თავდაპირველად მხოლოდ ფაქტები, დაღმავალი ქრონოლოგიით:
27.03.2011. სანკტ–პეტერბურგში თავს დაესხნენ ჩამოსულს უზბეკეთიდან.01.03.2011. მოსკოვში უცნობმა თავდამსხმელებმა დანით დაჭრეს ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც მეეზოვედ მუშაობდა.08.02.2011. მოსკოვის ოლქში 15 წლის მოწაფემ დანით დაჭრა ტაჯიკეთის მოქალაქე.28.01.2011. მოსკოვის ცენტრში მოკლეს 31 წლის მეეზოვე, რომელიც სამუშაოდ ჩამოვიდა ბრიანსკიდან.
თვე ისე არ გავა, მოსკოვში ან რუსეთის რომელიმე ქალაქში არ მოკლან ან არ დაჭრან ჩამოსული გასტარბაიტერები. მეოცე საუკუნის დასასრულისა და ოცდამეერთეს დასაწყისში, რუსეთმა აგრესიული სახელმწიფოს იმიჯი დაიმკვიდრა – აქ ასეთივე დაუცველი არიან რუსეთის მოქალაქეები (განსაკუთრებით შავგვრემანი თუ ვიწროთვალება), როგორც სამუშაოს საძებნელად ჩამოსული უცხოელი მიგრანტები.
ამასწინათ, იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა გამოკითხვა თემაზე „ნაციონალიზმი თანამედროვე რუსეთში“, მონაწილეთა ასაკი განისაზღვრებოდა 18 წლიდან ზევით, მიღებული შედეგების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3,4%–ს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა – 68% მთავრობისგან მოითხოვს ჩამოსულთა ნაკადის შეზღუდვას; 41% დასაშვებად მიაჩნია მასობრივი სისხლისმღვრელი შეტაკებები ნაციონალურ ნიადაგზე; 28% – კი პირიქით, დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.
საწინააღმდეგო აზრს „არ უნდა იყოს ადმინისტრაციული ბარიერი ჩამომსვლელებისათვის და უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ისინი რუსეთის კეთილდღეობის ასამაღლებლად“ იზიარებს რესპონდენტთა მხოლოდ 24% – თითქმის 2–ჯერ ნაკლები, ვიდრე 10 წლის წინათ.
ლევადა–ცენტრის მონაცემებით, 2011 წლის გაზაფხულისათვის გაიზრდება მათი რიცხვი, ვინც წინააღმდეგია ყოფილი იმპერიის განაპირა მხარეების მკვიდრთა ექსპანსიისა ცენტრალურ რუსეთში. მათ ოდნავ ჩამორჩებიან ისინი, ვინც მომხრეა იდეისა “რუსეთი რუსებისათვის“ – 58%, ანუ, ნახევარზე მეტი, რაც მაღალი მაჩვენებელია ისეთი დიდი სახელმწიფოსათვის, როგორიც რუსეთია.
სწორედ, ამაზეა ნათქვამი „სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენო“ – რუსეთის ხელისუფლება და მისი ინტელიგენცია დღესაც სხვა ქვეყნებს სდებს ბრალს ნაციონალიზმის გამოვლენაში.
ამ კითხვის ერთ–ერთ სეგმენტს „არ იქნებოდა ცუდი ამის (“რუსეთი რუსებისათვის“) განხორციელება გონიერების ფარგლებში“, დადებითად პასუხობს 43%. საინტერესოა, რა იგულისხმება და როგორია „გონიერების ფარგლები“ რუსებისათვის? გამოკითხულთა 15% სურს, რომ რუსეთი მხოლოდ მათი, რუსების იყოს; 24% კი წინააღმდეგია და ფაშიზმად მიიჩნევს.
-------
კიდევ სხვა სახის მონაცემები თუ დაგაინტერესებთ, აქ წავაწყდი დილით ამ სტატიას:
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4166