Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რეპტილიების მნიშვნელობა და მათი დაცვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
#17701169
· 29 Jan 2010, 23:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
2009-11-27
რეპტილიები ფართოდ არიან გავრცელებულნი, ზოგ ლანდშაპტში მათი მრავალრიცხოვნობის წყალობით ამ ცხოველების ბიო მასა საკმაო სიდიდეს აღწევს. თუ მაგალითად , ავიღებთ რუსეთს , ზომიერი ზონის ტყის ბიოტოპებში პოპულაციათა სიმჟიდროვე მცირეა (1 ჰა-ზე ერთეულთან ათ ეგზემპლარამდე), მაგრამ სამხრეთისკენ რეპტილიების რაოდენობა შესამჩნევნად იზრდება და სტეპებსა და უდაბნოში 1 ჰა-ზე ასობიტ ეგზემპლარს აღწევს. საქართველოში ისეთი მაჩვენებლით ხასიათდება , მაგალითად, ზოლიანი ხვლიკი, რომლის რიცხოვნობა 1 ჰა-ზე შეიძლება აღწევდეს 200-400 ეგზემპლარს. რეპტილიები, მათი დიდი ბიომასის გამო, საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ ნივთიერებათა მიმოქცევაში, როგორც სხვადასხვა ტროპული დონის კონსუმენტები (მომხმარებელი). მაგალითად, ჩვენი ფაუნის ხვლიკებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მავნე მწერების განადგურებაში, როგორც ზოლიანი ხვლიკის საკვები რაციონის გამოკვლევამ აჩვენა, მასში მავნე მწერები 80 % შეადგენენ. ყველაზე მოკრძალებული მონაცემით, თბილისის დენდროპარკში ხვლიკები დღის განმალობაში ანადგურებენ 10 კგ-ზე მეტ სოფლის მეურნეობის მავნებელს. გველებს შორის, უდავოდ, სასარგებლოა ის ფორმები, რომლებიც ძირითადად იკვებებიან მღრღნელებით, აგრეთვე მწერიჭამიები, როგორც მაგალითად , გველგესლა ან ეირენისი. რაც შეეხება მსოფლიო ფაუნას, უნდა აღინიშნოს კუსა და მისი კვერცხების, აგრეთვე სხვა რეპტილიების საკვებად გამოყენება. ნიანგის ტყავს კი , როგორც ცნობილია , მრეწველობაში იყენებენ ნედლეულად. აშკარაა რეპტილიების უარყოფითი როლიც: ზოგიერთ თევზსაშენ სადგურებში (მაგალითად, შუა აზიაში) წყლის ანკარები დიდი რაოდენობით ანადგურებენ ლიფსიტებს, ზოგ ქვეყანაში , (პირველ რიგში ტროპიკებში) დიდია მსხვერპლი შხამიანი გველებისგან და ა.შ. საჭიროდ მიგვაჩნია შხამიან გველებზე ყურადღების საგანგებო შეჩერება. უკანასკნელ დროს გველის შხამმა ფარტო გამოყენება ჰპოვა ბიოქიმიასა და მედიცინაში. ამავე დროს, შხამის მიღება და მისი გადამუშავება მეტად შრომატევადი პროცესია. ამიტომ გველის შხამი ოქროზე ძვირად ფასობს. ამასტან, გველების ბუნებრივი კერების გაძლიერებულმა ექსპლუტაციამ (უკონტროლო ჭერამ, სერპენტარიუმებში შხამის მიღების პროცესში მასობრივმა სიკვდილიანობამ) მწვავედ დააყენა საკითხი შხამიანი გველების დაცვის თაობაზე. საქართველოში 1969 წელს მიღებულ იქნა მთავრობის შესაბამისი დადგენილებები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის აგმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული შხამიანი გველის - გიურზის კბენა მეტად საშიშია. მიუხედავად ამისა , სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე გველის კბენის მიზეზით სიკვდილი იშვიათია და თვით შუა აზიაშიც კი ყოველწლიურად არ აღირიცხება. დაკბენილის მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად აღმოჩენილ დახმარებას. ამასთან, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა- სპეციალური შრატი <<ანტიგიურზა>>, ხოლო სხვა ჯურის მამაპაპური მეთოდი - დასერვა, მოწვა და სხვა მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას. ყველაზე საშიშმა <<საშუალებამ>> - გადაჭერამ კი შეიძლება გამოიწვიოს განგრენა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგიტ. ისევე, როგორც ცხოველთა სამყარო საერთოდ, საქართველოში გავრცელებული რეპტილიებიც დაცვას საჭიროებენ. მთავარი საფრთხე რეპტილიებს ადამიანის მხრიდან მოელით. საბინადრო გარემოს მკვეთრი შეცვლა და უშუალო დევნა- აი ის უპირველესი მიზეზი, რამაც განაპირობა მთელი რიგი სახეობების რიცხოვნობის და გავრცელების არეალის შემცირება. