კვლავ ვიზრდით გრძელ და სქელ ნაწნავს )) :*
მოვიკრიბოთ მოთმინება, დავიმშვიდოთ ნერვები, მოვიწესრიგოთ კვება, ძილი და შედეგიც არ დააყოვნებს : )
როგორ გავხდეთ რაპუნცელკა ?FAQ - Frequently Asked Questionsთმის სწრაფი ზრდისთვის აუცილებელია მისი მოვლის ინდივიდუალური სქემის შედგენა, მოვსინჯოთ, ვის რა მოგვეწონება და იმის მიხედვით ავირჩიოთ თითოეულისთვის საყვარელი ნიღაბი, ზეთი, ვიტამინი და სხვ.
1)ვიტამინები. არსებობს ვიტამინის უამრავი კომპლექსი, ცვენის საწინააღმდეგო, აღმდგენი, ზრდისთვის და სხვ. უნდა გავითვალისიწნოთ, რომ აქაც ინდივიდუალურად არის საქმე, რაც ზოგს აღაფრთოვანებს და ძალიან კარგ შედეგს ანახებს, სხვას შეიძლება საერთოდაც არ მოეწონოს. ვიტამინები ჩვენს თმას დამცველად ევლინება, სტრესისა და სეზონური „სირთულეებისას“. ხშირად თმის ცვენა აქტიურად აწუხებს ახალგაზრდა დედიკოებს, აქ არაფერია საშიში სრულიად ბუნებრივია, რაც არ დაგცვივდათ ორსულობის პერიოდში, ის იწყებს აქტიურ ცვენას, ვიტამინები დაეხმარება თმის სწრაფად აღდგენას, თუმცა თუ ბავშვს აჭმევთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს ამგვარი ვიტამინები არ არის სასურველი. ვიტამინის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ თმისთვის უმთავრესია А, Е, С და В ვიტამინები. უკეთესია თუკი ამ ვიტამინეს ბუნებრივი, ანუ საკვების გზითაც მივიღებთ. A აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს მას ელასტიურობს და სირბილეს. ის სასარგებლოა მტვრევადი და მშრალი თმისთვის. უხვად არის კვერცხის გულში, სტაფილოსა და კარაქში.. B ჯგუფის ვიტამინები ხდის თმას ძლიერს და ებრძვის ჭარბ ცხიამიანობას. B2 და B8 თმის ცვენის საწინააღმდეგოა, B9 გაჭაღარავებას „უშლის“ ხელს. ეს ვიტამინები საკმაოდ არის მარცვლეულ კულტურებში, მზესუმზირასა და თხილში, ასევე ხალვასა და ლუდშიც. ვიტამინი C სისხლძარღვებს ამაგრებს და იცავს თმის ფოლიკულს. კომბოსტო, ბულგარული, ციტრუსები და სხვ. E თავში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ის თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს მატებს. ზეთი, თხილი და მზესუმზირა.
ვიტამინები, რომლებიც ნდობით და მოწონებით სარგებლობს(დავწერ რუსულად, რადგან იყიდება რუსეთიდან ან უკრაინიდან შემოსული ვარიანტები) : Inneov Густота волос-Vichy, «Перфектил“ - დასავლეთის რჩეული ) მას გლამურულ ვიტამინს უწოდებენ, ძალიან კარგად მოქმედებს თმის ზრდაზე, მის სტრუქტურაზე, კანსა და ფრჩხილებზე. ძალიან ძალიან ეფექტურია, თუმცა გვახსოვდეს, რომ უნდა მივიღოთ ნოყიერი სადილის შემდეგ, რადგან მშიერ კუჭზე იწვევს ცუდ უკუჩვენებებს, კერძოდ, მუცლის ტკივილი, ღებინება და სხვ. Нутрикап, Биотин, Пантовигар-თმის დიფუზური ცვენის საწინააღმდეგო, აღდგენს თმის სტრუქტურას. Мерц Бьюти, Фитовал, Ревалид.. ასევე ე.წ Пивные дрожжи- «Эвисент» , «Нагипол“... ასევე ჩვენთან პოპულარობით სარგებლობ აევიტი და კიდევ ჩემგან გირჩევთ, გაზაფხულია და მოვიმარაგოთ C ვიტამინის მარაგი, დრაჟეს მეშვეობით...
ყველა ეს ვიტამინი დადებითად მოქმედებს კანზე და ფრჩხილებზე.. კურსის მინიმუმი 2 თვე..
