აშშ-ში კატიპოლიუმის პოლიციამ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ვაშინგტონის მერი ვინსენტ გრეი და ქალაქის საბჭოს რამდენიმე წევრი დააკავა.
"გაზეტა.რუ"-ს ინფორმაციით, ქალაქის თავი რამდენიმე ჩინოვნიკთან ერთად, სენატის შენობასთან საქალაქო პროგრამების ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების გასაპროტესტებლად მივიდა. გრეიმ და თანმხლებმა პირებმა ქუჩა გადაკეტეს და ხელჩაკიდებულებმა საპროტესტო ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს.
"ხელები შორს ქალაქისგან", _ ყვიროდნენ ვაშინგტონის მერიის წარმომადგენლები.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ვინსენტ გრეი და კიდევ 30 ადამიანი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
ესეც ლინკიჩვენთან თუ მომხდარა ამისი
მსგავსი ფაქტი ოდესმე?
და მეორე კითხვა: ვინ იყიდა გაზპრომმა - მერი თუ პოლიცია?