რამდენი შეცდომა შეიძბა დაუშვას ჩვენმა მთავრობებმა?
ეს ნულოვანი ვარიანტი როგორც მახსოვს ბატონი ნოღაიდელის მეთაურობით მიიღო პარლამენტმა

«ნულოვანი ვარიანტი» - რუსეთის მორიგი ულტიმატუმი
გუშინ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა «მავანთა მხრიდან დემაგოგიაში სავარჯიშოდ გამოყენებული თემა» უწოდა ე.წ. «ნულოვან ვარიანტს», რომელიც ითვალისწინებს უარის თქმას ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებსა და პასივებზე, ანუ ორივე მათგანის რუსეთისათვის გადალოცვას.
სწორედ ასე მოიქცა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკა, ბალტიის სახელმწიფოთა ჩათვლით. საქართველოს გარდა, ერთადერთი გამონაკლისია უკრაინა, თუმცა, კიევიც მხოლოდ უცხოეთში სსრკ დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობათა ნაწილს მოითხოვს - «ოქროსა და ალმასის» ფონდებზე ან სხვა სახის აქტივებზე მას პრეტენზია არა აქვს, ანუ საქართველო და უკრაინა არ შეუერთდნენ 1991 წლის 4 დეკემბრის ფუნდამენტურ ხელშეკრულებას «სსრკ სახელმწიფო ვალსა და აქტივებთან მიმართებაში სამართალმემკვიდრეობის თაობაზე».
ოღონდ აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უკრაინა საბჭოთა პერიოდში გაეროს ნამდვილ წევრად ითვლებოდა და ეს «წევრობა» ფორმალური იყო პოლიტიკური, მაგრამ არა იურიდიული თვალსაზრისით.
ამრიგად, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შემდეგ ალგორითმს გულისხმობს: საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უერთდება დსთ-ის შესაბამის კონვენციებს, რითაც თბილისი უარს ამბობს ყოფილი საბჭოთა კავშირის როგორც აქტივებზე, ასევე ვალებზე.
ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ (ვლადიმირ პუტინთან სიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად) პარლამენტში შესაბამისი დოკუმენტი შეიტანა განსახილველად.
რუსეთმა, თავის მხრივ, 12 იანვრამდე (მაშასადამე, ორშაბათს ან ხუთშაბათს) «პარიზის კრედიტორთა კლუბში» ოფიციალურად უნდა განაცხადოს თანხმობა საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციაზე (სავარაუდოდ, 3-5 წლით). 12 იანვარს კი, ვაშინგტონში დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეკრება, რომელმაც უნდა მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ. როგორც ჩანს, რუსეთთან 170 (თუმცა, 22 მილიონი დოლარის გადარიცხვის შემდეგ უკვე 158) - მილიონიანი ვალის 3-5 წლიანი რესტრუქტურიზაცია ადეკვატური საფასურია რუსეთთან ურთიერთობებში დარჩენილი უკანასკნელი ეკონომიკური (ანუ პოლიტიკური) კოზირის გამოსაყენებლად.
წინააღმდეგ შემთხვვაში, სავალუტო ფონდი ჩვენთან ურთიერთობებს არ აღადგენს, 2001 წელს ვერ მივიღებთ ბიუჯეტში (უკვე) გათვალისწინებულ 150 მილიონ ლარს და 65 მილიონ ლარს 2000 წლის ბიუჯეტის ანგარიშში.
გარდა ამისა, 2001 წელს დამატებით (ანუ ბიუჯეტში გათვალისწინებულზე მეტად) გვექნება გადასახდელი 292 მილიონ 723 ათასი დოლარი. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი მთლიანად 500 მილიონი დოლარია. აქედან გამომდინარე, ქვეყანა «ფინანსურ ჩიხში» მოექცა და «ნულოვანი ვარიანტის» კოზირის მსხვერპლად გაღება ერთადერთი გამოსავალი ჩანს.