ვიტამინების ქვეპუნქტი, გულისხმობს კვების მოწესრიგებასაც : ვჭამოთ ბევრი ხაჭო, ბოსნეული, ხილი, მოხარშული კვერცხი და ხორცი, თევზეული, ზეითუნის და სელის ძეთი მივიღოთ უზმოზე ან სალათებში მაინც გავურიოთ, ჰერკულესის ფაფა, თაფლი, ნატურალური წვენები და რაც მთავარია მინიმუმ 2 ლ. წყალი. შევამციროთ: ტკბილეული, მარილიანი და ცხიამიანი საჭმელი, გაზიანი სასმელები, ყავა და სიგარეტი, ალკოჰოლი. ასევე ამ პუნქტში დავამტებ, რომ ნორმალური ძილი, ჯანსაღი თმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია.. * ჩემთვის ყველაზე ძნელი ეს ნაწილია : )
2)ვიკეთებთ სახლის პირობებში დამზადებულ ნიღბებს. ოპტიმალური რეზულტატისთვის კვირაში ერთხელ ვიკეთებთ “გამახურებელ“ ნიღბებს, ერთხელ დანარჩენებს (ცვენის საწინააღმდეგო, ბზინვარებისთვის, მოცულობისთვის და სხვ. ). ყოველი ნიღბის წინ აუცილებლად ვხმარობთ ზეთებს, თუკი ნიღბებზე უარს ამბობთ, იხმარეთ მხოლოდ ზეთები. შეიძლება შედეგი ისეთი სრაფი არ იყოს, მაგრამ თმა გაჯანსაღდება, გამოიკვებება და შედეგად კი სიგრძეც არ დააყოვნებს : )
ბევრს მოწონს სკრაბები : მარილის და ყავის.. პირველი არ არის მიზანშეწოლილი ნაზი კანის მფლობელებისთვის..
როგორ დავამზადოთ ნიღბები :
1.მდოგვი: -2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი;
-2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი;
-1 კვერცხის გული;
-1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი (თუ სიმხურვალეს არ გრძნობთ შეამცირეთ ზეთის ოდენობა);
-2 ჩაის კოვზი შაქარი (რაც მეტია შაქარი მით უფრო „ცხელია“ ნიღაბი)
მდოგვს ჯერ წყლით ვაზავებთ, შემდეგ ვუმატებთ დანარჩენ ინგრედიენტს, თუკი ვერ გრძნობთ გამახურებელ ეფექტს, დააყენეთ ნიღაბი ბნელ ადგილას რამდნეიმე საათის ან თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში. ნიღაბს ვისმევთ „პრაბორებზე“, ყველანაირად ვცდილობთ არ მოგვიხვდეს თმაზე, განსაკუთრებით მშრალ ბოლოებზე. ვიჩერებთ 15-40 წუთი. უნდა შევიხვიოთ ცელოფნით, ან დუშის ქუდით, ზევიდან პირსახოციც კარგი იქნება, მეტად იმქომედებს . ჩამოვიბანოთ გრილი წყლით და შამპუნით. ყურადსაღებია, რომ ჯობს ჯერ რომელიმე ზეთი წავისვათ თავზე გავიჩეროთ მინიმუმ ერთი საათი (ზეთს თუ მთელს სიგრძეზეც წაისმევთ, მხოლოდ გააუმჯობესებთ საბოლოო შედეგს) და მხოლოდ შემდეგ დავიდოთ თავზე მდოგვის ნიღაბი. მე შამპუნის მერე ბალზამსაც ვისმევ. !!! მაღალწნევიანებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, სწორედ ამის ხარჯზე ფოლიკულებს აცოცხლებს ასე რომ ვთქვათ, შესაძლოა ოდნავ წნევა აწიოს, ამიტომ, ჯერ გაარკვიეთ ხართ თუ არა ჰიპერტონიკი. (იმედი მაქვს არცერთს გვაქვს ეს პრობლემა ). კურსი 2-3 თვე.
2.დიმექსიდი.ვამატებთ ნიღბებში რათა მკვებავმა ნივთიერებებმა უკეთ და უფრო ადვილად შეაღწიონ თმის ძირებში,ფოლიკულში.
-1 კოვზი „რეპეინოე“ + 1 კოვზი „კასტორკა“+1 კოვზი ვიტამინი ა + 1კოვზი ვიტამინი ე + დიმექსიდი 1/3 კოვზი.
