#25275347 · 3 May 2011, 13:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე თვის წინ, მშვენიერი პროექტი წარმატებულად განხორიელდა, ქართული პროზის გამოცემებმა ძალიან ბევრი მკითხველის ოჯახში დაიდო ბინა, წარმატება მეტწილად გამოცემის დაბალმა ფასმა განაპირობა.
ამ პროექტს მალე გამოუჩნდნენ მიმბაძველები და დღის სინათლე სხვადასხვა პროექტებმაც იხილეს,
50 წიგნი , 100 ბიოგრაფია და ასე შემდეგ, თუმცა ფასმა საგრძნობლად აიწია.
ჟურნალი ,,ისტორიანი'' 2 ლარი ღირს, მასთან ერთად შეწყვილებული კონსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებლი'' 3 ლარი, ,,ისტორიანის'' ცალკე ყიდვა შესაძლებელია, ,,დავით აღმაშენებლის'' კი არა, ამიტომ მკითხველს 5 ლარი უჯდება თითო წიგნის შეძენა, რაც მთლიანობაში 8 წიგნის ფასი 40 ლარი ჯდება. დავინტერესდი და და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების სრულტომული 100 ლარად დამიფასეს მაგრამ 80 ლარად გაყიდვაზე დათანხმდნენ. საერთო ჯამში მკითხველი კი მოტყუებული გამოდის. დავით აღმაშენებლის პირველი ტომი, ნახატის გამო შევიძინე, საინტერესო ნახატი იყო, მაგრამ ძვირად დამიჯდება სიამოვნება თუ კიდევ 7 წიგნის ყიდვა გავაგრძელე.
როცა 100 ბიოგრაფიის სერია გამოვიდა, შევუერთი მყიდველთა რიგს, წიგნი 8 ლარი ღირს, მაგრამ მესამე და მეოთხე გამოცემა ჩერჩილის შესახებ 2 ნაწილად გაიყო, წინა გამოცემებთან შედარებით გაცილებით თხელ წიგნებად თუმცა ფასი ისევ 8-8 ლარია. განდის ბიოგრაფია თუ 8 ლარი დაჯდა, ჩერჩილის ბიოგრაფია 16 ლარის ღირებულებისაა. ამდენად თუ ადამიანი ფიქრობდა რომ 100 ბიოგრაფია მთლიანობაში 800 ლარი დაუჯდებოდა უკვე შემცდარია, დღეს ერთი ბიოგრაფია დაიყო 2 ნაწილად, ხვალ რომელი დაიყოფა მკითხველმა არ იცის, არადა რთულია შეგროვება დაწყებული ტომეულების შეწყვეტა ან გამოტოვება
წიგნის გამოცემა არც ერთ ვარიანტში არ არის უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ზემოთ ნახსენებმა შემთხვევებმა გულწრფელად შემაწუხეს, ალბათ ვაჭარბებ შეფასებაში მაგრამ გამომცემელთა საქციელი თაღლითობად მეჩვენება, ფასების მანიპულირებით მკითხველის ფინანსური დაზარალება არ არის ღირსეული საქციელი.
გამომცემელთა ამგვარი მიდგომის გამო, მე გამოვეთიშე ამ პროექტის ასე რომ ვთქვათ ბაზარს.
This post has been edited by nioradze on 3 May 2011, 14:22
--------------------
ცუდია დაღრეჯილობა
|