რაც ყველაზე საგულისხმოა, რუსეთს თითქმის არა აქვს გარანტია, რომ მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს ვალების რესტრუქტურიზაციაზე (თუ თავად დაიცავს ხსენებულ ალგორითმს), საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი «გავა» უპრობლემოდ ან თუნდაც პრობლემებით და კრემლი საწადელს მიაღწევს, ანუ პირისპირ დარჩება უკრაინასთან - ყოფილი საბოჭთა კავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შენობების გაყოფის საკითხში.
მაგრამ რა მოხდება, თუ პარლამენტი ამ წინადადებას «ჩააგდებს»? - სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ხომ იმ დროისთვის აღდგენილი იქნება? ალბათ, ამ შემთხვევისთვის რუსეთს სხვა ბერკეტი აქვს შემონახული - «იტერასგან» გაზის მოწოდებაზე ხელშეკრულებას 3 თებერვალს გაუდის ვადა.
დილის გაზეთი, 9 იანვარი, 2001 წელი
http://experti.ge/2001nulovani_varianti_2.htmრას ვერ მიხვდა ჯეფრი საქსი? ანუ ანგარიშსწორება კიმ ირ სენის ბიუსტებით
უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება არაკომპეტენტური გნიასი ე.წ. «ნულოვან ვარიანტთან» დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზა უარი თქვას ყოფილ საბჭოთა კავშირის «აქტივებსა და პასივებზე», რის სამაგიეროდ, რუსეთი გადაგვივადებს 158 მილიონი დოლარის ვალის გადახდას, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი განაახლებს ურთიერთობებს საქართველოსთან, რაც კონკრეტულად მიმდინარე წელს 150 მილიონი დოლარის მიღებას ნიშნავს - ეს თანხა უკვე გათვალისწინებულიცაა ბიუჯეტში.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს სავალუტო ფონდთან ურთიერთობის აღდგენას, წელსვე გადასახდელი გვექნება დამატებითი 300 მილიონი დოლარი, გარდა იმ თანხისა, რაც ისედაც გათვალისწინებულია ბიუჯეტის მიხედვით. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს გაკოტრება (ანუ სახელმწიფოებრივი დეფოლტი) გარდაუვალია.
ყოფილი საბოჭთა კავშირის ყველა რესპუბლიკა (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) თურმე «იდიოტი აღმოჩნდა», რაკი დათანხმდა ნულოვან ვარიანტს. უკრაინაც კი, როგორც საბოჭთა პერიოდიდან გაეროს წევრი, მხოლოდ საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობათა ნაწილს მოითხოვს (ჯერჯერობით უშედეგოდ) და არა «ალმასის ფონდს». ამ დროს საქართველო (თითქოს ზესახელმწიფო ვიყოთ) 6 მილიარდ დოლარს ითხოვს რუსეთისაგან!!!
რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი კარაულოვმა ამას წინათ სასაცილოდ აიგდო ერთი ცნობილი ქართველი ქალბატონი (ბურჯანაძე) - პოლიტიკოსი: მომეცით 6 მილიარდი დოლარი და შეგიყვარებთო.
არა, მაინც რა ვართ ეს ქართველები - ყველა იდიოტია, ჩვენს გარდა: ყირგიზებიც, ლიტველებიც, მოლდოველებიც, ესტონელებიც, სომხებიც, ლატვიელებიც, აზერბაიჯანელებიც... მხოლოდ ჩვენ ვიცავთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, სხვაგან ყველგან რეგვნები და მოღალატეები არიან, რაკი «ნულოვან ვარიანტს» დაეთანხმნენ.
სულ მთლად «გასაგიჟებელია» ის არგუმენტი, რომ, თურმე, ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებიდან ერაყის, კუბის ან ინდოეთის ვალები თუ მაინც მივიღეთ, ავშენდებით, ვინაიდან მათი 10 პროცენტად «გადაყიდვა» შეიძლება.
არადა, იმ ხალხს, ვინც ასეთ აშკარა აბსურდს ამტკიცებს, რატომღაც, აზრად არ მოსდის ელემენტარული კითხვა: განვითარებადი ქვეყნების ვალების თუნდაც 10 პროცენტად გაყიდვა რომ შეიძლებოდეს, განა რუსეთი თვითონ არ გაყიდდა მათ 8 წლის განმავლობაში? ე.ი. ისევ ჩვენ, ქართველები, ვართ გენიოსები, ხოლო რუსები დებილები არიან - ვერ მოიფიქრეს საწყლებმა, «ფაქტორინგული ოპერაციის» განხორციელება და ამ გზით «პარიზის კლუბისადმი» 60 მილიარდიანი დავალიანების შემცირება!
არადა, რუსეთი, რომელმაც წელს უარი თქვა «პარიზის კლუბის» ვალების გადახდაზე და ამით კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი პოტენციური ინვესტორების წინაშე (ვინ ენდობა ქვეყანას, რომელიც ვალებს არ იხდის?!), რატომაც არ გაცვლიდა კუბის, ინდოეთის, ანგოლის, ერაყის, სირიის, ლიბიის ვალებს მთლიანად - დასავლეთისადმი საბჭოთა კავშირის ვალის თუნდაც 10 პროცენტში? ეს რომ შესაძლებელი იყოს, რუსეთი რატომ თავად არ განახორციელებდა ასეთ «გაცვლას»? თანაც, ფულზე ხომ არ იქნებოდა საუბარი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი ვალების 10 პროცენტის ჩამოწერაზე - განვითარებადი ქვეყნების ვალის 100 პროცენტის სანაცვლოდ!
ე.ი. ქართველი ეკონომისტები მიხვდნენ რაღაცას თავიანთი პატარა ჭკუით და გაიდარი, ჩუბაისი, იავლინსკი, შატალინი, აბალკინი, ლეონტიევი ვერ მიხვდნენ, რომ შესაძლებელია ვალების 10 პროცენტად გაყიდვა «ფაქტორინგული ოპერაციით»?! უფრო მეტიც, ეს შესაძლებლობა ვერ დაინახა თვით ბორის ელცინის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა.
მაშასადამე, ქართველი ეკონომისტები, რომლებსაც ხაშურის რაიონის მესაქონლეობაზე აქვთ დისერტაციები დაცული, მიხვდნენ, ხოლო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი საქსი ვერ მიხვდა, ამდენი ვერ მოიფიქრა, - პრეზიდენტ ელცინისათვის ერჩია, ერაყისა და ვიეტნამის ვალი 10 პროცენტად გაეყიდა!
ამაზე მეტი იდიოტიზმი გაგონილა?
იმავე ხალხს ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ, რომ სრულიად არარეალურია ყოფილი საბჭოთა კავშირის უძრავი ქონებიდან (საზღვარგარეთ), მით უმეტეს, ალმასისა და ოქროს ფონდებიდან საქართველომ რაიმე მიიღოს. რუსეთთან ხანგრძლივი (მინიმუმ სამწლიანი) მოლაპარკების შედეგად, შეიძლება 1,68 პროცენტის ანგარიშში გადმოგვიგდონ იმავე ჩრდილოეთ კორეის ვალი. ჰოდა, გავაგზავნოთ დელეგაცია ფხენიანში ან გამოვაქვეყნოთ ინტერნეტში წინადადება საქართველოსადმი ჩრდილოეთ კორეის ვალის 3 პროცენტად გაყიდვის შესახებ - ვნახოთ ერთი, ვინ იყიდის.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირის სავალო ხელშეკრულებები «სოციალისტური ბანაკის» ქვეყნებთან ბარტერის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, ანუ დოლარით ანგარიშგებას არ გულისხმობდა.
ამრიგად, ჩრდილოეთ კორეას (თუ მაინცდამაინც) შეუძლია ანგარიში გაგვისწოროს კიმ ირ სენის ბიუსტით, რომელსაც თითოეულს 100 დოლარად შეაფასებს.
ჰოდა, მოვრთოთ დედაქალაქი ამ ბიუსტებით. ამასობაში კი, უკვე მიმდინარე წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალის «ჩვენი კუთვნილი წილი» გადავუხადოთ ამერიკას, გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს. თანაც, «მყარი ვალუტით» ან ოქროთი, ვინაიდან ჩვენი გენიალური ეკონომისტ-ექსპერტების ბიუსტებს ისინი, ალბათ, არ მიიღებენ.
სინამდვილეში, თუ «საპნის ბუშტის» სანაცვლოდ რუსეთის ვალის თუნდაც ერთი წლით გადავადებას მივაღწიეთ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა აღვადგინეთ, ესეც სერიოზული წარმატება იქნება, თუმცა ქვეყანაში, სადაც ყველა გენიოსია, უკლებლივ ყველა დარგში (მაკროეკონომიკიდან - ფეხბურთის ჩათვლით), ამას აბა, ვის შეაგნებინებ?
მერიდიანი, 10 იანვარი 2001 წ.
http://experti.ge/2000nulovani1.htm"ნულოვანი ვარიანტი" - "ფრე" თუ მარცხი დიდი ანგარიშით?
რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ეგრეთ წოდებული, "ნულოვანი ვარიანტით"
საბჭოთა კავშირის პირდაპირმა სამართალმემკვიდრემ კიდევ ერთი ძლიერი კოზირი გაათამაშა ყოფილი მოძმე რესპუბლიკის წინააღმდეგ. განგების ნებაა - რუსეთი ჩვენზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, კოზირიც ჩვენზე მეტი უჭირავს ხელში, საქართველო კი, თავის მხრივ, თითქოს ჯადოსნურ წრეში მოექცა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეკონომიკურ ზემოქმედებაზე მხოლოდ იძულებითი ხელშეკრულებების სახით უწევს რეაგირება, მით უმეტეს, რომ მათი გაფორმებისას ჩრდილოელ მეზობელს უმთავრესად პოლიტიკური მიზნები და მოტივები უფრო ამოძრავებს, ვიდრე წმინდა ეკონომიკური.
აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ რა ხერხსაც უნდა მიმართოს საკითხის პოლიტიზებისგან თავის დაზღვევის მიზნით, მაინც ვერაფერს გახდება, რადგან პოლიტიკა-ეკონომიკის რგოლების ტრადიციულ გადაჯაჭვაში პირველის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში აშკარაა. მთავარი კი ისაა, რომ "ნულოვანი ვარიანტი", რომელსაც ასე ეწინააღმდეგება პარლამენტი და გამოკვეთილად საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ყველა მოტივის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად მისაღებია როგორც ეკონომისტთა ასოციაციის წევრებისა და მთავრობის ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელთათვის, ისე თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც. ხელშეკრულების რატიფიცირების მომხრეთათვის ხსენებული მოტივებიდან ყველაზე არგუმენტირებული მაინც იძულების ფაქტორია, რომლის იგნორირების შემთხვევაში, მათი აზრით, საქართველოს ტრანშის გარეშე დარჩენა ემუქრება.
თუმცა, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდის მითითება რუსეთთთან სავალო ურთიერთობის დარეგულირების თაობაზე, ულტიმატუმის ტონით სულაც არ ჟღერს და იგი ვალის გადახდას ისევე გულისხმობს, როგორც - მის რესტრუქტურიზაციას, რომლის დაშვებაც გოცირიძეს ისედაც გაჩანაგებული ქართული ეკონომიკისათვის დამღუპველად მიაჩნია. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის პოზიცია ("ნულოვანი ვარიანტი" რუსეთის ვალების მთლიანად ჩამოწერის სსრკ-ის მემკვიდრეობიდან კუთვნილ წილზე უარის თქმასთან შეფარდებით) უკვე კარგა ხანია ცნობილია საზოგადოებისათვის და, თუმცა ოპონენტებისათვის იგი, საერთო ჯამში, მიუღებელია, ცალკეული პუნქტების გაზიარებას მაინც ვერ გაურბიან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის ურყევ საბუთად მათ ის გარემოება მოჰყავთ, რომ საქართველოს სხვა გამოსავალი არა აქვს. ეკონომისტთა ასოციაციის გაფართოებულ სხდომაზე გუშინ ასეთმა რეპლიკამ გაიჟღერა: საქართველოსთვის ეს მორიგი იძულებითი ნაბიჯია, რომლის გადადგმის შემდგომ ქართულ ეკონომიკას, წესით, შვებით უნდა ამოესუნთქა, თუმცა, გამოსავალის ამგვარმა ფორმამ, ლამისაა, საერთოდ, სუნთქვის საშუალება მოუსპოს იმათ, ვინც ეკონომიკურ სიდუხჭირეს ყველაზე მწვავედ განიცდის. ყოველივე ეს კი იმის შედეგია, რომ რუსეთთან ამა თუ იმ ხელშეკრულების გაფორმებისას, საქართველო, როგორც წესი, არათანაბარ პოზიციაზე იმყოფება და პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ერთნაირად ზარალდება, მაშინ, როცა რუსეთი ორივეში მაღალ ქულებს იწერს.
გუშინდელ სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებიდან ყველაზე დასაბუთებული მოსაზრება მაინც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, რომლისთვისაც სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელება ბევრად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ვიდრე ის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს "ნულოვანი ვარიანტის" წარმოდგენილ პირობებში რატიფიცირებას, იმისდა მიუხედავად, შეძლებს თუ არა საქართველო რესტრუქტურიზებული ვალების გადახდას დადგენილ ვადებში, ანუ იმ დროისათვის, როცა დღევანდელი მთავრობა შედეგებზე ოფიციალური პასუხისმგებელი აღარ იქნება.
ამ გაგებით, წამოჭრილ პრობლემაზე ზრუნვა, მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე ბესო ჯუღელის აზრით, ბევრად ადრეც უნდა დაწყებულიყო, რამდენადაც დღევანდელ სიტუაციაში თუნდაც ერთით მეტი გამოსავალი შეიძლებოდა გვქონოდა. თუმცა, ეკონომისტთა უმეტესობის აზრით, "ნულოვან ვარიანტზე" ლაპარაკი ჯერაც ნაადრევია, მით უმეტეს, რომ საქართველოს საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია რუსეთმა ერთხელ უკვე მოახდინა, მაგრამ მაშინ მსგავს საკითხზე საუბარი არც ყოფილა. ზურაბ ნოღაიდელი ვალების რესტრუქტურიზაციას ერთადერთი "პარიზის კლუბის" ჩარჩოებში მიიჩნევს მისაღებად და, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ხელშეკრულებას რატიფიკაციას არ აღირსებს, შიშობს, რომ ისედაც შეკუმშულ ბიუჯეტში სახელფასო და სხვა ხარჯებისთვის ერთი თეთრიც კი არ დარჩება; ამ ვითარებაში, მისი აზრით, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის განახლება ჰაერივით საჭირო იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისათვის. თუმცა, როგორც ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი ნოდარ ჭითანავა აცხადებს, "ნულოვანი ვარიანტის" დაკანონება იმ დოზის ჰაერს სულაც არ გვარგუნებდა, რაც ეროვნული მეურნეობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იქნებოდა საკმარისი.
