
წინა თემის ლინკები:
თუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებიროგორც შევთანხმდით აქ ვწერთ ზოგად ინფოს იმ თუთიყუშების შესახებ, რომლებიც შედარებით გავრცელებულები არიან ჩვენთან. სხვადასხვა ჯიშებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ
ASTU–ს საიტი მაშ ასე:
ტალღისებრი თუთიყუში - Budgie (Budgerigar)

ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით თქვენი მეგობარი გახდება
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს.
იხილეთ დაწვრილებით აქსანამ იყიდით პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში მაშIნ ჯობია ორი მოიყვანოთ რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ,მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ რომ ასწავლოთ ლაპარაკი მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. ( თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)
ასაკის გარჩევა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.

2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:
ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:

მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები.
ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)

მამლების ცვლილოვანა
ლურჯია, ხოლო დედლების
მოყავისფრო ან თეთრ-ღია ცისფერი
მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია.
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ.

ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
მაშ ასე
დედლები
მამლები
ნიმფა/კორელა (Nymphicus hollandicus) - კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი.

ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.
ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ. კორელებს ასევე აქვთ ლაპარაკის ნიჭი, თუმცა ლაპარაკის ათვისებაში ტალღოვნებს ჩამოუვარდებიან. სამაგიეროდ მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ

)
სქესის გარჩევა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პატარა ნიმფების სქესის გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ბუმბულის პირველ მოცვლამდე ყველა დედალს ჰგავს. ბუმბულის მოცვლის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ თავსა და კუდზე:

აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი თუთიყუში და ნიმფა შეიძლება ერთად გყავდეთ, არაფერს დაუშავებენ ერთმანეთს
მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis)

აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა. ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელი სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს ეს სახელი.
მოსიყვარულე თუთიყუშების რამოდენიმე ქვესახეობა არსებობს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად. აი ლინკიც სადაც ეს ლამაზი ჩიტი ტოტების მაგივრად ქაღალდისგან აპირებს ბუდის აგებას:
სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება. მოსიყვარულე თუთიყუშების სამშობლოა აფრიკა და მადაგასკარი. მათი ხმოვანი გადაძახებები (სხვას ვერაფერს დავარქმევ), მათ მიერ გამოცემული ხმები, ადამიანის ყურისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.
©
ASTU–ს საიტი რაც შეეხება თუთიყუშების მოვლას!
მოვლა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუშების მოვლა საკმაოდ დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ,
თუ თქვენ ნერვები და მოთმინება არ გაქვთ გირჩევთ არ მოიყვანოთ, რადგან თქვენც ცოდო ხართ და თუთიყუშიც.
მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ, მაგალითად კომპიუტერთან ზიხართ? გვერდზე გედგათ გალიაც, ტელევიზორს მასთან ერთად უყურეთ და ა.შ. ისე, რომ ყოველთვის გხედავდეთ და სულ მალე თქვენდამი შიში ნელ–ნელა გაუქრება. სანამ კარგად მოჩვეული არაა, ნუ გამოუშვებთ გარეთ, რადგან შეიძლება შიშით და დაბნეულობით კედლებს შეეჯახოს და რამე დაიზიანოს, ამიტომ ჯობია თავდაპირველად გალიაში მოიჩვიოთ. ხელიდან აჭამეთ, და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ და მეორე ჯერზე თუ არ გამოვიდა, მესამეზე აუცილებლად გამოვა
როცა უკვე ნახავთ, რომ მას შიში ნელ-ნელა გაუქრა, შეგიძლიათ უკვე გარეთაც გამოიყვანოთ.
ოღონდ ძალით არა. გაუღეთ გალიის კარი და თვითონ გამოვა. რაც შეეხება შესმას, თავიდან ცოტა რთულია როცა ბოლომდე არ აქვს თქვენი ნდობა, მაგრამ უნდა ეცადოთ. მაგალითად ქანდარით ან საკვების ჯამით, ან თუნდაც გალია მიუტანეთ და თვითონ შევა.
არასოდეს დაიჭიროთ ხელით, არ ესროლოთ ბალიშები და არ გადააფაროთ ნაჭერი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი სადისტობა , რადგან თქვენს ნდობას დაკარგავს და საბოლოოდ შეგიძულებთ!
იმისთვის რომ სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გალიის რეგულარულად დასუფთავება, ყოველდღე წყლის გამოცვლა. სასურველია ნადგამი წყალი ესხას.
რაც შეეხება კვებას:
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს
საუკეთესოა Prestige. არასოდეს არ იყიდოთ Trill, რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ( გმადლობ one_day- ინფოსთვის )
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.
ზოომაღაძიებში ჭარბად იყიდება ნისკარტის სალესი და ქვამარილი. ეს ქვამარილი თუთიყუშებისთვის იგივე კიბოა ! რადგან მარილი სასტიკად არ შეიძლება მათთვის (მადლობა sandro87 ინფოსთვის

