საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თემის მეთხუთმეტე ნაწილი.

2007-2008 წლების დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული "ყაზბეგის" თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"
2007-2008 და 2009-2010 წლების ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

პირველი ნაწილი -
ზესტაფონიმეორე ნაწილი -
ზესტაფონი (2 ნაწილი)მესამე ნაწილი -
ზესტაფონი (3 ნაწილი )მეოთხე ნაწილი -
ს. კ. "ზესტაფონი" (4 ნაწილი )მეხუთე ნაწილი -
ს. კ. "ზესტაფონი" (5 ნაწილი )მეექვსე ნაწილი -
"ზესტაფონი" (6 ნაწილი )მეშვიდე ნაწილი -
"ზესტაფონი" (7 ნაწილი )მერვე ნაწილი -
"ზესტაფონი" (8 ნაწილი )მეცხრე ნაწილი-
"ზესტაფონი" (9 ნაწილი )მეათე ნაწილი-
ს. კ. "ზესტაფონი" (10 ნაწილი )მეთერთმეტე ნაწილი-
ზესტაფონი" (11 ნაწილი )მეთორმეტე ნაწილი -
ს.კ. ზესტაფონი | F.c Zestafoni !მეცამეტე ნაწილი-
ს.კ. ზესტაფონი / F.c Zestafoniმეთოთხმეტე ნაწილი-
ს.კ ზესტაფონი | F.c zestafoni.VoL 14 !
* * *

კლუბის ისტორია..........♡
ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა „კომეტა“. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ „ბურთაობა“-ში ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.
„მეტალურგი“, 1937 წელი რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.
ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).
პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.
20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.
1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.
„მეტალურგი“, 1948 წელი 30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი — „მერცხალი“ და „ლოკომოტივი“, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.
მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი“.
საქართველოს თასის მფლობელი „მეტალურგი“, 1962 წელი 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგი“ მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი“-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის „ელექტროსტალი“-ს, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი“-ს, ლენინგრადის „მეტალურგი“-ს გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება „სერპ ი მოლოტი“-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი“ ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.
სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:
საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი — 1967, 1970, 1982 წლებში;
საქართველოს თასის ფინალისტი — 1966, 1967, 1971 წლებში;
საქართველოს თასის მფლობელი — 1962 წელს.
საქართველოს ვიცე — ჩემპიონი, „მეტალურგი“, 1970 წელი ზესტაფონის „მეტალურგ“-ში აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:
თბილისის „ლოკომოტივი“ — გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე;
ქუთაისის „ტორპედო“ — გურამ ნიშნიანიძე;
თბილისის „დინამო“ — გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ქართლოს ცინცაძე.
1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.
„მარგვეთი“
საქართველოს ვიცე — ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს. კ. „მარგვეთი“ ,1996 წ.
1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელიც იკავებს „მეტალურგი“-ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს „მარგვეთი“ ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.
სულ, 1991—1998 წლებში ს. კ. „მარგვეთ“-მა მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ — 43, ამარცხდა — 106-ში, ბურთების სხვაობა 397—443. 1999—2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი“, რომელმაც 2001—2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც „მარგვეთი“-ს ბედი ეწია.
2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.
საფეხბურთო კლუბი "მეტალურგი "
„მეტალურგი“, 2000 წელი საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ არსებობის პირველ სამ წელიწადში იკავებს ეროვნულ ჩემპიონატებში საპატიო 5-ე და ორჯერ 4-ე ადგილებს და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

2007-2008 წლების დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული "ყაზბეგის" თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"
2007-2008 წლების ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი
------------კლუბი კალენდარულ საშინაო მატჩებს ატარებს ქალაქ ზესტაფონში "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე.--------------------
ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამოდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც.
1952-1989 და 1999 – 2003 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მატჩებს მართავდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე, საფეხბურთო კლუბი ” მეტალურგი”. 1990-1998 წლებში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ” მარგვეთი”- ს მშობლიური არენა. 2004 წლიდან კი სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი ”.
1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები , გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა , რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე .
2004 წელს , ს . კ . ” ზესტაფონი ”- ს შექმნის შემდეგ , ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები , რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება .
2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები . ქართველი მშენებლების მიერ დამონტაჟებული იქნა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა . მინდორზე დამონტაჟებულია ამერიკული ფირმა ” რაინბიორდი ”- ს სარწყავი სისტემა ( სხვათა შორის , ხსენებული მორწყვის სისტემა წარმატებით აპრობირებულ იქნა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე ).
ესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი - თურქული ფირმა ” ჩიმექსი ”- ს მიერ დამზადებული ” ნატურალური მწვანე ხალიჩა ”. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული” ბეშიქთაშისა ” და ” ფენერბახჩეს ” მშობლიურ არენებზე , გარდა ამისა თბილისის ”ოლიმპის” სტადიონზე . აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი სპეციალისტი ლევან ცხოვრებაშვილი .
გარდა ამისა , საფეხბურთო კლუბ ” ზესტაფონი ”- ს ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ .
ერთი სიტყვით, ზესტაფონში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონის სახით გაჩნდეს
ახალი ნათელი წერტილი !
კლუბი საშინაო მატჩებს მართავს "დათო აბაშიძის" სახელობის სტადიონზე


სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება ზესტაფონის ახალ ევროპული დონის ლამაზ არენას.

ზესტაფონში მიმდინარეობს ტექნოლოგიური ინოვაციებირამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ესტუმრა სპორტის სფეროში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი ფირმა ”პოლარის” წარმომადგენელი როლანდ შრიმპფი. გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი ქართული გუნდის საწვრთნელ პროცესში ულტრათანამედროვე სისტემა ”Polar Team2” დანერგვასთან იყო დაკავშირებული ..აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ”Polar Team2” ტექნოლოგიას, ფეხბურთის გარდა, აქტიურად იყენებენ ველოსპორტში, სათხილამურო სპორტში, მარათონსა და ტრიატლონში. ამ თანამედროვე სისტემით სარგებლობენ ინგლისის პრემიერ-ლიგის უკლებლივ ყველა კლუბი, გერმანული კლუბები: მიუნხენის ”ბაიერნი”, ლევერკუზენის ”ბაიერი”, დორტმუნდის ”ბორუსია”, ”ვოლფსბურგი”, ”მაინცი” და ”ბოხუმი”. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ გერმანიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები. როგორც ზესტაფონში მყოფმა ”პოლარის” წარმომადგენელმა როლანდ შრიმპფმა განაცხადა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველი კლუბი გახლავთ, რომელმაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა.
ეს აპარატურა აი ასე გამოიყურება.

2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის ყაზბეგის თასის გათამაშებსი ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.
* * *
ტექნიკური შტაბი:
* კლუბის პრეზიდენტი-ილია კოკაია
* ვიცე პრეზიდენტი-ვასილ გველესიანი
* გუნდის უფროსი-ვლადიმერ პანოვი
*
* პრეს ატაშე-სერგო ფუტკარაძე
* ექიმი-ლევან გოგნიაშვილი
* ადმინისტრატორი-ზურაბ გიორგაძე
* ვიდეო ოპერატორი-თემურ კვინიკაძე
* მასაჟისტი-ზაზა გოგლიჩიძე
* მასაჟისტი-თემურ გამყრელიძე
* მძღოლი-გიორგი ძაბირაძე
მთავარი მწვრთნელი-გიორგი გეგუჩაძე
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი-გიორგი ჭიაბრიშვილი
მწვრთნელი-დავით ჯანელიძე

მეკარეები
მცველები
ნახევარმცველები
თავდამსხმელები
როინ კვასხვაძე
ზურაბ მამალაძე
კახაბერ მეშველიანი
გიორგი ხიდეშელი
ზაალ ელიავა
გიორგი ონიანი
მამუკა კობახიძე
მურთაზ დაუშვილი
ირაკლი ძარია
თორნიკე გორგიაშვილი
ალექსი ბენაშვილი
შოთა გრიგალაშვილი
თორნიკე აფციაური
გიორგი ჭანკოტაძე
შოთა ბაბუნაშვილი
კახაბერ ალადაშვილი
ნიკოლოზ გელაშვილი
რატი წინამძღვრიშვილი
ჯაბა დვალი
გოგი ფიფია
ნიკოლოზ ჩიხლაძე
საბა ლომია
გორან გრუიცა
გიორგი ფოფხაძე
ზურაბ მენთეშაშვილი

კლუბი საშინაო მატჩებს თეთრი მაისურით ატარებს

კლუბი გასვლით მატჩებს ლურჯი თეთრი მაისურით ატარებს

მეკარის ფორმა

კლუბმა მიმდინარე წელს გამოსცა ბროშურა,სადაც შესულია გუნდის ისტორია,ფეხბურთელების ისტორია,სტადიონის ისტორია და მიმიდინარე გათამაშების კალენდარი.
* * *
კლუბს ყავს საკუთარი ფან-კლუბი ,რომლებიც ყოველთვის ერთგულად ქომაგობს გუნდს...როგორც საშინაო ასევე გასვლით მატჩებზე..




