გებდომეროსი"(1925) და მემუარების: "მოგონებები ჩემი ცხოვრებიდან"(1945)
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათი: "მელანქოლია და ქუჩის მისტერია" (1914) კერძო საკუთრებაში.

სხვა 200-მდე ნამუშევარი ამ ლინკზე:
http://allshares.ge/download.php?id=45592B8E98 დავამატოთ და განვავრცოთ, მეგობრებო...
მგონი ტყუილად ვხსნი ასეთ რთულ მხატვარზე თემას, ასეთ დროს, მარა მაინც...
This post has been edited by Melpomene on 20 Apr 2014, 03:05