მექა ხანგოშვილთან ინტერვიუ
ბატალიონ "ვოსტოკის" მეომრები ქართველებს 2008 წლის აგვისტოში ეხმარებოდნენო - მექა ამბობს. გსმენიათ ამის შესახებ?
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4208ჩეჩნეთში დღეს ყველაფერი მოჩვენებითია. ადგილობრივ ტელევიზიაში, ყველაფერი იწყება და მთავრდება კადიროვის ხოტბა-დიდებით. იმის თქმა, რომ კადიროვი არის ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი, უბრალოდ, აღმაშფოთებელია. ჩეჩნეთის უახლესი ისტორიის ახლებურად გადაწერა სურთ, თუმცა ის თაობაც კი, რომელიც ცნობილ მოვლენებს არ შესწრებია, ამას არასდროს დაიჯერებს.
................................
მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა ჩეჩნეთში ამ ეტაპზე ისეთი დოზით აღარ არის, ნებისმიერ ოჯახში, გარდა გარკვეული ვიწრო წრისა, ჩეჩენი ბავშვები ნამდვილ მეომრებად და სამშობლოს პატრიოტებად იზრდებიან. იჩქერიაში ტრადიციებისადმი პატივისცემა და ერთგულება არ იკარგება.
.......................................
სამწუხაროდ, ჩეჩნეთში უბრალო ადამიანებს კადიროვის და მისი გარემოცვის ზღვარგადასული ქმედებების ისე ეშინიათ, რომ თავისუფლად აზრის გამოთქმას ვერ ახერხებენ. დღეს იქ ვაჰაბიზმის წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა მომდინარეობს და რადიკალური ისლამისადმი ლოიალურად განწყობილი ყველა პირის ლიკვიდაცია მომენტალურად ხდება.
.........................................
რაც მოხდა ჩეჩნეთში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, მსგავსი ტრაგედია, არაადამიანური მოპყრობა, ომები, ბარბაროსობა იშვიათად ახსოვს ისტორიას. ეს ყველაფერი კი მოხდა იმიტომ, რომ ჩეჩნებმა არ დათმეს დამოუკიდებლობა, სამშობლო. მათ გამორჩეულად უყვართ საკუთარი მიწა-წყალი. პატარაობიდანვე, ყველა ბავშვი იზრდება ამ სულისკვეთებით. ეს დამოკიდებულება მათ გენეტიკურადაც მოსდგამთ. აღზრდის მეთოდებიც განსხვავებული აქვთ. ხუთი წლის ასაკამდე ჩეჩნები ვაჟიშვილს არც სცემენ და არც უყვირიან, იმიტომ რომ მასში თავისუფლების იდეა არ დათრგუნონ და ასე ზრდიან. ბავშვი ნამდვილ მებრძოლად და უშიშარ პიროვნებად, სამშობლოს დამცველად უნდა ჩამოყალიბდეს.
.....................................
ამ ეტაპზე კი ჩეჩენ ბიჭებს, გარდა რუსულ ჯარში სამსახურისა, ალტერნატივა არ აქვთ. იმათაც, ვინც იმ ჯარში მსახურობენ, ჩეჩნური გული გააჩნიათ. აგვისტოს რუსული აგრესიის დროს, საქართველოში ჩეჩნებზე ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბატალიონ “ვოსტოკზე,” რომელიც რუსებს შემოჰყვა საქართველოში. ამ დროს კი, ზუსტად ვიცი, რომ ბატალიონის მეომრები ხშირად ქართველ ბიჭებს ეხმარებოდნენ. ისინი თითქოს ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ წამოსულნი, მაგრამ თავად მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც უთქვამთ, რომ ამ ომში თუ გადავრჩი, სწორედ “ვოსტოკის” დამსახურებააო. როგორც კი მოიხელთებდნენ იმის საშუალებას, რომ ჩუმად მხარში ამოდგომოდნენ ქართველებს, ეხმარებოდნენ, ცოცხლად უშვებდნენ ტყვეებს, როცა მათ ვიღაცა კონტროლს არ უწევდა. ამდენად, ის ჩეჩნებიც, ვინც დღეს რუსულ ჯარში მსახურობენ, მათი 99 პროცენტი ჭეშმარიტი ჩეჩენია და როცა ჩვენ დაგვჭირდება, ქართველების გვერდით დადგებიან.