ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მხოლოდ მას და "ქართულ პარტიას" ხელეწიფებათ და ეს უთუოდ წელს მოხდება. ა, ბატონო წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...agvelodeth.htmlჩემზე მეტად არავის ეჩქარება მიშას მოშორება. ვინც ვერ ითმენს, ან ჩვენი არ სჯერა, აგერაა ბურჯანაძე, სამ თვეში ერთხელ რომ აუქმებს კონსტიტუციას და მას მიმართონ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაზეთი "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც 11 აპრილის ნომერში დაიბეჭდება. "ინტერპრესნიუსი" ინტერვიუდან "წელს იქნება. . . ვისაც გჯერათ, დაგველოდეთ", რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ.
ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიმართ ყველა სფეროში უდიდესი ზიზღი არსებობს.
"აშკარაა, რომ ყველა სფეროში არსებობს უდიდესი ზიზღი ხელისუფლებისადმი და უდიდესი მოლოდინი, რომ ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა, მაგრამ ამ საქმეში წვლილის შეტანა არავის სურს, ყველას სხვისი ხელით გაკეთებული უნდა, ყველა სასწაულს ელოდება, ან იმ სტერეოტიპით კვებავს თავს, რომ "ყველაფერი ღვთის ნებაა." რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, აშკარაა, რომ საზოგადოება ავადაა", - აცხადებს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.
ოქრუაშვილის თქმით, არსებულ ხელისუფლებას "ქართული პარტიის" და მის გარეშე ვერავინ შეცვლის. "ჩემზე მეტად არავის ეჩქარება მიშას მოშორება. ვინც ვერ ითმენს, ან ჩვენი არ სჯერა, აგერაა ბურჯანაძე, სამ თვეში ერთხელ რომ აუქმებს კონსტიტუციას რუსთაველის პროსპექტზე და მას მიმართონ. თუ ეგეც არ მოსწონთ, ვიღაც "შეფიცულები" ყოფილან და მათთან მივიდნენ. მეტი აღარ ვიცი. ყველამ დაიმახსოვროს, უჩვენოდ მაგ რეჟიმს ვერავინ შეცვლის",- აცხადებს ოქრუაშვილი.