გულშემატკივართა ჰიმნი -
http://www.fczestafoni.ge/Gallery/Video%20fanebi.mpgგუნდს ასევე ჰყავს დუბლშემადგენლობა აქ ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ირიცხება და იმედია ბევრი მათგან დიდი ფეხბურთს ითამაშებს
.წინა გათამაშებაში მათ მე-6 ადგილი დაიკავეს,ძალიან წოტა დააკლდათ (ქულების ხმრივ) საპრიზო სამეულში მოსახვედრად.ამ გუნდიდან რამდოენიმე ფეხბურთელი უკვე მთავარ გუნდშიც ირიცხება,კლუბის მწვრთნელის ბატონი გია გეგუჩაძის თქმით ყველა ის ფეხბურთელი ვისაც პოტენციალი იქნება და ბოლოდმე იშრომებს მთავარ გუნდში დაწინაურდება აუცილებლად.იმედია ეს ბიჭები გაამართლებენ გაცემულ ავანსებს.
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.fczestafoni.geგუნდის ფეხბურთელები -
http://www.fczestafoni.ge/Club/players.htm"ზესტას" გოლები -
http://www.fczestafoni.ge/Gallery/media.htmhttp://www.fczestafoni.ge/Gallery/media2.htmფოტოგალერეა -
http://www.fczestafoni.ge/Gallery/Gallery2.htmhttp://www.fczestafoni.ge/Gallery/Gallery3.htmhttp://www.fczestafoni.ge/Gallery/Gallery4.htmზესტას გოლები ევროტურნირებში -
http://www.youtube.com/watch?v=Mx0L2YPT5N4...feature=relatedზესტა -თასის მფლობელია (2008) -
http://www.youtube.com/watch?v=ennulGfAxi0...feature=relatedhttp://www.youtube.com/watch?v=El7lheymnn0...feature=relatedწინა თემის ტოპ10 მპოსტავი
dima z3stafan 280
sergo_38_fcz 225
sviri2 126
kanavaro7 69
geor-gien 61
SPIRIT CRUSHER 42
belveder 40
davitaflooh 36
shukito 33
forum-ge 26

გუნდში 3 ახალწვეულია.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 24 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ფოფხაძე. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში დანიის საფეხბურთო კლუბ ”ვიბორგში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
გიორგი ფოფხაძე - მცველი; დაბადებულია - 25.09.1986; სიმაღლე - 182 სმ, წონა - 78 კგ.
2006 წლის 2 სექტემბერს ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც სადღეისოდ გიორგი ფოფხაძეს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, ქვეყნის ახლაგაზრდული ნაკრების მაისურით კი 12-ჯერ უასპარეზია.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”თბილისი” (თბილისი) - 2004-2006, ”ოლიმპიაკოსი” (პირეოსი, საბერძნეთი) - 2006, ”ვიბორგი” (ვიბორგი, დანია) - 2006-2010.
მარგველთა ღირსებას გუნდის ახალწვეული 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ახალი ფეხბურთელი შეემატა - 24 წლის ახალწვეულის სახელია გორან გრუიცა. ხორვატი სპორტსმენი, იმერულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობდა.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
გორან გრუიცა - მცველი; დაბადებულია- 11.03.1986; სიმაღლე - 186 სმ, წონა - 81 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ჰაიდუკი”(სპლიტი, ხორვატია) - 1998-2005, ”მოსორი”(ხორვატია) - 2005-2007, “შიბენიკი” (ხორვატია) - 2007-2008, “სპლიტი” (ხორვატია) - 2008-2010.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და ხორვატ ფეხბურთელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორან გრუიცა იმერულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ზესტაფონელთა ახალი ფეხბურთელი მარგველთა ღირსებას 22-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” 30 წლის ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი გამოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 40 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი, რომელსაც უმნიშვნელო ტრავმა აწუხებს, ვარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და ზურაბ მენთეშაშვილის მომავალი ურთიერთობების საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.


გილოცავთ ახალ თემას და წარმატებები ბიჭებს....ერთად ჩემპიონობისაკენ....
This post has been edited by dima z3stafan on 22 Feb 2011, 12:34