დიმექსიდის ნიღაბს ვისმევთ მხოლოდ ძირებზე, იგივეაირად, როგორც მდოგვისას. ის არ უნდა ახურებდეს ან წვავდეს, თუ ეს ხდება სასწრაფოდ უნდა ჩამოვიბანოთ, რადგან დიმექსიდის დოზაა გადამეტებული. კურსი 1 თვე,შემდეგ 2 თვიანი შესვენება .
3.„პერცოვკა“ . აფთიაქებში იყიდება настойки стручкового перца («перцовка»), თუმცა შეგიძლიათ თავად დაამზადოთ : ვჭრით წიწაკას რგოლებად, ვაწყობთ სტექკლოს ქილაში ვასხამთ კონიაკს ან არაყს, დაყენებას უნდა მინიმუმ 4 დღე.
-1 სუფრის კოვზი „პერცოვკა“;
-1 სუფრის კოვზი კასტორკა ან რეპეინოე;
-1 სუფრის კოვზი თმის ნებისმიერი ბალზამი ! მე არ ვუმატებ.
!!! გავუფრთხილდეთ თვალებს. ვისმევთ თმის ძირებზე, ვიხვევთ თავს თბილად.
უნდა გრძნობდეთ გარკვეულ წვას, თუ ასე არ ხდება პერცოვკა უნდა გავაზავოთ წყალში 1:1, თუ მეტი წვა გინდათ 1:3-თანაც შეიძლება. ნიღაბი მოქმედებს უშუალოდ ზრდაზე და თმის ძირების გაძლიერებაზე. თმის ცვენის შესაჩერებლად ნიღაბს ვიკეთებთ 10 დღეში ერთხელ, თმის ინტენსიური ზრდისთვის 2ჯერ. კურსი 2-3 თვე.
4.კაკაო. აბსოლუტური ლიდერი ჩვენს თემაში.. ყველას სიყვარული ))))
-200მლ კეფირი, არაჟანი, მაწონი ან ნაყიდი ნიღაბი (უსილიკონო და პარაბენების გარეშე მასს-ში არის ელსევის ვარდისფერი ნიღაბი );
-2კოვზი კაკაოს ფხვნილი (შაქრის, რძის ფხვნილის და სხვა დანამატების გარეშე, ჩვეულებრივი კაკაო);
-1კოვზი ზეთი-ზეითუნი,ქოქოსი,რეპეინოე,კასტორკა, ნუში, აბრიკოსი-ნებისმიერი;
-კვერცხის გული.
ავურიოთ ერთმანეთში,ოდნავ შევათბოთ და წავისვათ თმაზე, შევიხვიოთ ცელოფანის პარკით, დავუაროთ ფენით, შემდეგ პირსახოცით გავიხვიოთ თავი. გავიჩეროთ 1-2 საათი. შედეგი: მოცულობა, თმა საოცრად ბზინავს, ლამაზ ფერს იღებს და შოკოლადის სუნი , ამაგრებს თმის ძირებს.. ზოგს უშრობს ბოლოებს, ამიტომ აქაც ჯობს ჯერ ზეთი წავისვათ და ერთი საათის შემდეგ კაკაოს ნიღაბი.
5.ჟელატინის.თმის ცვენის საწინააღმდეგო, თმის სრუქტურის გამაჯანსაღებელი ნიღაბი.
-2 სუფრის კოვზი ჟელატინი;
-6 სუფრის კოვზი ცხელი წყალი;
-2 ცალი კვერცხის გული.
ნიღაბი ოდნავ გაცივდეს, ბოლომდე არა, გაქვავდება.მერე ვუმატებთ კვერცხის გულს. შემდეგ წავისვათ ნამიან თმაზე, გავიჩეროთ ნახევარი საათი.
6.საფუარის.-0,5 ჭიქა კეფირი (მაწონი ან არაჟანიც შეიძლება);
-2 კოვზი „დროჟი“;
-1კოვზი შაქარი ან თაფლი.
ყველა კომპონენტი შევურიოთ ერთმანეთში, სანამ ქაფი არ გაჩნდება, შემდეგ წავისვათ თმის ძირებზე და ჩამოვიბანოთ 40 წუთში.
7.დარიჩინი.ვურევთ 1-2 კოვზ დარიჩინს ნებისმიერ ზეთში, ნაყიდ ნიღაბში ან არაჟანში. ვისმევთ თმის ძირებზე, შევიხვიოთ თავი პარკით, შევათბოთ ფენით, შემდეგ გავიხვიოთ თავი პირსახოცით. 30-60 წუთში ჩამოვიბანოთ. უნდა იყოს „წვის“, „წიწკნის“ ეფექტი.
