ძვირფასო თანაფორუმელებო, გთხოვთ მიშველოთ და მომაწოდოთ ინფორმაცია თუ სად შეიძლება ამ წიგნის პოვნა - რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
მადლობას გიხდით წინასწარ!
წესები რომ დავიცვათ:
გურამ ფანჯიკიძე დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები, „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – „მეშვიდე ცა“ – ასევე „ცისკარში“ 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – „თვალი პატიოსანი“, შემდგომ კი რომანებს – „აქტიური მზის წელიწადი“ (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და „სპირალი“. გურამ ფანჯიკიძის კალამს აგრეათვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“; 1979 წლიდან გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი გახლდათ. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – „ლევან ხიდაშელი“, „თვალი პატიოსანი“ და „სპირალი“ – სცენარის ავტორი. გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რომანები:
სპირალი
აქტიური მზის წელიწადი
მეშვიდე ცა
თვალი პატიოსანი
წყარო - ვიკიპედია
“Don't bend; don't edit your own soul according to the fashion. Rather, follow your most intense obsessions mercilessly.” - Franz Kafka
Emancipate yourself from mental slavery, none but ourselves can free our mind - Bob Marley
AVE მე!! :bis: