#30301018 · 20 Mar 2012, 14:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამეგრელოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული დაჯგუფებები იქმნება.
”არავისთვის არ არის დასამალი, რომ სამეგრელოში ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. სწორედ მათ დაავალა სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უგილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას, დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართლებრივ სტრუქტურებს, ისინი აიარაღებენ, აკონტროლებენ და აფინანსებენ ზემოთაღნიშნულ დაჯგუფებებს”.
ალასანიას განცხადებით, ეს ჯგუფები არ არიან რეზერვისტთა ჯგუფები.
” მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდა იქმნებოდეს რეზერვი. რეზერვისტები დარეგისტრირებული არიან კერძო დისლოკაციის ადგილებზე და არ გადაადგილდებიან შეიარაღებით, არ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში კი შეიარაღებული დაჯგუფებები ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ სტრუქტურების თანამდებობის პირებს და არა შეიარაღებულ ძალებს”.
მისი თქმით, არსებული დაჯგუფებების ერთადერთი მიზანია მოქალაქეებს აუკრძალოს და შეუზღუდოს არჩევნებში თავისუფალი ნების გამოხატვა. ალასანია მიმართავს სააკაშვილსაც, გაიზიაროს ეს ინფორმაცია და მიიღოს გადაწყვეტილება ამ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების დაშლის შესახებ.
ალასანიას განცხადებით, ის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აღნიშნული ბანდ ფორმირებების შესახებ საჯაროს ვერ გახდის, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადაუგზავნის უშიშროების საბჭოს და მათგან დაელოდება ქმედებებს. დიპლმატებს კი დაინტერესების შემთვევაში უშიშროების საბჭოსგან შეეძლებათ ინფორმაციის მიღება.
ალასანიას თქმით თბილისშიც იქმნება მსგავსი დაჯგუფებები, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული პიროვნებები ვინც ჩართულია მათ შექმნაში.
This post has been edited by Civilian on 20 Mar 2012, 14:34
--------------------
Operation Unthinkable
|