8.ნიორი, ხახვი - გავურიოთ ზეთებში, შეგვიძლია დავუმატოთ კონიაკი, კვერცხის გული, მოკლედ ფანტაზიას მივენდოთ. იგულისხმება ხახვის წვენი და გატარებული ნიორი..
ყველაზე ეფექტური თმის ცვენის საწინააღმდეგოდ !!!
9.შავი პური .შავი პური 100-200გრ. დავასხათ 0.5 ჭიქა მდუღარე წყალი,ბალახეულის ნაყენი ან ლუდი. დავტოვოთ 1 სთ - 10სთ. გამოვწუროთ მარლაში მიღებული, დავუმატოთ კვერცხის გული, ზეთი (ცოტა), თაფლი. შეგიძლიათ კონიაკის დამატებაც ბზინვარებისთვის.შევიხვიოთ. გავიჩეროთ 30-60 წუთი. შამპუნს არ საჭიროებს. მე ბალზამს ვხმარობ, ამ ნიღბის/შამპუნის(მოხსენებულია, როგორც ნატურალური შამპუნი) მერე.
10.თმის სავლები დამზადებული ბალახეულის ნაყენისგან.პოპულარობით სარგებლობს : გვირილის, ჭინჭრის, ოხრახუშის, პიტნის ( უფრო ძირებზე, სპრეის სახით) და უამრავი სხვა. ნაყენები მოქმედებენ თმის ფერზეც.
*** თუ შენიშნეთ რომ თმის ბოლოები გაქვთ მშრალი, დაბანის და გაშრობის შემდეგ, დაისხით ხელზე 2-3 წვეთი ზეთი (რომელიც თქვენ გიყვართ) ან თხევადი ვიტამინი ე და შეიზილეთ ბოლოებში. არ გადააწარბოთ, თორე გაცხიმიანდება. ასევე იყიდება უამრავი კრემი, სპრეი და სხვ, ბოლოების დასაცავად.
11. თმისთვის ასევე არაჩვეულერივი ბუნებრივი საშუალებაა ხნა. უფერულიც და ჩვეულებრივიც. გირჩევთ ნიღბებს ხნით. აქ მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას. მე მომწონს ასე : ხნა გაზავებული გვირილის ნაყენით, დამატებული ცოტა ყავა (იგულისხმება არა მარცვლები ან ფხვნილი , არამედ ნახარში -სითხე), ლიმნის წვენი, კონიაკი. თმა არის საოცრად დავარდნილი, თითქოს უფრო სქელი, საოცრად მზინავი და რაღაც მოოქროსფრო ხაზები დაყვება. ფერი გვირილის და ლიმნის შედეგია. თუკი ეს არ გინდათ დააყენეთ წყალზე დაუმატეთ ყავა და სულ ეგ არის. ხნა არაჩვეულებრივი საშუალებაა ქერტლის საწინააღმდეგოდ.
თუ გინდათ, რომ თმას მიეცეს არა წითელი არამედ მოოქოსფრო ფერი, ხნა უნდა გავაზავოთ გვირილის ნაყენით, დავუმატოთ კვერცხის გული, თაფლი, კურკუმა, დარიჩინი, ლიმნის წვენი, ზეთები და ვიტამინები ( გემოვნებით

)
თმის ფერის გაღიავებისთვის : 2 კოვზი თაფლი, 6 კოვზი წყალი - დავაყენოთ 1 საათით, შემდეგ დავუმატოთ 1 კოვზი დარიჩინი, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, დავიდოთ თავზე, გავიჩეროთ 2 საათი. შემდეგ შეგიძლიათ გაზარდოთ ხანგრძლივობა.
3) კარგი შამპუნები, ბალზამები და ნიღბები თმისთვის : კერასტაზი, რეპეინოეს მთელი სერია, ლაში, ნატურა სიბერიკა, ელსევის ვარდისფერი სერია და აღდგენა, რუსული „Домашние рецепты“, აგაFია და სხვ. ესენია, რასაც უმეტესად აქებენ და ანიჭებენ უპირატესობას.
6) ასევე თმის ზრდისთვის დღეს მთელს მსოფლიოში იყენებენ ცხენის შამპუნს . შეგიძლიათ მოიპოვოთ უამრავი ინფორმაცია გუგლში.