და ბოლოს, ჩვენ შეგნებულად ავარიდეთ თავი ციფრებით საუბარს, რადგან მათი სიზუსტე საპოლემიკო საგნად იქცა თვითონ მათთვისაც, ვინც საკითხზე აქტიურად მუშაობს. ამას გარდა, თუმცა, ბევრი მიღწევად მიიჩნევს, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე მხარეები ტელეეკრანებიდან, როგორც იქნა, ჩამოვიდნენ, საერთო ენის გამოსანახად ერთადაც დასხდნენ, მაგრამ პოზიციათა შეჯერება სხვისი თვალსაზრისის მოსმენის გარეშე შეუძლებელია - ზურაბ ნოღაიდელმა სხდომა მაშინვე დატოვა, როგორც კი სიტყვა დაამთავრა, დანარჩენების ყურადღების მიპყრობას კი - მხოლოდ პათეტიკური ტონის მქონე ორატორი თუ ახერხებდა...
ავტორი: ნათია ონიანი
http://www.opentext.org.ge/index.php?m=39&y=2001&art=962გავიხსენოთ მსგავსი იდიოტიზმები და მოდერმა იქნებ მოაქციოს ეს ყველაფერი პირველ პოსტში
იდიოტიზმებში ვგულისხმობ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასაც

ესენი ითვლება(ოდა) სტრატეგიულ ობიექტებად(ზოგი გაიყიდა ზოგიც არა)
1`თბილავიამშენი" სს 100
თბილისი, ბოგდან
ხმელნიცკის 181
2.`რუსთავის მეტალურგიული
კომბინატი~
სს 100 რუსთავი
3 ჭიათურმანგანუმი სს 100 ჭიათურა
4 აზოტი სს 7 ქ. რუსთავი
5 "საქართველოს ელექტროკავშირი" სს 100
თბილისი წინამძღვრიშვილის ქ.#95
6 "საქართველოს ტელეკომი" შპს 40
თბილისი 9 აპრილის ქ. #4
7 `საქალაქათაშორისო კავშირი" შპს 100თბილისი რუსთაველის
გამზირი #31
8`თბილისის საერთაშორისო აეროპორტი"
სს 100 თბილისი აეროპორტი
9 სს `ძევრულჰესი" სს 100
თერჯოლის რაიონი სოფ. ძევრი
10 სს `შაორჰესი" სს 100
ქ. ტყიბული რობაქიძის #1
11 სს `რიონჰესი" სს 100
ქ. ქუთაისი ახალგაზრდობის გამზ. #5
12 სს `გუმათჰესი" სს 100 ქ. ქუთაისი გუმათის
მარცხენა დასახლება
13 სს `ლაჯანურჰესი" სს 100
ცაგერის რაიონი სოფ. ლპანა
14 .`ფოთის აეროპორტი~ სს 98.3 ფოთი, 26 მაისის 4
15 .`ჯვარის ნავთობპროდუქტი~(წ/ჯვ.კსს) სს 56.2
წალენჯიხა, ჯვარი, გაფრინდაშვილის 16
16.`თელავის
ნავთობპროდუქტი~(თელ.კ.შ.ს.) სს 58.8 თელავი, აჩინებული
17 "თბილნავთობპროდუქტი" (სააქციო საზოგადოება "თბილისის
ნავთობპროდუქტი") სს 100 თბილისი, ჭირნახულის 2
18 .`ნავთობი~(ლანჩხუთის ნავთობბაზა) სს 64.5 ლანჩხუთი, კალინინის 8
19 .`ხობის ნავთობპროდუქტი~(კშს) სს 50.9
ხობი-ნოჯიხევი, რუსთაველის 59
20 .`ნავთობპროდუქტი~(ტყიბულის კშს) სს 57.5
ტყიბული, ბარათაშვილის 2
21.`ნავთობბაზა~(გორ.კომერც.შუამავლ.საწ.)
სს 63.4 გორი, კეცხოველის 168
22 .`ნავთობპროდუქტი~(საგარეჯ.კ.შ.ს.) სს 50.1
საგარეჯო, რკინიგზის სადგ.
23.`ოზურგეთის საქნავთობპროდუქტი~(ოზ.კშს)
სს 51.6 ოზურგეთი, მე-4 ბათუმის ჩიხი 6 auto
გთხოვთ სია დავაგრძელოთ