კოკოს შვეიცარიაში ელჩობა მონდომებია
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4247თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს შვეიცარიაში ოჯახი ჰყავს, მისი ეს სურვილი ლოგიკურიცაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე გამსახურდიასთვის შვეიცარიაში ელჩობა ,,სათათბურე პირობებსაც’’ ნიშნავს. იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ გამსახურდიას პოლიტიკური აქტივობა საქართველოში აღარ შეიმჩნევა.
მართალია, იგი საქართველოს პარლამენტის წევრია, თუმცა, სხდომებს ხშირად არ ესწრება და როცა ესწრება, მაშინ საკითხებითაც კი არ ინტერესდება.
წყაროს მტკიცებით, გამსახურდიას ელჩობის შანსები აქვს და საკითხზე ქვეყნის პირველ პირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომ შეძლებულ ქვეყანას ზოგიერთ სახელმწიფოში ორი ელჩი ჰყავს. ერთი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს და მეორე, რომელიც იმ ქვეყანაში არსებულ საერთაშირისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.