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია გველებში და კუებში. რაც შეეხება ხვლიკებს, აქ მდგომარეობა ბევრად უკეთესია, თუმცა ხვლიკებს შორისსაც არიან ისეღი სახეობები , რომელთა დაცვის აუცილებლობა პირველ რიგში ნაკარნახევია მათი მცირერიცხოვნობითა და გავრცელების შეზღუდული არეალით(გრძელფეხა სცინკი, აზიური თვალტიტველა ხვლიკი), აგრეთვე იმითაც, რომ ზოგიერთებს უმოწყალოდ ხოცავენ. უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება თითტიტველი გეკონი, რომელიც ბინებში გვხვდება და აბსოლუტურად გაუმართლებელ ზიზღსა და შიშს იწვევს მოსახლეობაში. არა და სარგებლობის მეტი არაფერი მოაქვს (ტარაკნებს ანადგურებს). მაგრამ განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაში, მოსახლეობაში ტრადიციულად დამკვიდრებული შიშის გამო, გველები(როგორც შხამიანები, ასევე უშხამო) არიან. გარდა ამისა, შხამიანი გველების რიცხოვნობაზე(პირველ რიგში ეს გიურზაზე ითქმის) მეტად უარყოფითი გავლენა იქონია მათი სამრეწველო მიზნებით გამოყენების პრაქტიკამ რესპუბლიკის გარგლებშს გარეთ არსებულ გველსაშენებში. მართალია თავის დროზე საქართველოს მტავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება, მაგრამ ჯერ ერთი, საკითხავია თუ როგორ სრულდებოდა იგი და მეორეც, სადღეისოდ, როგორც ჩანს, მას უკვე დაკარგული აქვს ძალა. მთელი რიგი სახეობებისა წითელ წიგნშია შეტანილი, თუმცა ამ შემთხვევაშიც მარტოოდენ ეს როდი შველის საქმეს. საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები- პირველ რიგში ახსნა-განმარტებითი მუშაობა, აქრეთვე პროპაგანდის საშუალებათა გამოყენება. მოსახლეობამ უნდა გაარჩიოს ერთმანეთისაგან შხამიანი და უშხამო გველები, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, სადაც შხამიანი გველების სახეობათა რაოდენობა სულ 4-ია. საჭიროა იმ ფსიქოლოგიური ზღურბლის გადალახვა, რაც აიძულებს ლაცს გზაზე მოსრიალე გველის დანახვისთანავე ხელში ქვა აიღოს... თანაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის-შხამიანია გველი თუ უშხამო. რაც შეეხება სამრეწველო დამზადებას შხამის მიღების მიზნით , ეს ჩვენს პირობებში შეიძლებელია. საქმე ისაა, რომ შხამის დამზადების რენტაბელობა მოითხოვს ყოველწლიურად გველის ასეულობით და ათასობით ინდივიდებს. საქართველოს ბუნებას ასეთი რესურსები არ გააჩნია. ამიტომ ყველაზე უფრო სწორი იქნება ისეთი გველსაშენის შექმნა, სადაც გადაწყეტილია ურთულესი და უმძიმესი პრობლემა - დიდი რაოდენობით გველთა სულადობის კვლავწარმოება. მაგრამ ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ამის განხორციელება სადღეისოდ უამრავ ტექნიკურ სიძნელეს წააწყდება და ამათგან უმთავრესია ახალშობილთა გამოზრდა-გამოკვება. ამიტომ ჩვენს პირობებში პირველ რიგში საჭიროა ჩამოყალიბდეს სამეცნიეროკვლევითი ცენტრი სადაც იწარმოებს შხამიანი გველების გამრავლება-გამოზრდის ოპტიმალური ვარიანტების მეცნიერული შესწავლა, რათა მიღებული შედეგები შემდგომ დაინერგოს სამრეწველო სერპენტარიუმებში.
