#24907267 · 10 Apr 2011, 23:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“ტრამპ თაუერების” მშენებლობა ორ წელიწადზე ადრე არ დაიწყება 13:09 10.04.2011
ჟურნალ „ლიბერალის“ მასალები
საქართველოში “ტრამპ თაუერების” მშენებლობა ორ წელიწადზე ადრე არ დაიწყება. ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერის ქართველი პარტნიორის „Silk Road Group Investments“-ის დირექტორი აცხადებს. გიორგი მარი ჟურნალ “ლიბერალთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პრიორიტეტი ბათუმის “ტრამპ თაუერია”.
შესაბამისად, მშენებლობა ჯერ ბათუმში დაიწყება, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია მშენებლობის დაწყების კონკრეტული თარიღის დასახელება. გიორგი მარის ინფორმაციით, დაახლოებით 6 თვე დასჭირდება გენერალური გეგმის შემუშავებას, ერთ წელს წაიღებს დეტალური არქიტექტურის შექმნა.
დანამდვილებით “სილ ქროუდის” ხელმძღვანელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ 2 წელზე ადრე მშენებლობები არ დაიწყება. “ტრამპ ორგანიზეიშენთან” შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ შედგა. ამ შეთანხმების მთავარი არსი ისაა, რომ „სილ-ქროუდმა“ ტრამპისგან მისი ბრენდის გამოყენების ლიცენზია მიიღო. ამ ეტაპზე “სილ ქროუდი” პოტენციური ინვესტორების დაინტერესებაზე მუშაობს.
--------------------
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!!
შეიკარი ,,რემენი''–,,პრეჟდევრემენი''.
ქვეშევრდომი გაპატიებს მამის მოკვლას, მაგრამ არ გაპატიებს ქონების წართმევას და ქალის წაგვრას@ მაკიაველი
|