არ გავაკაროთ თმა ცხელ და ცივ წყალს. თმისთვის ასევე ცუდია Fენი, პლოიკა, თმის უთო. ცუდია სიცივე, სიცხე. უამინდობისას გამოვიყენოთ თმის დამცავი საშუალებები, რაც ზემოთ დავწერე ბოლოებზე, იყიდება თმის უამრავი დამცავი.
ზეთები, რომლებიც გვიყვარს : რეპეინოე, კასტორკა - აბუსალათინი, ქაცვი, ზეითუნი... ასევე კარგია ქოქოსი, ჟოჟობა, ნუში, ატამი და უამრავი სხვა.. კარგია ეთერზეტებიც, როგორც ნიღბებში, ასევე შამპუნებსა და ბალზემებში ( საკმარისია 2-3 წვეთი ). ზრდის სტიმულატორები როზმარინი, ლავანდა; ბზინვარებისთვის, პირველ რიგში, ილანგ-ილანგი, ასევე ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი.
ზეთებს ვიზელთ თმის ძირებსა და მთელს სიგრძეზე ვიჩერებთ 1-2 საათს, სიგრძეზე შეგიძლიათ მთელი დღე და ღამეც კი გაიჩეროთ.. სასურველია ყოველი ნიღბის წინ წავისვათ ზეთი.. მე ყოველ ორ დღეში მაქვს რომელიმე ზეთის "ნიღაბი" ...
ზეთების ჩამობანას გირჩევთ ბალზამის ან ნაყიდი ნიღბის საშუალებით. ანუ ჯერ ვისმევთ ბალზამს, ჩამოვიბანთ ამ ზეთებს და მხოლოდ შემდეგ შამპუნს. გაცილებით გაგიადვილებთ ზეთების გამორეცხვას თმიდან.
კიდე ზრდის მასტიმულირებელია თმის ხშირად ვარცხნა. დავასხათ ხის ჯაგრისს 1-2 წვეთი და ცავიტაროთ არომავარცხნა )))) სასიამოვნო და სასარგებლო პროცესი.
ზეთები კვებავს თმას, ანიჭებს მას ბზინვარებას, აუმჯობესებს სტრუქტურას და თავიდან გვაცილებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა გამომრალი ბოლოები, ანუ თმის გაყოფის"ფენომენი" )))) ამისთვის ასევე გირჩევთ "ნაწნავს ზეთში " . ანუ ვასხამთ ჭიქაში, სასურველია ერთჯერადი, ზეთებს ვიტამინებს, ისე რომ იყოს მინიმუმ 2 სმ, ვიწნით ნაწნავს, ვკეცავთ ორ ნაწილად და ვყოფთ ამ ჭიქაში, ჭიქას ვამაგრებთ თმაზე, ვისაც როგორ მოგვეხერხება, მე თმისსამაგრით მსვენივრად ვაფიქსირებ )))) ვიჩერებთ 1 საათს მაინც, მე ვცდილობ 2 საათი მაინც დავუთმო ამ პროცედურას... ძალიან მარტივია სინამდვილეში და უზომოდ შედეგიანი. თავად ნახავთ როგორ შეიწოვს თმა ამ ზეთს.. შეგიძლიათ მერე ისე ზეთი გადაინაწილოთ მთელს თმაზე.
თქვენც დაწერეთ, რა მოგწონთ, რისგან ნახეთ რეალური შედეგი. გავუზიაროთ ერთმანეთს ნიღბები და სხვა თმის მოვლის საშუალება. რამეს ახალს თუ წააწყდებით, გავარჩიოთ აქ, კარგია თუ ცუდი, ერთად მოვსინჯოთ და ასე, შეერთებული ძალებით მივიღებთ სანატრელ შედეგსაც.
იმედი მაქვს რამეს მაინც იპოვით თქვენთვის სასარგებლოს.
წინა თემის ტოპ 10 ( ყველაზე მონდომებულები მოკლედ ) : ))))
La Bonnie 329
Mrs Nobody 237
madinka 173
IuHuUuU 164
xatatula 71
merciamercia 58
cubbic 50
s_a_l_o_m_e 38
Blond girl 33
Nanuuu 32
ყველას გისურვებთ, გრძელ და ლამაზ თმას !!!
This post has been edited by La Bonnie on 24 Mar 2011, 00:18
მიმაგრებული სურათი
Have you ever confused a dream with life? Or stolen something when you have the cash? Have you ever been blue? Or thought your train moving while sitting still? Maybe I was just crazy. Maybe it was the 60's. Or maybe I was just a girl... interrupted...