ტექსტის წაკითხვა თუ გეზარებათ აქ არის ვიდეოწარმომადგენლობითმა "სახალხო კრებამ" საკუთარ რიგებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტები აღმოაჩინა. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სახალხო კრების წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახალხო კრებამ აქტიური მოქმედებების შესახებ გეგმები გაახმაურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააქტიურდა და მათ რიგებში აგენტების შეგზავნა დაიწყო.
ბათიაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედების მიზანია "სახალხო კრების" წევრების რაოდენობის ცოდნა, ასევე განხეთქილების დათესვა კრების რიგებში და პროვოკაციის მოწყობა, რათა მათი იდეა ვერ განხორციელდეს.
ირაკლი ბათიაშვლმა დღევანდელ ბრიფინგზე კონკრეტული მაგალითი დაასახელა და წარმოადგინა სკაიპში ორ პიროვნებას შორის საუბარი, რომლებიც ბათიაშვილის თქმით, ვაკისა და გლდანის წინააღმდეგობის კომიტეტების წევრები არიან.
საუბარში "სახალხო კრებას" ისინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ და "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აგინებენ. ეს პიროვნებები არიან ლაშა ამირიძე და ალექსი ასათიანი.
"მათი საუბრის შედეგად გამოვლინდა მათი თანამშრომლობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან უნიჭო ნამუშევარი. "სახალხო კრება" არის საზოგადოებრივი ინსტიტუტი და ნებისმიერი მსგავსი ქმედება საზოგადოებრივი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად კანონგარეშე", - განაცხადა ბაითიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საუბრის გაშიფვრის შემდეგ, ეს პირები სახალხო კრების საბჭომ დაიბარა და მათ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუმცა ლაშა ამირიძემ და ალექსი ასათიანმა, ბათიაშვილის თქმით, თავის გამართლება ვერ მოახერხეს.
როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები კომიტეტებიდან გარიცხულები არიან.
This post has been edited by imageexpress on 7 Apr 2011, 17:12
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]