--------------------
ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი - კაცობრიობას!
www.vet-express.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 109509
რეგისტრ.: 16-January 10
#17842509
· 7 Feb 2010, 01:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან საინტერესოა! წავიკითხე, მომეწონა! დიდი მადლობა ავტორს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
#17842901
· 7 Feb 2010, 01:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 109509
რეგისტრ.: 16-January 10
#17910018
· 10 Feb 2010, 22:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დიღომში თავისუფლად იყიდება პატარა კუები რომლებიც ბუნებაშია დაჭერილი და ყველას ეს ფეხებზე ჰკიდია,
ქართველებს სხვაგვარად არ შეგვიძლია მე პირადად და მემგონი ბევრს ბავშვობიდან გვინერგავდნენ სიძულვილს ზოგადად რეპტილიების მიმართ, ათასი უაზრო წარმოდგენა არსებობს მათ შესახებ და შედეგად რა გასაკვირია თუ სრულიად უვნებელ ანკარას ვინმე ქვას მოუღერებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14121
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09
#17910535
· 10 Feb 2010, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Overlord667 @ 10 Feb 2010, 22:42 )
დიღომში თავისუფლად იყიდება პატარა კუები რომლებიც ბუნებაშია დაჭერილი და ყველას ეს ფეხებზე ჰკიდია,
ქართველებს სხვაგვარად არ შეგვიძლია მე პირადად და მემგონი ბევრს ბავშვობიდან გვინერგავდნენ სიძულვილს ზოგადად რეპტილიების მიმართ, ათასი უაზრო წარმოდგენა არსებობს მათ შესახებ და შედეგად რა გასაკვირია თუ სრულიად უვნებელ ანკარას ვინმე ქვას მოუღერებს
ჩემ პოსტებს აკოპირებ? ..........................
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 109509
რეგისტრ.: 16-January 10
#17910678
· 10 Feb 2010, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არა ძმაო! უბრალოდ ვიზიარებ შენს პოსტს მართალი ხარ! ამიტომ დავაკოპირე! ისე კარგი იქნებოდა ჩვენს ხალხს სხვა თვალით რომ დაენახა რეპტილიები, გველებიც ხომ ღმერთის გაჩენილია
* * *
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Princess-coco
samefo eleqsiri
ჯგუფი: Members
Princess-coco
samefo eleqsiri
ჯგუფი: Members
წერილები: 2996
წევრი No.: 107140
რეგისტრ.: 10-December 09
#17911284
· 10 Feb 2010, 23:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვერ ვიტან რეპტილიებს. საშინელი არსებებია, განსაკუთრებით მათი მზერა მეზიზღება...
ჩემ სოფელში ხშირად დარბიან ვირთაგვები და ხვლიკები
--------------------
M u s i C
.ιlιlι.|̲̅̅●̲̅̅|̲̅̅=̲̅̅|̲̅̅●̲̅̅].ιlιlι.