)
გარდა ამისა აუცილებელია კვებაშI ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.
ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება:
ეჭმევათ: ვაშლი, მსხალი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!
არ ეჭმევათ: მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!
თუთიყუშებს ძალიან უყვართ ბანაობა, ამისათვის შეგიძლიათ პატარა ჯამში ჩაასხათ ნელ-თბილი წყალი (შეიძლება მწვანილიც ჩაუდოთ სრული კომფორტისთვის

) და თქვენი თუთო თავისით იბანავებს. თუმცა ზოგს ურჩევნია მოშვებულ ონკანთან ჭყუმპალაობა

ავადმყოფობა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუთიყუშებს ინსტინქტურად აქვთ უნარი დამალონ თავიანთი დაავადება, რათა ბუნებაში არ დაიჩაგრონ. ამიტომ, საკმაოდ რთულია შეამჩნიო მათი ავადმყოფობა. პირველ სიმპტომად ითვლება მთელი დღის განმავლობაში მოწყენილობა, გაუნძრევლად და ჩუმად ჯდომა, გაფუებული ბუმბულები და ასევე თხევადი სკინტლი . თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს თუთოს ქანდარის მაგივრად გალიის ძირზე სძინავს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ზომებს, რადგან ეს უკვე სერიოზული სიმპტომია რაიმე ავადმყოფობის. წესით ვეტერინარს უნდა მიმართოთ, (თუ ვინმე გეგულებათ წესიერი საქართველოში). თუთოების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგალითად თუ რამე მსგავსი სიმპტომი შეატყვეთ თქვენს ჩიტს, გაუხსენით ანტიბიოტიკი (კაფსულის ნახევარი ან ნაკლები) წყალში და პიპეტკით დაალევინეთ ან თუნდაც მოაყარეთ საკვებს.
არსებობს ნისკარტის დაავადებაც, თუ შეატყობთ რომ ცოტათი აქერცლილი აქვს, იყიდეთ სპეციალური მაზი ზოომაღაზიაში და წაუსვით. საშიში არაფერია, თუ რა თქმა უნდა დროზე შენიშნავთ.
ფეხის დაავადებები ძირითადად ჩნდება ცუდი ქანდარის გამო. ცნობილია, რომ პლასმასის ქანდარა არ ვარგა, ჯობია გქონდეთ ხის ან შეგიძლიათ ნებისმიერს ნაჭერი გადაახვიოთ.
ზოგი თუთიყუში, რომელსაც ნაკლებ დროს უთმობენ, ვარდება დეპრესიაში და შედეგად ჯერ ბუმბულს ხოლო შემდგომ უკვე კანს იპუტავს. თუმცა არ უნდა დავპანიკდეთ ბუმბულის დანახვისას, რადგან როგორც წესი ესენი
ბუმბულს წელიწადში რამდენჯერმე (3-4ჯერ) იცვლიან როგორ ვასწავლოთ ლაპარაკი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(datmeni-ის შაკო) .
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუთიყუშის მოყვანისას არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის 100% -ით დაიწყებს ლაპარაკს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგს აქვს ნიჭი, ზოგს ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. როგორც ზემოთ დავწერეთ უმეტეს შემთხვევაში მამლები ლაპარაკობენ.
ლაპარაკის სწავლა ასევე დამოკიდებულია თქვენზეც, თუ რამდენ დროს უთმობთ. მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ რომ ხშირად უმეოროთ ერთიდაიგივე სიტყვა, ნუ შეეცდებით თავიდანვე წინადადების სწავლებას, რადგან აურევს სიტყვებს ერთმანეთში და გამოვა უაზრო ბგერების რახა-რუხი. ზოგი ხმას იწერს და ასმენინებს, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ პირადი ურთიერთობა უფრო უკეთეს და სწრაფ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ჩანაწერის მოსმენა.
საერთოდ, პირველი სიტყვის სწავლას ყველაზე მეტი დრო სჭირდება (1, 2, 5 თვე ან 1 წელიც, ესეც ინდივიდუალურია) ხოლო შემდეგ უკვე დროის მონაკვეთები იკლებს.
როცა უკვე 1-2 სიტყვას ისწავლის თქვენი თუთო, შეგიძლიათ უკვე ფრაზებზე ან წინადადებებზე გადახვიდეთ
დაიმახსოვრეთ , რომ თუ თუთო მოჩვეული არ გყავთ ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მან ლაპარაკი დაიწყოს. ლოგიკურია, რადგან რისიც ან ვისიც ეშინია მისი ხმის გამეორების სურვილი არანაირად არ აქვს.
ძირითადი ესაა, ვინც რას დაამატებთ ჩავამატოთ