ეს გობლინ-2 არ ხუმრობს ხო იცი შენ

იქეთ გენერლებს დააყრევინა ტავები (MVD; ჯარი) აქეთ კიდევ ზატულინი დაუქნევია

ერთი სიტყვით იცილებს ბიჭუ პუტანას კადრებს და ძალიანაც კარგი!>.
მედვედევ-პუტინის დაპირისპირებას ზატულინი შეეწირა
12:37 - 05.04.2011
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
უკრაინის უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ტარას ჩერნოვილის შეფასებით, "ზატულინის გათავისუფლების მიზეზი მისი სკანდალურობა გახდა".
"ზატულინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ლიბიის საკითხზე პრემიერ პუტინისა და პრეზიდენტ მედვედევის მიერ განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების შემდეგ პუტინის მხარე დაიჭირა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაპირისპირება ხელოვნურად შეიქმნა, რათა ინფორმაციული სივრცე შეევსოთ", - აცხადებს უკრაინელი დეპუტატი და დასძენს, რომ "ზატულინის გათავისუფლების მიზეზი რეალურად სხვა რამაა".
"ფორმალურად გაჟღერდა, რომ იგი გენერალური ხაზის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა რეალურად რუსეთს ახლა სკანდალები არ სჭირდება, ზატულინი კი, როგორც ცნობილია, სწორედ ასეთი განცხადებებით გამოირჩეოდა", - აღნიშნავს ჩერნოვილი.
მისივე შეფასებით, "გათავისუფლების მიუხედავად, ზატულინი უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციის ტრანსლირებას მომავალშიც გააგრძელებს და როგორც წესი, ეს საკმაოდ თავისებური პოზიციაა, რომელიც დროდადრო რუსეთის ხელისუფლებისთვის მომგებიანია".
თავად ზატულინი თვლის, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მან ლიბიასთან დაკავშირებით პრემიერ პუტინის პოზიცია დაიკავა.
"არ ვმალავ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარს პუტინს ვუჭერ. პრეზიდენტ მედვედევს ძალიან საინტერესო ადამიანად ვთვლი, მაგრამ მის მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმები", - აცხადებს ზატულინი.
მაკა ბრეგვაძე
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...