ფორთო მიყვარხარ <3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 109509
რეგისტრ.: 16-January 10
#17928764
· 11 Feb 2010, 22:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან ცუდი რომ ასე ცუდად ხარ განწყობილი რეპტილიებთან. ვირთაგვები რეპტილიები არ არიან.
* * *
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
#17947196
· 12 Feb 2010, 22:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გიურზა
მეტად დიდი ზომის შხამიანი გველია, მისი სიგრძე ზოგჯერ 1,5 მ-ს აღწევს. ძალიან მსხვილია, აქვს განიერი სამკუთხა თავი. შხამიანი ჯირკვლები ძლიერაა განვითარებული.
გიურზას შეფერილობა ღია რუხიდან მუქ რუხამდე. ზურგის მხრიდან აქვს მსხვილი ლაქები, რომლებიც ხშირად კლაკნილის ზოლის შთაბეჭდილებას ქმნიან.
გიუტზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში,სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში.
საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარში( თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქშიც შედიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივერისზეგანზე. ცნობილია თბილისის მიდამოებშიც, მაგალითად ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს.
გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულობით დღის ცხოვრებას ეწევა, ზაფხულში მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ამ დროს მას ხშირად ვხვდებით მეცხვარეების მიერ მიტოვებულ ფარეხებში,
გიურზა საქართველოს გველებს შორის ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე შხამიანია. ცნობილია მისი შხამით ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები. მიუხედავად ამისა , გიურზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, რადგან შეიცავს ძვირფასი თვისებების მქონე შხამის და მისი რაოდენობა სულ უფრო მეტად მცირდება.
საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა obtusa
* * *
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
#18202740
· 26 Feb 2010, 22:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
This post has been edited by
Dr Regners
on 26 Feb 2010, 23:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
Overlord667
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 55
წევრი No.: 109509
რეგისტრ.: 16-January 10
#18202967
· 26 Feb 2010, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dr Regners
რა კარგი სურათები მოგვაწოდეთ, მაგარი ლამაზები და საყვარლები არიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
#19010237
· 12 Apr 2010, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მწვანე ანაკონდა
მწვანე ანაკონდა (Eunectes murinus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: მახრჩობელასებრნი
ქვეოჯახი: მახრჩობელები
გვარი: ანაკონდები (Eunectes)
სახეობა: მწვანე ანაკონდა
ლათინური სახელი
Eunectes murinus
ლინეი, 1758
სისტემატიკა
ვიკისახეობებში
სურათები
ვიკისაწყობში
ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია და ბინადრობს მთელს ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.სექციების სია [დამალვა]
1 შეფერილობა
2 ცხოვრების წესი
3 გამრავლება
4 ტყვეობა
5 მითები, ლეგენდები
6 ქვესახეობები
შეფერილობა [რედაქტირება]
მწვანე ანაკონდა
მწვანე ანაკონდას ზურგის ძირითადი შეფერილობა მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა და მონაცვლეობენ ჭადრაკისებურად. გვერდებზე აღენიშნება რამოდენიმე რიგი წვრილი, ღია ფერის ლაქებისა, რომლებიც შემოფარგლულია შავი ზოლებით. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე.
ცხოვრების წესი [რედაქტირება]
ფაილი:Anakonda verschlingt Wasserschwein Senckenbergnewname.jpg
სენჩენბერგის მუზეუმის გამოფენა: ანაკონდა მიირთმევს კაპიბარას
ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანი ამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში, ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს: სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს (აგუტი, პაკა) რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან, წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ანაკონდას მსხვერპლნი ხშირად ხდებიან შინაური ცხოველები და ფრინველები: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5 მეტრიანმა ანაკონდამ დაახრჩო და გადაყლაპა 2,5 მეტრი სიგრძის მუქი ფერის პითონი სულ რაღაც 45 წუთში.
ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე და ღებულობს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და ხანგრძლივად შეუძლია წყალქვეშ ყოფნა. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაკონდა გადადის მეორე წყალსატევში ან ცურვით მიუყვება მდინარეს. როდესაც ამის საშუალება არ არის, მშრალი სეზონის განმალობაში, იგი ღრმად ეფლობა ტალახში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას. ზოოპარკებში არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუ როგორ იხეხავს ანაკონდა სხეულს წყლის ფსკერზე ხახუნით.
გამრავლება [რედაქტირება]
ანაკონდა კვერცხცოცხლადმშობია. დედალი დებს 28-42 კვერცხს, საიდანაც იბადებიან 50-80 სანტიმეტრი სიგრძის წიწილები, შესაძლოა მან ცოცხალი ნაშიერებიც შობოს. ნიუ-იორკში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ამტვრევდა ანაკონდა კბილებით მის მიერ დადებულ კვერცხებსა და ხელს უწყობდა ნაშიერების გამოჩეკვას. კვერცხების მთავარ გარსს და გაუნაყოფიერებელ კვერცხებს დედალი ანაკონდები თავად მიირთმევენ, ზოგჯერ - ახლადდაბადებულ ნაშიერებსაც ჭამენ. გველების ამ სახეობას შორის, კანიბალიზმიც საკმაოდ გავრცელებულია. არც თუ იშვიათად მოზრდილი მდედრი ანაკონდა, მომცრო მამრს ყლაპავს. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მდედრ ანაკონდას ეს იმიტომ ესაჭიროება, რომ გამრავლებისთვის მოსამზადებლად დამატებითი საკვები ჰქონდეს მიღებული, ზოგი კი ფიქრობს, რომ სავალალო შემთხვევა სექსუალურ ამორფიზმს უკავშირდება; თუმცა, დაზუსტებული ახსნა ამ ფაქტისა, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ტყვეობა [რედაქტირება]
ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს, მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა.
მითები, ლეგენდები [რედაქტირება]
მიუხედავად მრავალგვარი მოინათხრობისა, ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის გარდა იშვიათი შემთხვევებისა. არსებობს რ. ბლომბერგის მონათხრობი, თუ როგორ მოგუდა და გადაყლაპა ანაკონდამ 13 წლის ბიჭი. თუმცა ადგილობრივებს, როგორც წესი, მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. ანაკონდა რეწვის ობიექტია - იყენებენ მის ტყავს, ხორცს, ცხიმს.
This post has been edited by
Dr Regners
on 12 Apr 2010, 22:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14121
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09
#19010706
· 12 Apr 2010, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
99 წელს ბათუმში მოძრავი რეპტილიების ზოოპარკი ჩამოვიდა მათ შორის ანაკონდაც იყო ტლანქი მსუქანი ცხოველია მაგრამ სიმპატიური ქვევიდან უფრო ლამაზია, სადღაც სურათიც მაქვს მასთან გადაღებული ყვადათ მწერებიც დიდი მსუქანი ტარაკანები მაგრამ ისისნი მეზიზღება უკვე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aka
Sigint LLC
ჯგუფი: Members
aka
Sigint LLC
ჯგუფი: Members
წერილები: 7238
წევრი No.: 2038
რეგისტრ.: 10-April 03
#19010823
· 12 Apr 2010, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ანაკონდასი რა მოგახსენოთ, მაგრამ იგუანას იყოლიებდა კაცი...
--------------------
უზრდელების დედების ბოიფრენდი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Dr Regners
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1112
წევრი No.: 106944
რეგისტრ.: 8-December 09
#20660752
· 13 Jul 2010, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წითელწყაროს რაიონში გიურზების შემოსევაა უკვე სამ ადამიანს უკბინა, ეს საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია. აუცილებელია რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ამის შესახებ და მომარაგებული მედ პუნქტები გველის შხამის საწ შრატით-ანტიგიურზინით
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0360 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.