#59064434 · 28 Mar 2022, 14:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასეთი კაზუსი წარმოიქმნა:
ქართული პორტიდან უკრაინული პორტის მიმართულებით კომპანიას აქვს 1 მანქანაზე გადახდილი ფრახტი. გემი ავიდა ქართული პორტიდან, მაგრამ ვერ შევიდა უკრაინულ პორტში საომარი ვითარების გამო და დაბრუნდა ქართულ პორტში.
შემკვეთი კომპანია ითხოვს გადახდილი თანხის დაბრუნებას. გემფლობელი არ აბრუნებს თანხას საქართველოს საზღვაო კოდექსზე დაყრდნობით, სადაც გვაქვს შემდეგი რეგულაცია
მუხლი 142 1. გემის ნავსადგურიდან გასვლამდე ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლია ორივე მხარეს ამასთან დაკავშირებული ხარჯების მეორე მხარისათვის ანაზღაურების გარეშე შემდეგ შემთხვევებში: ა) სამხედრო ან სხვა ისეთი მოქმედებების დროს,როდესაც შეიძლება გაჩნდეს გემის ან ტვირთის სხვის ხელში ჩაგდების საშიშროება; ბ) გაგზავნის ან დანიშნულების ნავსადგურების ბლოკადაში ყოფნისას; გ) ხელშეკრულების მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა განკარგულებით გემის დაკავებისას; დ) დროშის ან ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ გემის სპეციალური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში; ე) როდესაც ხელისუფლების ორგანოების მიერ აკრძალულია გადასაზიდი ტვირთის გაგზავნის ნავსადგურიდან გატანა ან დანიშნულების ნავსადგურში შეტანა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის `გ და `დ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევები არ წარმოადგენს ტვირთის საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძველს მეორე მხარისათვის ზიანის აუნაზღაურებლად, თუ ასეთი დაყოვნება ხანმოკლეა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდავი არ გაიღებს გადატვირთვის ხარჯებს. მუხლი 143 ამ კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა დადგომისას ყოველ მხარეს აქვს უფლება რეისის დროსაც თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში გამგზავნი უნაზღაურებს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის გადმოტვირთვის ხარჯებს, აგრეთვე ფრახტს ტვირთის გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად.
ანუ კომპანიამ ფაქტიურად რეისის დროს თქვა უარი ხელშეკრულებაზე, რის უფლებასაც მას აძლევს კანონი.
გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი სწორად მოიქცა თუ არა გადამზიდავი.
|